2 ივნისიდან თბილისის მერია იწყებს აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
“აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამო
"ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ."
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე
“სკეპტიკურად ვართ განწყობილი პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან გაერთიანებაზე. კონკრეტულ ინდივიდებთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა გამოვრიცხავთ პარტიებთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ ნაც-ქოცური ალიანსის ეპოქა.
პარტია “საქართველოსთვის” შედეგი გაცილებით მაღალი იქნება 2024 წლის არჩევნებზე, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ ამ ორი პარტიის მხრიდან მავნებლური ქმედებების გაგრძელება, ეს ნაწილობრივ შევძელით თვითმმართველობის არჩევნებზე და აუცილებლად შ
ძალიან მიკვირს, რატომ შემოაქვს პაპუაშვილს ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა - "ოცნების" დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდება.
ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული
“ჩვენი მიზანი არ არის ბარიერი გადავლახოთ და როგორმე პარლამენტში მოვხვდეთ, ჩვენი მიზანია “ნაცების” და “ოცნების” თანამშრომლური მმართველობა დავასრულოთ და სტატუს-ქვო შევცვალოთ, მიზანია სახელმწიფომ და მოქალაქეებმა გაიმარჯვოს.
ჩვენი პარტია 2024 წლის არჩევნების მიზნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება, ხაზგასმით არცერთთან. არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორი პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, არც “ნაც.მოძრაობასთან” და არც “ოცნებასთან” კოალიცია არ გვექნება.”
2024 წლიდან, თბილისში, სასკოლო ტრანსპორტს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება ექნება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამის საჭიროება საცობებით ახსნა.
„ვინაიდან ამ ქალაქში, კერძო ავტომობილების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა, პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებას, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ საავტობუსე ზოლში გარკვეული პირობებით გადაადგილების უფლება“, — განაცხადა კალაძემ მერიაში
2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა ბელგიის მეფისთვის მიწერილი წერილი, სადაც იგი ამბობს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლებს „ევროპალიის” ფესტივალის გახსნაზე დასწრებას და იძულებულია შეცვალოს საპროტოკოლო გადაწყვეტულება.
პრეზიდენტი ფესტივალზე დაუსწრებლობის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს მთავრობის “დაუსაბუთებელ უარს” ასახელებს. უფრო კონკრეტულად, ზურაბიშვილის თქმით, მთავრობამ არ მისცა უფლება დაესწროს ფესტივალის გახსნას.
როგორც ირკვევა სალომე ზურ
“ოცნების” ყველაზე დიდი პრობლემა და ამავე დროს დანაშაულია ის, რომ პოლიტიკა და ბიზნესი არ გამიჯნა ერთმანეთისგან, რასაც წინა ხელისუფლებას ედავებოდა. დღეს ბიზნესი და კრიმინალი დაინტეგრირდა პოლიტიკაში.
შეიძლება ძალიან დიდი წარმატების პოტენციალი გქონდეს, მაგრამ ქვეყნის შიგნით განვითარების შესაძლებლობას ვერ პოულობდე, რადგან იცოდნენ, რომ “ოცნების” მხარდამჭერი არ ხარ. გეცნობათ ვითარება? 2012 წლამდე იგივე ვითარება არ იყო ? თუ “ნაც.მოძრაობას” მხარს არ უჭერდი “სხვისიანი” იყავი, იგივე ხდება დღესაც.”
"როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია იქნება ისეთივე ბინძური და რადიკალიზებული , როგორიც იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410167700_888918402846092_3913311812839979619_n.mp4
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ „ფერისცვალებას“, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით აქტიურად ვადევნებთ თვალს, მათ შორის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ „ფერისცვალებას“. ბოლო დღეებში „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პროსათავისო ძალა, არანაირი პროდასავლელი, პრორუსი, პროჩინელი, და პროქართველი ის არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ 2020 წელს გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას ერქვა „
“ტენდერში კომპანიები იმის მიხედვით კი არ შეირჩევიან რა კომპეტენცია აქვთ, არამედ იმის მიხედვით ვინ რისი მომტანია პარტიის საარჩევნო ყულაბაში.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი იუწყება.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, - აცხადებს გუბერნატორი.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
ა
პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება.
პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული.
ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზი
პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ საქართველოში ჩარტერული რეისით 15 მოქალაქე გამოუშვა. უწყების ცნობით, დეპორტირებულებიდან 3, საზღვრის უკანანო კვეთის გამო, საშიშროებას წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის.
უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დეპორტაციის ოპერაცია, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მოიცავდა უცხოელებს, რომლებიც გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს.
პოლონური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ოპერ
თბილისის ზოოპარკის განცხადებით, სოფელ იფნარას ტყეში ხეზე მიბმული დათვი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თბილისის ზოოპარკში, ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ზოოპარკის განცხადებით, დათვი საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება:
„ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში,
გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულს გულისხმობს მთავრობის მიერ „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი.
პროექტის წარდგენა პარლამენტში გასული წლის მიწურულს მოხდა და ახლა მისი საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი.
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
მათივე ცნობით, ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა - ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „ა
ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით.
პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია.
საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი.
გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ იმათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ა
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 24 მარტს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის თავიდან აცილებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან.
როგორც მესამე სექტორის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონფერენციის დღის წესრიგით პირველ საკითხად განსაზღვრულია „სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა“. სამოქალაქო საზოგადოების აზრით, „მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმ
"ქართველი ხალხი დღეს არის ბევრად ევროპელი, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება პრო ვისია, უკვე აღარ ვიცი. ადრე ვამბობდი პროთავისიანები არიან-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, პანიკაში ჩავარდნილები იმდენ სისულელეს აკეთებენ, უკვე პროგნოზირებაც შეუძლებელია. რა თქმა უნდა ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ასე ადვილი არ არის, დაზიანება კი შესაძლებელია ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯებით, ეს კანონი კიდევ იმიტომ არის რუსული, რომ საზოგადოებას ორ ნაწილად ჰყოფს. კანონს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ს
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა მალე გავრცელდეს ევროკავშირის განცხადება, ასევე, იყოს ევროკომისიის განახლებული შეფასება რუსული კანონის EU-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში.
დღეს შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართუ
„ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების მისვლის შესახებ.
კობახიძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა მიუღებელია და აჩვენებს იმას, რომ „საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარედან ერევიან”.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს ევრ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე, უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ შემთხვევებს სწავლობენ, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო მომართვათა ის ნაწილი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის სამართალდამცველ ორგანოში გადაიგზავნა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელება