Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.554

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიშა დაუშვილი - ჩვენი პარტია არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან წინასაარჩევნოდ არ გაერთიანდება (ვიდეო)

"ჩვენთვის ბარიერი არ არის საინტერესო, რა ბარიერიც იქნება, იმას გადავლახავთ უპრობლემოდ. ჩვენი პარტია არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან წინასაარჩევნოდ არ გაერთიანდება." მიშა დაუშვილი, პარტია"საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  402635867_901856484150699_8944647304193847165_n.mp4

ლუკა კურტანიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სპორტის კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი მეძმარიაშვილსა და შოთა ხაბარელს შორის კამათი მოჰყვა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას მოჰყვა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, სპორტული ოჯახი დიდია და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის. „ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით. მინდა გაგახსენო ყველას, ვინც ამ არასასიამოვნო სიტუაციაში ჩაბმული, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, ბევრი სახეობა შედის, როგ

გაერო-ს უშიშროების საბჭო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და კენჭს უყრის რეზოლუციას ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საბჭოს შეხვედრა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, სადაც ნათქვამია, რომ გენერალურ მდივანს შეუძლია, საბჭოს ყურადღება მიმართოს ნებისმიერი საკითხისკენ, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საბჭოსთვის გაგზავნილ წერილშ

რელიგიური გაერთიანებები: ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ ვითარება ძალიან მძიმეა

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელი ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მსოფლიო ცივილიზებური საზოგადოება 25 ნოემბრიდან მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან ერთიან კამპანიას აწარმოებს. პრობლემა რომელიც აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც. მიუხედავად არა ერთი აქტიურობისა თუ კამპანიისა რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება მდგომარეობა საქართველოში კვლავ მძიმეა.

ალექსანდრე მოწერელია - რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს!

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, მინდა მივუსამძიმრო, თემურ კირბაიას ოჯახს, ნათია ბახტაძის ოჯახს. კიდევ მსხვერპლია საქართველოში, ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიწირეს ჩვენი მოქალაქე. თემურ კირბაია მოკლეს, ნათია ბახტაძე მოკლეს. ირაკლი ბებუა დრანდის ციხეში იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ქრისტინე თაკალანძე - უკანონო პატიმრობაშია, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟი

თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის­ ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იპნ

„მხოლოდ ალტერნატიულ ფართში ერთად გადასვლას დავთანხმდებით" — რესპუბლიკურის ექიმები

„დავთანმხდებით მხოლოდ ალტერნატიულ ფართში ერთად გადასვლას”, – ამბობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, რომელთა ნაწილიც დღეს საავამდყოფოს ეზოში პროტესტის ნიშნად შეიკრიბა, მათი თქმით, კლინიკის დანგრევა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება იქნება. ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული წინადადებები ბუნდოვანია, ექიმებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მიცემული დრო კი – ცოტა. რესპუბლიკურის კარდიოლოგი ნინო ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ მათი [ექიმების] მოსყიდვა უნდათ, რად

„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - „რომ მოაშენო, მერე ვიღაცამ დენით მოსპოს, ხომ არ ივარგებს?!“

„ამდენი მდინარეა და არსად ხდება თევზის რეწვა“ - ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას თევზის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს, რესურსის ათვისება შესაბამისად არ ხდება. როგორც თემურ ტყემალაძე განმარტავს, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და რეგიონებში ტბორების რაოდენობა მომრავლდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.   „ასათვისებელია კიდევ წყალსა

“გაუგებარია, რატომ არ სურს პარლამენტს, დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისგან” – ქალთა მოძრაობა კანონის ცვლილებას ითხოვს

“ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. უფრო კონკრეტულად, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გაუპატიურების ის დეფინიცია, რომელიც კანონში წერია, არასწორია – არ მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ფაქტობრივად არის გაუპატიურება. შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში, დამნაშავე დაუსჯელი რჩება. “ქალთა მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ გაუპატიურების შესახებ კანონმდებლობის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა უფლებრივი საკითხია და არ შეიძლება ამ თ

მოსკოვის ტერაქტის მსხვერპლი 139 ადამიანი გახდა — დასრულდა სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები

მოსკოვში, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე, სადაც 22 მარტს ბოლო დროის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, სამძებრო-გაწმნედითი სამუშაოები დასრულებულია. როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, ტერიტორიას თავდაპირველად შიშველი ხელებით წმენდდნენ, რადგან ხანძრისა და ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ადამიანთა ცოცხლად პოვნის მცირე შანსი მაინც არსებობდა. მოგვიანებით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტს 139 ადამიანი ემსხვერპლა, 182

შალვა კერესელიძე - არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგია ახალგაზრდებისგან და ქართული გენოფონდისგან დაცლილი სამეგრელოს ქართული სოფლები და დემოგრაფიული კრიზისის წინაშე მდგომი საქართველო

"ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. შევხვდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს იმედგაცრუებულ მოსახლეობას, რომელიც უკვე ორი წელია უშედეგოდ ელოდება მონატრებულ გაზიფიცირებას, რომელიც, 2020 წელს დაიწყო და ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო გამრიცხველიანების და ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესი, თუმცა, სოფელ ხაბუმეს მოსახლეობის 100- მდე ოჯახი, დღემდე ბუნებრივი აირის გარეშე რჩება. მიზეზი გახლავთ ის, რომ კომპანიამ, რომელიც სანიაღვ

მიშა დაუშვილი - "ოცნება" გახდა სრლად გადამგდები და მატყუარა, ამიტომ, ახლა მთავარია არჩევნებით ცვლილებების მიღწევა (ვიდეო)

"ოცნება" გახდა სრლად გადამგდები და მატყუარა, ამიტომ, ახლა მთავარია არჩევნებით ცვლილებების მიღწევა.  მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1707631556645257/

გახარია -მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით?  ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე ,  უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გაგახსენებთ 2012 წელს, არ წავლ შორს 90-იან წლებში, სად იყო მაშინ საერთოდ დამკვირვებელი? ეს თუ იქნა საერთო სახალხო ნების გამოხატულება, რომლისთვისაც ახლა ყველაფერი კეთდება, მერწმუნეთ, რომ ვერანაირი გაყალბება ვერ უშველით. მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით?  ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე ,  უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. „ცესკოს

ბექა ლილუაშვილი - პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა

პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ. ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს და მთლიანად ს

მეთიუ მილერი - კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის: ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს

კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის. „კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას

ბორელი: თუ საქართველოს მთავრობამ ასე გააგრძელა, ევროკავშირის კარი დაიხურება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეყნების საბჭოს სხდომაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქმე ეხება რუსულ კანონს და იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა. მისივე თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა „საქართველოშ

ომბუდსმენი: 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ

„2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელსაც გამოიყენეს „არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებებ

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ანგარიში გახსნა - გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქა

მეთიუ მილერი - ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიუ

განიხილება სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული - ო'ბრაიენი

მასალა მომზადებულია  „ამერიკის ხმის“ მიერ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში სანქციები შეიძლება დაუწესდეთ არა მხოლოდ მათ,  ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული. ამის შესახებ ო’ბრაიენმა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა. რას ამბობს ო’ბრაიენი? „როგორც ჩანს, საქართველოში არის ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ.

ISFED: 16-მა პარტიამ 7.3 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 84% — „ოცნებამ"

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. ISFED ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთ

ოჯახი ფიქრობს, რომ ქუთაისის ციხეში პატიმარს სასტიკად სცემეს, სხვა ვერსია აქვს პენიტენციურს

ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებაში პატიმარმა დაზიანებები მიიღო. ის ჯერ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში, ვივამედში გადაიყვანეს. ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ის ნაცემია. მათ ამის საფუძველს აძლევს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რომელიც კლინიკისგან მიიღეს. ასევე, მისი ვიზუალური შეფასება – მათი თქმით, ქუთაისიდან თბილისში გადაყვანის დროს, კლინიკიდან რეანიმობილში მიყვანამდე მონაკვეთში მათ შორიდან დაინახე

თეონა აქუბარდია "ოცნებას" - საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად (ვიდეო)

თქვენი მშვიდობაც არის ეფემერული იმიტომ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მშვიდობის გარანტია იდგა იმაზე, რომ საქართველო მწყობრად თავის ინტერესებს ახორციელებდა, ევროკავშირისკენ მიდიოდა, აწარმოებდა პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, თქვენ სრულიად ამოატრიალეთ და საქართველო დატოვეთ მარტო ერთი ერთზე ოკუპანტ ძალასთან ერთად.  თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1061486802055114/

ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც თემო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში აბრუნებენ. უარის თქმის დოკუმენტში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის და მითითებულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...