Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.519

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ხოშტარია, ჯაფარიძე და ვაშაძე: "ოცნებას" თქვენივე კონტროლირებად არხზე შეხვედრას გთავაზობთ

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", სატელევიზიო ეთერებში შეხვედრასა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხარვეზების განხილვას სთავაზობენ. "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე, "დროადან" ელენე ხოშტარია და "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან" ზურა ჯაფარიძე მმართველი პარტიის პასუხს ელოდებიან. "მივმართავთ "ქართულ ოცნებას", თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ,

„მზიურში“ ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა #1TVSPORT

„მზიურის“ პარკში „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიხსნა, რომელიც ევროკომისიის ინიცირებული პროექტია. „მზიურის“ პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პროექტი ზედიზედ მეხუთედ ჩატარდა. ევროპის სპორტის კვირეულზე წარმოდგენილი იყო მხიარული სტარტები, ფრისბი, სახალისო ხელბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიტბორდი, ბავშვთა ძიუდო, უშუ, ფარიკაობა, ბადმინტონი, სამაგიდო თამაშ

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე დაეცა

მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორია

ნათია მეზვრიშვილი - „ტვიტს“ ასე შეეშინებინოს ხელისუფლება, პირველად ვნახე - დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, თავი საერთაშორისო მასშტაბით მოჭრილი არ გვექნებოდა

დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას „ტვიტსაც“, სადაც გახარია საუბრობს, რომ „დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა“. „ოცნება“ ძალიან ააფორიაქა ამ „ტვიტმა“. არაერთხელ მინახავს შეშ

სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდები

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მონახულების უფლება არ მისცეს

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. მალგოჟატა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია. „მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, კიდ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლის სულ მცირე ერთი კერაა და დაკვამლიანება შეინიშნება. უცნობია, ხანძარი რა ფართობს მოიცავს. მათი თქმით, შესაბამის სამსახურს ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს. სოფელში მერის წარმომადგენელი ზვიად შარიქაძე ამბობს, რომ ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი, რასაც დაახლოებით 2 საათი სჭირდება. მისივე ინფორმაციით, შ

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ალბათ გეგმავს ბახმუტის ალყაში მოქცევას

რუსეთი, ალბათ გეგმავს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციოს და ტაქტიკური გაჭრა განახორციელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით, იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 3 დეკემბერს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით. სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ბახმუტის დაკავებას შეზღუდული ოპერატიული მნიშვნელობა ექნება, ის რუსეთის არმიას მისცემს შესაძლებლობას, დაემუქროს კრამატორსკს და სლოვიანსკს. Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში სამინისტრო აცხადებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუ

უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას

უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას. ამის ფონზე ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დროებითი აკრძალვა მოეხსნას თუ არა უნგრეთისთვის განკუთვნილ მილიარდობით ევროს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰაი ვარგამ დაადასტურა თავისი მთავრობის პოზიცია, რომ ის არ ემხრობა უკრაინისთვის სესხის მიცემას. მინისტრებმა, რომლებიც უნგრეთთან ჭიდილში არიან, 6 დეკემბერს გადაწყვიტეს, დღის წესრიგიდან მოხსნან

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. „რუსებმა ორ თემს დაარტყეს - ნიკოპოლსა და მარგანეცს. ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზიანდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა დაშავდა», წერს რეზნიჩენკო. მისი თქმით, ქალაქში 11 მრავალსართულიანი და კერძო

ნათია მეზვრიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო ჩააგდო 

სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი - სახალხო დამცველის, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა - ჩავარდა დღეს ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციისა და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   მისი თქმით, რეალურად ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი, სცენარის, რასაც 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია

მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას ეკისრება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ არ უერთგულა პირობას, რომ სახალხო დამცველობის შვიდი კანდიდატი ჰყოლოდათ. „პირველივე დღეებიდან ვამბობდით, რომ ოპოზიციამ ზურგი აქცია ჩვენს შეთავაზებას, 12 პუნქტზე ერთად მუშაობის შესახებ და სახალხო დამცველის არჩევნების ჩავარდნა ზუსტ

ოლექსი რეზნიკოვი - რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი. რეზნიკოვი „ტვიტერზე“ ეხმაურება ხერსონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ერთადერთი ეკლესიის დაბომბვას და აცხადებს, რომ რუსებისთვის არ არსებობს არც რელიგიის პატივისცემა. „ერთადერთი ეკლესია სოფელ კისილივკაში (ხერსონის რაიონი) სრულად განადგურდა რუსული დაბომბვის შედეგად. ჰააგის IV კონვენცია რელიგიურ შენობებს საომარი მოქმედებების დროს იცავს, მაგრამ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, მას ჯერ არ დაუსრულებია მთავრობაში ცვლილებების პროცესი და ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება. „ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები. ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სა

ბერდია სიჭინავა - პარლამენტისა და საკრებულოების მანდატების დატოვება და ამ ფორმით რაღაც პროტესტის გამოხატვა არის დაბალი პოლიტიკური კულტურისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატულება

პარლამენტისა და საკრებულოების მანდატების დატოვება და ამ ფორმით რაღაც პროტესტის გამოხატვა არის დაბალი პოლიტიკური კულტურისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატულება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.   "ყველაზე კომიკური ისაა, რომ ამის გამო ქართული ოცნება / Georgian Dream აკრიტიკებს “ნაციონალურ მოძრაობას”, ის პარტია, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე საკრებულოში დამარცხდა, შედეგებს ბოი

საქართველოში მობილიზაციას გამოქცეული რუსები მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენენ

გამოცემა Odessa Journal-ი წერს, რომ მობილიზაციას გამოქცეული და საქართველოში ჩამოსული რუსები მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საქართველოში, ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მობილიზაციისგან საქართველოში გამოქცეული რუსების შემოდინება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რადგან ხალხს ეშინია ამ „მიგრაციის“ უარყოფითი შედეგების. „იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ახლა საქართველოში და რა პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი

ქართული რაგბის ქომაგები: დავით კაჭარავა დღეს იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება

ქართული რაგბის ქომაგები ეხმაურებიან პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას და ამბობენ, რომ გულსატკენია, რაც ახლა ხდება. ქომაგების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს კონკრეტული ადრესატი ჰყავს - დეპუტატი დავით კაჭარავა. "დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება. ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა", - წერენ რაგბის გულშემატკივრები.

EU-მა საქართველოში ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის ბიუჯეტი 9 200 000 ევროა. წარდგენილი განაცხადი უნდა ემსახურებოდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, სურსათის უვნებლობას, გარემოს დაცვას და სხვა საკითხებს.  "ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით: ლოტი

პარტია “საქართველოსთვის” ქალთა გაძლიერების პლატფორმა მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და გმობს მის მიერ 20 მარტს გავრცელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს

პარტია “საქართველოსთვის” ქალთა გაძლიერების პლატფორმა ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და გმობს მის მიერ 20 მარტს გავრცელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს. planeta.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   "პარტია “საქართველოსთვის” ქალთა გაძლიერების პლატფორმა ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტ მაკო ჯაბუას და გმობს მის მიერ 20 მარტს გავრცელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს. სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებული თანამდებობა მან დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. „დავწერე განცხადება წასვლასთან დაკავშირებით. დღეს გადავწყვიტე. დღეიდან აღარ ვარ კლინიკური დირექტორი“, - განაცხადა პაპავამ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ. იპნ

ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ გაუქმებული აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - იცავენ გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ახლა უკვე კეზერაშვილს, საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი

„ქართულ ოცნებას“ გაუქმებული აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - იცავენ გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ახლა უკვე კეზერაშვილს, საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, მსგავსი რამ ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის ბოლოს. „არნახული რამ მოიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ასე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მმართველობის ბოლო ჟამს. ფაქტია, რომ

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოში მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნიდერლანდებს სტუმრობს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი სასამართლოში შეხვედრებს გამართავს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად იძიებს რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. ცნობილია, რომ მარტში სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრუ

გიორგი გახარია - რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია - ივანიშვილი ქვეყანას აგრესორის მხარეს აყენებს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა, მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს. „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი

პრიგოჟინი: უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციის მიზანს საპირისპირო შედეგი მოჰყვა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მოიტანა სულ სხვა შედეგი, ვიდრე ეს მოსკოვს ეგონა. ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" ის გამოიწვია, რომ უკრაინა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, "დემილიტარიზაციის" შედეგი კი ის არის, რომ დღეს უკრაინას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს. პრიგოჟინმა ვ

მიხეილ დაუშვილი - "ოცნებას" კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ ჩვენ გავუშვებთ ისეთ დიდ შესაძლებლობას, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაზე სრული პასუხიგებლობა დაეკისრება მათ (ვიდეო)

“ქართულ ოცნებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ ჩვენ გავუშვებთ ისეთ დიდ შესაძლებლობას, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაზე სრული პასუხიგებლობა დაეკისრება მათ და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება პერსონალიზირებული.” მიხეილ დაუშვილი, პარტია  #საქართველოსთვის 353066637_3531268873819426_8026753086175737452_n.mp4
×
×
  • შექმენი...