Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.742

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, სპეციალური კომისიის მიერ სტატუსი აღარ მიენიჭებათ

განათლების სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევდა. სამინისტრო ავრცელებს მინისტრის, გიორგი ამილახვრის კომენტარს, რომელშიც ნათქვამია, რომ მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. პუბლიკა

მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი თურქეთში, 26 მილიონი ადამიანი დახმარების მოლოდინშია

ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან რამდენიმე გადარჩენილი კიდევ ამოიყვანეს, მათ შორის არის 17 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევების ქვეშ 258 საათი გაატარა. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში უკვე 38 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულია - 105 000-ზე მეტი. მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი სირიაში, ამ დროისთვის, 6 ათასს აჭარბებს. ჯანმო-ს შეფასებით, ჰუმანიტარული დახმარება თურქეთსა და სირიაში, დაახლოებით, 2

მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - აქციაზე დაშავებულის მეუღლე

ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. მისმა მეუღლემ, მაია გორგოშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი

მარშს “შენი ხმა ევროკავშირს” სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა

ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ მარშს — “შენი ხმა ევროკავშირს” საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. ის მარშის მონაწილეებს ევროპის მოედანზე დახვდა, სადაც უნდა გაიშალოს ევროკავშირის დროშა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო გაიზიარებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და საქართველოს ეEU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს: „შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევრო

მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის” წევრის, კოკა კობალაძის პროცესი გადაიდო

მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კოკა კობალაძის პროცესი ისევ გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს. „კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სასამართლოს კობალაძის ადვოკატმა ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ დაკავების დროს კობალაძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს. დღეს, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით პ

მარტვილი საქართველოსთვის - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აბედათის ციხე-დარბაზი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს

მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აბედათის ციხე-დარბაზი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს, - ამის შესახებ "მარტვილი საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.   როგორც განცხადებაშია აღნიშბული, აბედათის ციხე-დარბაზის კომპლექსი შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა კი IV-VI საუკუნეებით თარიღდება, ხოლო შუასაუკუნეებში აგებულ ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ. "აბედათის ციხე-

მარტა კოსი - ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის მხარდაჭერას, რისთვისაც 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი - მზად ვართ 7 მლნ გამოვყოთ, რათა „ოცნების“ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია გავაძლიეროთ

ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ასევე მზად არიან, დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოიყოს. ევროკომისარი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საპასუხო რეაქცია უნდა გაძლიერდეს

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იპნ

მარნეულში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ კისტის ტყვია მოხვდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავის არეში, სავარაუდოდ, კისტის ტყვია მოხვდა. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი ადგილობრივ ჰოსპიტალში პირველ აგვისტოს შეიყვანეს, საიდანაც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზეა. ინგოროყვას კლინიკაში „ნეტგაზეთს“ გან

მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა - არსებული ინფორმაციით, ერთი ადგილზე დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი. გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.

მარკო მიჰკელსონი - რუსეთის სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობას

ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამის

მარკო მიხელსონი - ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ

ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „31-ე დღე. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ“,

მარკო მიხელსონი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. „თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს 26 ოქტომბერს გამართული საპარლ

მარკეტა გრეგოროვა: მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში ჩამოვიდა ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. publika    

მარკეტა გრეგოროვა - რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები - მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან

რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკეტა გრეგოროვას თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივ

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. „ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, - ნათქვამია განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმ

მარკ რუტე - ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით - მშვიდობას ძალის მეშვეობით შეგვიძლია ერთად მივაღწიოთ

პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მარკ რუტე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას ულოცავს. „პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ - ნატო-ს მეშვეობით!“, -

მარკ კლეიტონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული - ეს არ შეიძლება იყოს სწორი

გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღე გაეროს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე ვისაუბრე. მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს მთავრობასთ

მარკ კლეიტონი - უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, მოხარული ვარ, რომ კანონპროექტი გაიწვიეს

უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე ძალიან მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა. მისივე თქმით, მოხარულია, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს. „ჩემს საჯარო განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს მრავალი საქმიანობა საქართველოში რისკის ქვეშ დადგებოდა. დღეს აქ, საკონტაქტო საელჩოში ჩვენთან ერთად არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთა

მარკ კლეიტონი - რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული

შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს, - ასე ეხმაურება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, მარკ კლეიტონი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს. „რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე

მარკ კლეიტონი - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად

ჩვენი პოზიციაა, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე, ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ გაცნობია. მარკ კლეიტონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შეს

მარკ კლეიტონი - ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე

ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე. „ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და არ არის პირდაპირ ჩართული საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტის განხორციელების პროცესში. შემიძლია, ვთქვა, რომ ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და

მარიხუანას ექსპორტის თემა პერსონალურად ივანიშვილის სიგიჟე იყო - გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 2018 წელს სამედიცინო მიზნით, კანაფის კულტივაციის და ექსპორტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის „სიგიჟე“ იყო. ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „იმედთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიაზე თქვა, რომ „მოუშუშებელი ჭრილობაა“ და გასამართლებით დაემუქრა მას და მის პოლიტიკურ გუნდს. დღეს კი, გიორგი გახარიას პასუხი ასე

მარიუპოლში უკრაინელმა მეომრებმა რუსული საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობი ააფეთქეს

მარიუპოლში უკრაინელმა მეომრებმა რუსული საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობი ააფეთქეს. ხანძარი ნოვოსელივკის რაიონში არსებულ ბაზაზე გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა. მან თავის Telegram-არხზე რუსების სამხედრო საწყობში 24 თებერვალს გაჩენილი კოცონის ამსახველი ვიდეო-კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჭურვების აფეთქების ხმაც ერთვის თან.   ,,მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფი ადასტურებს, ცენტრალური ოლქის სოფელ ნოვოსელოვკას მიდამოში არსებული

მარიტა მეფარიძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი პროკურატურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან. ,,რა თქმა უნდა, არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით არც დევი კახოიძის და არც ლაშა ფურცხვანიძის ნაწილში. დევი კახოიძესთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება თავის თავში მოიაზრებდა ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე წაქეზებას, შესაბამისი მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე, დევი კახოიძესთან დაკავშირებით შეიცვალა არა
×
×
  • შექმენი...