Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.691

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მაია კახნიაშვილი - მივიღე გადაწყვეტილება, გავაგრძელო მუშაობა საკრებულოში, რათა ვემსახურო ჩემს რაიონს და დავიცვა იმ ხალხის ინტერესები, ვინც ნდობა გამომიცხადა - ვყოფილიყავი მათი ხმა

3 წლიანი დავის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა (აღდგენის ნაწილში). როგორც იქნა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება (რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებიათ და ბიუჯეტს არ მიადგებოდა ის ზარალი, რაც ჩემი უკანონო გათავისუფლებით მიაყენეს), სისრულეში მოეყვანათ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც დაუყოვნებლივ უნდა აღვდგენილიყავი ა.ა.ი.პ. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, საიდანაც უკანონოდ, ყოველგ

ექსკლუზივი: tvpirveli.ge -მ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ, ტვ პირველის ახალი ამბების პორტალმა, tvpirveli.ge - მ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ "გიჩო", გივი მარგველაშვილი გოგებაშვილის ქუჩაზე ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც მასზე მოხდა თავდასხმა და ის დაჭრეს. ვიდეომასალით დგინდება, რომ მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ამის შემდეგ უკვე გივი მარგველაშვილის დაცვა ახორციელებს საპასუხო გას

დაკარგული მილიონები, გასანადგურებლად გამზადებული რარიტეტული, იშვიათი წიგნები და ქონება – სახელმწიფო აუდიტმა თსუ-ის შემოწმების სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა

კორუფცია, უფლება-მოვალეობების გადამეტება, დაკარგული მილიონები და გამქრალი, მილიონებად შეფასებული, სახელმწიფო ქონება –  დასკვნა, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სისტემის შემოწმების შემდეგ, მსგავსად სკანდალური დასკვნა მას შემდეგ არ გამოქვეყნებულა, რაც თავის დროზე კონტროლის პალატის (ახლანდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახური) იმჟამინდელი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ხელმოწერით იქნა გასაჯაროვებული, რომლიც იუსტიციის სამინისტროს შემოწმების შე

ვორონეჟის ოლქში „ვაგნერსა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს

ვორონეჟის ოლქში „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს. "ვორონეჟის ოლქის სოფელ ვერხნი მამონში აფეთქებების ხმა გაისმის. სოფელი როსტოვი-ვორონეჟის გზაზე მდებარეობს. ოლქში აფეთქებებია. ისმის სროლის ხმა. ავიაცია М-4-ის ტრასას ბომბავს, რომელზეც „ვაგნერის“ მებრძოლები გადაადგილდებიან", – იუწყება ადგილობრივი ტელეგრამ-არხები. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერელები“ ვორონეჟის ოლქის გავლით მოსკოვისკენ დაიძრნენ. დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, კონფლიქტი უა

მედია - მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის

მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები „ვაგნერის“ მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, - ამის შესახებ „გარდიანი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება. „შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის. ამას გარდა, როგორც „გარდიანი“ წერს, „Google Maps“-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია. შეგახსენებთ, რომ „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ მაგისტრალზე „ვაგნერის“ კოლონა გამოჩნდა.

ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. სტიქიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა. ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობის თქმით, მოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ. „ძლიერი წვიმა მოვიდა, მთელი ღამე წვიმდა, დილით წყალი მოვარდა, სახლები და სათავსოები დატბორილია. სახლებში ვერ შევდივართ. განადგურდა ტექნი

აშშ-ში იმყოფებოდა 2 მოსამართლე, რომელიც ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არ გაემგზავრა

აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართველი მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შარშან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ შეერთებულ ტატებში არ გაემგზავრა. საქართველოში აშშ-ის საელჩომ 27 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მოსამართლეებს უმასპინძლეს 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემების შესახებ, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართა. „მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით,

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრს, ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლებამოსილება შეუჩერა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამიჩაი ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამას“ შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ღაზას სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება, უპასუხა, რომ ღაზაზე ბირთვული ბომბის ჩამოგდება კრიზისთან გამკლავების „ერთი გზაა“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრის განცხადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის რეალობას მოწყვეტილია.

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომლის ტრაილერის დაგორების შედეგად ბავშვი დაიღუპა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომლის ტრაილერის დაგორების შემდეგაც არასრულწლოვანი დაიღუპა. პროკურატურის განცხადებით, შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსა

ბექა ლილუაშვილი - ხაზგასმით ვამბობთ, ნებისმიერ ძალადობრივ გამოვლინებას ვგმობთ, ნებისმიერი მხარის მხრიდან... განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის ნაწილში (ვიდეო)

“ხაზგასმით ვამბობთ, ნებისმიერ ძალადობრივ გამოვლინებას ვგმობთ, ნებისმიერი მხარის მხრიდან. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არა მხოლოდ კოლეგიალურ მუშაობას აფერხებს, არამედ საზოგადოების გაკრვეული ნაწილისთვის შესაძლოა იყოს წამახალისებელი, განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის ნაწილში. რაც შეეხება ოჩამჩირესთან დაკავშირებულ რეზოლუციას, იქნებ გვითხრათ რა ეტაპზეა რეზოლუცია და იქნებ მოგვცეთ ოპოზიციასაც საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.”  ბექა ლილუაშვილი, საპარლა

მიშა დაუშვილი - რატომ არ აწყობს “ოცნებას” დაშლილი “ნაც.მოძრაობა”? (ვიდეო)

რატომ არ აწყობს “ოცნებას” დაშლილი “ნაც.მოძრაობა”? მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  407872180_318748191050262_1453286728745746072_n.mp4

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო. „დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში. ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გა

ილჰამ ალიევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყოს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. IPN

ანა ბუჩუკური - “ოცნების” მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არის უსუსტესი. რეფორმების განხორციელების ნულოვანი სურვილი ჩანს ამ გეგმაში და ალბათ, სწორედ ამიტომ მალავდნენ ამ დრომდე (ვიდეო)

“ოცნების” მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არის უსუსტესი. რეფორმების განხორციელების ნულოვანი სურვილი ჩანს ამ გეგმაში და ალბათ, სწორედ ამიტომ მალავდნენ ამ დრომდე. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GC4InRgSWglcXFoBAA8-oyg1j-wZbmdjAAAF.mp4

ბერდია სიჭინავა - მათ ერთ ტყუილს სამი მწარე სიმართლით ვუპასუხებთ და ეს ნამდვილად არ იქნება კომფორტული მოსასმენი "ოცნებისთვის"

"მათ ერთ ტყუილს სამი მწარე სიმართლით ვუპასუხებთ და ეს ნამდვილად არ იქნება კომფორტული მოსასმენი "ოცნებისთვის". ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3595530660702030/

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელი, რომელიც ამ სფეროში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს და „ილო ბეროშვილის ღამის შოუს“ მოუწოდებს, შოუში გასული ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადოს შშმ პირთა წინაშე.  საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელის ამ განცხადებას „მთავარი არხი” გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ხუმრობა უკვე წაშლილია ვებ და სოციალური მედიის გვერდებიდან.

გიორგი გახარია - ტრაგედია, რომელიც ბაღდათში, ხულოსა და ქედაში მოხდა, ეს ჩვენი საერთო ტკივილია

"ტრაგედია, რომელიც ბაღდათში, ხულოსა და ქედაში მოხდა, ეს ჩვენი საერთო ტკივილია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ახლა მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენს გმირ მაშველებს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაკარგულების ძებნის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდება."   გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

ანა ბუჩუკური - კობახიძემ გუშინ საჩუქარი გაგვიკეთა, გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ილაპარაკებდა, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა (ვიდეო)

"ირაკლი კობახიძე ჩვენთვის შესაძლებლობაა და ეს კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა გუშინ, როცა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ილაპარაკებდა, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069087454316426/

Bloomberg - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი გეგმავს ფოკუსირება მოახდინ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე.

31 ევროპარლამენტარი ბორელს: საქართველოს შეუჩერდეს კანდიდატის სტატუსი

ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული სტილის“ კანონის გატარებით და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით ზღვარი გადაკვეთა. ამასთან, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. publika

გერმანიის ელჩი: მინდა ვიცოდე, ვინაა ეს გლობალური ომის პარტია?

გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Movement-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, იცოდეს, ვინ არის „გლობალური ომის” პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება” თავის განცხადებებში მუდმივად ახსენებს. ელჩმა კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული კანონი და თქვა, რომ საქართველოში ინიციირებულ და სხვა ქვეყნებში არსებულ კანონებს შორის მთავარი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორისაა. კანონებისთვის, რომლებიც არსებობს, მაგალითად, შე

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ იფიცებიან

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მსგავსად იფიცებიან. გარდა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა, გაიფიცნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთულ დროს შეგიძლია შენი მეგობრების იმედი გქონდეს,” - წერს ცაჰკნა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მას გარდა სახული არიან ლიეტუველი კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისი,

მიშა დაუშვილი -  “ოცნებას” შევყავართ ძალიან ბუნდოვან და დიდ რისკებში, რომელსაც დღეს თვითონაც ვერ ზომავენ (ვიდეო)

“ოცნებას” შევყავართ ძალიან ბუნდოვან და დიდ რისკებში, რომელსაც დღეს თვითონაც ვერ ზომავენ, რატომ? იმიტომ, რომ ერთი თემა არის - ოფშორების კანონის მიღება და მეორე არის ამის აღსრულება. ჩვენ, დარწმუნებული ვართ მალე დავინახავთ ეს კანონი, რისთვის დაიწერა და ვისთვის მიიღო უმრავლესობამ.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/766255212380551/
×
×
  • შექმენი...