Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.519

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორც

ზელენსკი "დიდი ოცეულის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკის წარმომადგენელმა 8 ნოემბერს განუცხადა უკრაინულ ეროვნულ მაუწყებელ „სუსპილნეს“. მისი თქმით, ის დიდი ალბათობით ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას სამიტის მუშაობაში. გასულ კვირაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას, თუკი მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრებ

რუსეთმა ისევ შეუტია კიევს და უკრაინის რამდენიმე ოლქს

რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს ისევ მიიტანეს სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე ოლქზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 2 ფრთოსანი რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციი

ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს

რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უნდა „დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დღეს გამართული შეხვედრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დანიის დელეგაციასთან უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე ისაუბრეს. მან ასევე ისაუბრა სამუშაო ვიზიტზე მიკოლაივიში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ქალაქი, რომლის რეკონსტრუქციასაც დან

საქართველოსთვის კარტოფილის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად ყიდულობს ქვეყანა პროდუქტს

2022 წელს საქართვლომ 4.1 მლნ აშშ დოლარის 11 169 ტონა კარტოფილი იყიდა, 2021 წელს კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის 11 464 ტონა კარტოფილი. 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის კარტოფილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: რუსეთი - 3 794 ტონა 1 მლნ აშშ დოლარი ბელარუსი - 2 728 ტონა 747.8 ათასი აშშ დოლარი გერმანია - 1 224 ტონა, 1,114 აშშ დოლარი თურქეთი - 1 129 ტონა, 249.9 ათასი აშშ დოლარი აზერბაიჯანი - 5

მიხეილ დაუშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება

სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. დაუშვილის თქმით, ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. „სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სტატუსი მივიღოთ. ამიტომ, დღეს ქვეყანას ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება, არის პოლარიზაცია, და

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ კიევის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან. მისი ვარაუდით, იგივე ეხება ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა. „მიდრეკილი ვარ იმის თქმისკენ, რომ დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა მან ინტერვიუში და დასძინა: ”მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი”. უკრაინის პ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

[ე.წ აგენტების შესახებ] კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განიხილეს თანამშ

გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (20

საერთაშორისო ექსპერტები პუტინის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გარშემო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გამოაცხადა. ლონდონის სამეფო კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ჯონათან ლიდერ მეინარდი პუტინისთვის ბრალდების წაყენებას მოელოდა. მან ბი-ბი-სის უთხრა, რომ 2022 წლის მარტიდან იძიებს სასამართლო შესაძლო ომის დანაშაულებს და არსებული სამხილების გამო - ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, საბოლოო ჯამში, რო

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები არ იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნული სპეკულაციები მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება. „ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებისა და კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით რეფორმები. რასაკვირველია, მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით

წილოსანი Gen Z-ზე: საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას

„ამ დღეების მანძილზე ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად ვაკვირდებოდი, უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ GEN Z თაობა. ისევე როგორც, ცდილობენ პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია”, – „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოში ხახვის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად იყიდა ქვეყანამ ყველაზე გაძვირებული პროდუქტი

საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა. ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 754 ტონა ხახვი. „ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ხახ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში მოგერიებულია 60-ზე მეტი შეტევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა და 38 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კ

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონები სამჯერ დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ქალაქები კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონის 10 დასახლებულ პუნქტზე, ასევე ხარკოვის ოლქში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 600-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, ასევე ააფეთქეს ათობით ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სი

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება

ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.    

„ქართუს“ ლაგუნა ვერესთან ცათამბჯენების აშენება კვლავ სურს – ახალი პროექტი

თბილისში, „ლაგუნა ვერესთან“ ახლოს, „ქართუ“ ცათამბჯენების აშენებას კვლავ გეგმავს. ამისთვის კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარუდგინა თბილისის მერიას. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ პირველადი პროექტი დაახარვეზა, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ ხელახალი პროექტი წარადგინა. ვიზუალურად ცვლილებები მცირეა, თუმცა ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახლა 52-სართულიანია — ნაცვლად 65 სართულისა. შედარებისთვის, ცვლილება გამ

კრემლმა შეწყვეტილად გამოაცხადა „მარცვლეულის შეთანხმება"

რუსეთი უარს ამბობს, გააგრძელოს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს, დღის ბოლოს, ამოიწურება. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებამ მოქმედება „ფაქტობრივად“ უკვე შეწყვიტა, რადგან არ სრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები. „ამიტომ, მისი მოქმედება წყდება“, - განაცხადა პესკოვმა.

გრიგორი კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა აღიარონ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება. „რუსეთი სამხრეთ ოსეთ

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უარს ამბობს „ჰამასის“ წევრების მკურნალობაზე

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ აკრძალა რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის“ წევრების მკურნალობა ქვეყნის სახელმწიფო საავადმყოფოებში, წერს The Jerusalem Post-ი. შესაბამისი განკარგულება გასცა ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მოშე არბელმა. „ამ რთულ დროს ჯანმრთელობის სისტემის ყურადღება მთლიანად უნდა იყოს გადატანილი დამნაშავეობრივი ომის მსხვერპლის და ისრაელის არმიის ჯარისკაცების მკურნალობასა და მომავლისთვის მზადყოფნაზე“, - თქვა არბელმა. მისი სიტყვებით, ამ საკითხის გადაჭრა უნდა დაეკისროთ

ანა ბუჩუკური - ახლა “ოცნებას” აქვს ერთადერთი მიზანი, ძალაუფლების შენარჩუნება და 2024 წლის არჩევნების გაყალბება, რომელიც უკვე დაწყებული აქვს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდეს თითოეული მოქალაქე (ვიდეო)

“ახლა “ოცნებას” აქვს ერთადერთი მიზანი, ძალაუფლების შენარჩუნება და 2024 წლის არჩევნების გაყალბება, რომელიც უკვე დაწყებული აქვს. საზოგადოებას მინდა გავახსენო, 2003 და 2012 წელს მოხდა დიდი პოლიტიკური ცვლილებები, იცით რამ მოიტანა ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები?! ისტორიულად დიდი რაოდენობა ამომრჩევლისა მოვიდა არჩევნებზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდეს თითოეული მოქალაქე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია.”  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე: რომ არა მარტის აქციები, ალბათ არ მიიღებდნენ რეკომენდაციას

დღეს, 22 ნოემბერს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც შეუერთდნენ ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით არ მთავრდება გზა ევროკავშირისკენ – მისი თქმით, პირიქით, ამის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მართალია, უკრაინა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო ან მოლდოვა, საქართველოს ოკუპირებულ ტე

მიშა დაუშვილი - თითოეულ იმ ევროპარლამენტარს გვინდა მადლობა ვუთხრათ, ვინც თამაზ გინტურის შესახებ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა (ვიდეო)

თითოეულ იმ ევროპარლამენტარს გვინდა მადლობა ვუთხრათ, ვინც თამაზ გინტურის შესახებ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის ის, ვინც იცავს ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ეკლესიას და ჩვენს მოქალაქეებს.  „ოცნების" დეპუტატებს უნდა ეყოთ გამბედაობა, გამოდიოდნენ და ევროპის კრიტიკის მაგივრად, მსგავსი მხარდაჭერის გამო, მადლობას ეუბნებოდნენ მათ. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  405736809_899554591517868_6263099468447648656_n.mp

შალვა კერესელიძე - რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, წინასაარჩევნო პერიოდში საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების გამოყენება საარჩევნო პროცესებში ჩართვის მიზნით, გახლავთ ძალიან მავნე პარქტიკა (ვიდეო)

“რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, წინასაარჩევნო პერიოდში საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების გამოყენება საარჩევნო პროცესებში ჩართვის მიზნით, ეს გახლავთ ძალიან მავნე პარქტიკა, ეს დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს და წარსულს ჩაბარდეს. კანონით დაცული უნდა იქნეს მთავარი მოთხოვნა, რომ საბავშო ბაღები, სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები გახდეს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუციები და იქ დასაქმებული საზოგადოების გამოყენება პოლიტიკური, თუ
×
×
  • შექმენი...