უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე, ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა.
ოკუპანტების მიერ მოკლული მალხაზ კვიჟინაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, სამხედროებმა და რიგითმა ადამიანებმა გააცილეს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ჯორჯიან ეარვეიზის“ საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი ეხმაურება უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს და ამბობს, რომ ეს „აბსურდი და უსამართლობაა“.
მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის.
განცხადებაში ის დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, სამაგიეროდ გაუკვირვა – „საქართველოში ოპოზიციურად განწყობი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მამაკაცი, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 29 ივნისს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 4 თვის ორსულია. სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული მოზარდი დედამ კლინიკაში გადაიყ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია.
სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
ინტერპრესნიუსი
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ჩერევატიმ.
მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებ
რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი აფთიაქსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტს გაუხსნეს და 50 წლის მამაკაცი დაშავდა.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის გამოც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იპნ
არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამ და არასდროს ვიქნები! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის განმარტებით, გვარამიას შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს დაუპირისპირდა, ისინი დააღალატა. კითხვაზე, თუ ვისი დაკვეთა შეასრულა ზურაბიშვილმა და ვის წინაშეა ის ანგარიშვალდებული, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„მე ვიყავი არჩეული, როგო
თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მან თქვა, რომ დღევანდელი კონფერენცია უკრაინელ ქალებს მიეძღვნება.
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე, ჟურნალისტები, დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
პუბლიკა
საქართველოში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბიერი იმყოფება. ის თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა.
შესწორება: თავდაპირველად მასალაში შეცდომით აღნიშნული იყო, რომ ქვემოთ მოცემული ციტატა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ეკუთვნოდა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დღეს თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიც
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია. ის თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც ერთ-ერთ პანელზე მომხსენებელი იქნება. ევროპარლამენტარმა კონფერენციამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ის ამ კონფერენციაზეც განიხილავს.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა. აქედან ამ დროისთვის ქვეყან
“ვეტო” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვას, რას ფიქრობს მმართველი პარტიის მხრიდან ჰომოფობიურ რიტორიკაზე და პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირების შესახებ.
დამატებით კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ასეთი რიტორიკა ევროინტეგრაციის პროცესს, ზურაბიშვილმა უპასუხა:
“მე უკვე ვთვქი, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე არის უფრო რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა არის წარმოუდგენელი. ამძაფრებს ყველაფერს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე მათ კითხვებს უპასუხა, მოქალაქეობის მინიჭების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა სურთ, უარს ეუბნება. “იკმარონ ბინადრობა”, – აცხადებს ის.
ზურაბიშვილმა თავდაპირველად ისაუბრა რუსეთი მოქალაქე ეთნიკურ ქართველებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ.
მისი თქმით, კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას ირებს მოქალაქეობის მინიჭებაზე და რომელშიც პრეზიდენტს ორი წარმ
სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო, საქართველოს რკინიგზამ პირველ ივლისს დანიშნული ყველა რეისი გააუქმა. ინფორმაცია რკინიგზამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. 2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, — აღნიშნავს უწყება ბოლო განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, მარელისში უხვი ნალექის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა “მნიშვნელოვნად დააზიანა” საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.
თავდაპი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც პრეზიდენტი მართავს, საქართველოსკენ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი ერთი რეკომენდაცია გენდერულ თანამშრომლობას ეხება და ამ ხმრივ ასეთი მესიჯების გაგზავნა მათ შორის ევროკავშირისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ქართული ოცნების ქალმა ლიდერებმა მსოფლიოს ქალი ლიდერების გვერდით ჯდომაზე უარი თქვეს. დღე ახალი პოლიტიკური სკანდალით დაიწყო. თბილისის შუაგულში სადაც პრეზიდენტის ორგანიზებიით ქალთა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
შეზღუდვები აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენებისა და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს. სანქციების ხანგრძლივობა 10 წელს შეადგენს.
პრესონალური სანქციები დაუწესდა კომპანიის დირექ
მდგომარეობა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი იმ თავდასხმებს, რაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მიმართ განხორციელდა.
როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, ძალადობის წახალისება ხელისუფლების მხრიდან ხდება.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ერთი-ერთში გადაიღო ის მეთოდები, რასაც ჩვენ „ნაცმოძრაობისგან“ ვხედავდით 2011-2012 წლებში. ის მეთოდები, რასაც „ოცნება“ ებრძოდა, პრაქტიკულად, საუკეთესოდ აითვისა. ვხედავთ ხელისუფლების წარ
- დღეს ასევე ვნახეთ, ხელისუფლება, რომელიც უმტკიცებს ქვეყნის მოსახლეობას, რომ ტყუილად, უსაფუძვლოდ გარბიან ქვეყნიდან საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად. როგორც ჩანს, ვინც ამას ამტკიცებს, ამ ხალხმა საბოლოოდ თავადვე დაიჯერა ეს გაყალბებული ან/და პოპულისტურად გამოყენებული სტატისტიკა.
- არ არის გასაკვირი, კი, როგორც ჩანს, მთავრობის, ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი, ოჯახური კეთილდღეობა და ქონება ორნიშნა, შეიძლება სამნიშნა პროცენტით იზრდებოდეს, ამიტომ ეს ადამიანები ნამდვილად ვერ იგრძნობენ იმ პრობლემებ
Reuters-ის ცნობით, უკრაინამ ხერსონიდან ათობით ბავშვის დეპორტაციის საქმეზე რუს პოლიტიკოსსა და 2 უკრაინელ თანამონაწილეს ბრალი წარუდგინა. ეს არის პირველი 3 ეჭვმიტანილი, რომელიც საქმის წარმოებისას გამოიკვეთა.
უკრაინული მხარის მტკიცებით, 19 000-ზე მეტი არასრულწლოვანი რუსეთსა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინულმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ბავშვების დეპორტაციაზე უკრაინის პროკურატურა გამოძიებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთა
მედიაკოალიცია გმობს პარლამენტის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტების კომიტეტის მოსმენაზე არშეშვების ფაქტს. გუშინ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.
ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა გუშინ საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედიას არ მიეცა შესაძლებლობა, გადაეღო პროტესტის ამსახველი მასალა.
კომიტეტის ოთახში არ შეუშვეს „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტი
პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთს სურვილი აქვს ნატო-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე აპირებს ბირთვული იარაღის განთავსებას.
„საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, ნატო-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწ
ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ცხოველების წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი პროპორციულად გამკაცრდა და მათ მიმართ, ვინც ცხოველებზე ძალადობს, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნე
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან სწრაფ შედეგებს ითხოვენ.
The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ.
„მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მ
გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში განაგრძობს.
ამასთან, დანელიამ საპენსიო სააგენტოში მუშაობის პერიოდი შეაჯამა.
„ძვირფასო მეგობრებო! საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრომ პირველი და მეორე კლასის ქართულის სახელმძღვანელოებიდან გრიფი მხოლოდ ერთი ავტორის წიგნს მიანიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს სახელმძღვანელოების არჩევანი ეზღუდებათ და მხოლოდ იმ ერთი წიგნით უნდა ისარგებლონ, რასაც სამინისტრო შესთავაზებს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში პედაგოგების აქტიური გამოხმაურება და მოსალოდნელი უარყოფითი შეფასებები მოყვა. თემის განხილვისას ცნობილი გახდა, რომ მსგავსი ვითარება არც აქამდე
პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს. აღნიშნული პირები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კონკრეტული სიტყვის სკანდირება დაიწყეს.
მანამდე კი, აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილი სამართალდამცველებთან ერთად მივიდა და სთხოვა, კონკრეტული სიტყვის სკანდირება შეეწყვიტათ, რადგან,