Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.742

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და ტრადიციისამებრ სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ ძმათა სასაფლაოზეც. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოა. ავტობუსები 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღ

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება. ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლ

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება. ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღ

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარებში წირვა ჩატარდება. რელიგიური სწავლების თანახმად, ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე დ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურგია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, სიხარულსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. „დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბარბარობის დღესასწაულს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სას

მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის გადაცემის გამო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადა

მარეგულირებელმა მთავარი არხი დაასანქცირა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე კლიპის გამო

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში რუსული კანონის ხმის მიმცემ დეპუტატებზე ვიდეორგოლის განთავსებით დაარღვია კანონმდებლობა. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის წინააღმდეგ გამოიყენა სანქცია — გაფრთხილება. მარეგულირებლისვე შეფასებით, პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერ

მარგუს ცაჰკნა - ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ

ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლია, მაგრამ იქამდე ცხადი უნდა იყოს რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში. „კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განიხილება, საქართველოს ეხება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ვაპირებთ დის

მარგუს ცაჰკნა - შთამაგონებელი სურათებია საქართველოდან, პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა თბილისსა და რეგიონებში გამართულ „ერთობის ჯაჭვის“ აქციას ეხმაურება. მისი შეფასებით, საქართველოდან დღეს შთამაგონებელი სურათებია. „შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან. ესტონელებმა ყველაფერი იციან ერთობლივი მიზნისთვის ხელების ჩაკიდების ძალაზე. პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია - ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას“, - წერს ცაჰკნა X-ის საკუთარ გვერდზე. IPN

მარგუს ცაჰკნა - ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.   იპნ

მარგუს ცაჰკნა - პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ, მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ქართველ ხალხს - ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია

პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს ატყუებდნენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია და ეს უკვე რამდენიმე თვის წინ იყო აშკარა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც რეალურად ქართველ ხალხს არ სურს და ასევე, დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობა, ეს

მარგუს ცაჰკნა - ესტონეთში შესვლა 55 ქართველს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებსა და დეპუტატებს ავუკრძალეთ

ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული. „ჩამოთვლილი ქართველი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, დამნაშავეობრივი და ადამიანის უფლებე

მარგუს ცაჰკნა - არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი, რადგან ასეთი არ ყოფილა - თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს, არსებობს მომავალში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა

არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურ

მარგარიტა სიმონიანი: 2008 წლის აგვისტოს გამეორების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი პირდაპირ დაარტყამს თბილისს

თბილისში საპროტესტო გამოსვლები უპირველესად მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოცემა ,,Россия сегодня“- ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი, რუსეთის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი წერს. მისი აზრით, 2008 წლის აგვისტოს გამეორების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი  საქართველოში ჯარს კი არ გაგზავნის, დაუყონებლივ დაარტყამს თბილისს. „ჩემი დაუვიწყარი მეგობრის, სტივენ კოენის (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ შეიძ

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მამუკა ჯანგულაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნ

მამუკა ხაზარაძე - საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის თქმით, "სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა". "თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და რევოლუციას ვერავინ განახორციელებს“, ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა „საჩქარო აღარაა“

კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით. მდინარაძის თქმით, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან არავინ იცის

მამუკა მდინარაძე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, კითხვა არ არსებობს

,,არ შეიძლება სხვა რაღაცით შეიფუთოს კონსტიტუციის დარღვევა. არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ჩვენ ევროპული საქმე, ეროვნული საქმე.“ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პარტია ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ იძლევა და ამის შესახებ კითხვაც არ არსებობს. ,,დაირღვა თუ არა კონსტიტუცია

მამუკა მდინარაძე: 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი, პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს. მისივე თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია. „რ

მამუკა მდინარაძე ე.წ. აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონის ჩაგდებაზე - დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი - კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს

თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ფორმალურ და ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გადატანა აბსოლუტური სპეკულაციაა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ე.წ. აგენტების შესახებ ერთი კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული,

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება. მდინარაძის განმარტებით, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ხდება ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ. „რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რო

მამუკა მდინარაძე - სოცქსელებიდან პრეტენზიაც კი წამოვიდა, რატომ არის სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც სამედიცინო პერსონალის მიმართ კადრულობს

სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ შეურაცხყოფას აყენებს მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც მისი სიცრუე გამოვლინდ
×
×
  • შექმენი...