ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის კოლაბორანტებს „ქართული ოცნებიდან“: ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები, არ შეიძლება მხარს უჭერდეთ ევროპული ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდეთ სტალინს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის სხვა ჯგუფებს, რომ
მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი გახარიას დაწინაურება შს მინისტრობიდან პრემიერმინისტრის პოზიციაზე იყო „მისი პატრონებისთვის გადახდილი ერთგვარი ხარკი”.
მდინარაძემ გახარია გააკრიტიკა შს მინისტრობის დროს, 2018 წელს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო, სადაც ის, მდინარაძის თქმით, „ნარკორეალიზატორებს ეძებდა, თუმცა, ვერ იპოვა. დაზიანდა სამართალდამცავი სტრუქტურების იმიჯი და გახარიამ ბოდიში სწორედ სამართალდამცველების სახელით მოიხადა”.
მამუკა მდინ
როდესაც ცესკო არის დისკრედიტირებული, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული არჩევნების გაყალბების პროცესში, არ შეიძლება ასეთ დროს შენი უპასუხისმგებლო ქმედებებით ცესკო გამოიყვანო რაღაცაში მაინც მართალი.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1849231912276077
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხ
სახელმწიფოს ე.წ. დე ფაქტო მმართველები უკვე აბსოლიტურად კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა ოპერირებენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ღრმა კრიზისშია.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/500381419006022
"როდესაც შენ გახსნი პანდორას ყუთს და გამოუშვებ დემონებს, შემდეგ შენ ამ დემონებს ვეღარ აკონტროლებ. რადგან ეს პანდორას ყუთი გახსნილია, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ეს ყუთი არასდროს დაიხუროს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. გადაიხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ თანხა პოლიციაში?"
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1315858989463964
უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.
საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში ალიანსის გენერალურმა მდივანმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური, ნაწილობრივ კი სამხედრო რეაგირება არსებობს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკამ ქვეყანაში ეკონომიკური რყევები და მისი ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია.
მანამდე ლიზ ტრასმა, რომელმაც 6 სექტემბერს დაიკავა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ეკონომიკის სფეროში თავისი შეცდომები აღიარა და სინანული გამოხატა.
"მე ვეღარ განვახორციელებ ჩემთვის მინდობილ მანდატს. მეფეს ჩემი გადადგომის განზრახვის შესახებ უკვე შევატყობინე", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ლიზ ტრასმა
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს მსახიობი ენტონი რეპი. მსაჯულების თანახმად, რეპმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სპეისის უდანაშაულოდ გამოცხადების ფორმალური გადაწყვეტილება და საქმე დახურა.
ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, პირველად 2017 წელს განაცხადა
დღეიდან, 1 ნოემბრიდან რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა არმიაში 120 ათასი წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი, მობილიზაციის დასრულებიდან მალევე, რომლის ფარგლებშიც 300 ათასი ადამიანის გაწვევა იყო გათვალისწინებული.
რუსეთის გენშტაბის თანახმად, ახალწვეულებს უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში არ გაგზავნიან. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება ითვალისწინებს წვევამდელების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში გაწვევ
ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა.
"მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე", - წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.
ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი "ზუზანები
აშშ-მა გამოაცხადა, რომ 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას, რათა შეიძინოს მისთვის ელექტროქსელის მოწყობილობა. ვაშინგტონის მიზანია, დაეხმაროს უკრაინას, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთი გამიზნულად ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დარჩა გათბობის გარეშე.
„ეს ტექნიკა სწრაფად მიეწოდება უკრაინას გადაუდებელ რეჟიმში, რათა გამოზამთრებაში დავეხმაროთ უკრაინელებს,“ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 29
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოსა და საკონსულოში, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„არანაირი შეტყობინება არ შესულა არც ანკარაში საქართველოს საელჩოში და არც სტამბულში გენერალურ საკონსულოში. თავის მხრივ, საკონსულოც და საელჩოც თურქეთის შესაბამის უწყებებთან მუდმივ კავშირზე არიან“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფაქტი მერკსპლასის დაკავების ცენტრში 15 თებერვალს მოხდა. როგორც ბელგიაში პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში აცხადებენ, მამაკაცი სამედიცინო იზოლაციაში იმყოფებოდა. ის რამდენიმე დღე შიმშილობდა.
როგორც მედია წერს, დაკავებული იზოლირებულ პალატაში იყო მოთავსებული და მის მდგომარეობას ყოველ დღე ამოწმებდა ექიმი. იმიგრაციის ოფისის წარმომადგენლის, დომინიკ ერნოულდის განცხა
ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! - ასე ეხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.
როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახლა პარლამენტში ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია.
„ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპ
ოცნებამ დღეს რაც გააკეთა (რეგლამენტის დარღვევით არ განიხილა ჩვენს მიერ დაინიცირებული კანონი რუსული გავლენის შემცირებასთან დაკავშირებით და დიდი ენთუზიაზმით იხილავს წმინდაწყლის რუსულ კანონს) არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების არა უგულებელყოფა, არამედ პირდაპირი ღ ა ლ ა ტ ი!, - წერს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის ღალატისთვის დიდ ფასს გადაიხდის.
"რა არ მინახავს ცხოვრება
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით რუსული ძალების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მათგან 11 –„შაჰედ-136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 10 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მაგრამ ერთმა, სამწუხაროდ, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყა.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო განგაშის გამოცხადების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ამასთან, ბელარუსი აქტივისტები სოციალურ ქსელი წერენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე „კინჟალის“ რაკეტების გადამტანი რუსული MiG-31K ტიპის ავიაგამანადგურებელი აფრინდა.
ipn
საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ და აანონსებენ, არაფერი კავშირი არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა, უფრო მეტი ჩირქი მოსცხოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას.
„იმ სისტემას, რომელსაც ხელშესახები შედეგები აქვს. ჩვენ თუ ბოლო ათ წელს გავაანალიზებთ, შევადარებთ წინა ხელისუფლების მართლმსაჯულების სისტემის შედეგებს და დღევანდელს, მათ შ
"მეჩვენება, რომ აღმოსავლეთის გაფართოვებისკენ მიმავალი გეოპოლიტიკური ქარავანი მიდის და საქართველო რჩება სადღაც სამხრეთ კავკასიურ უდაბნოში, რომელიც გამომდინარეობს ამ არ გამოყენებული გეოპოლიტიკური შესაძლებლობებიდან.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
358600169_309617614751219_3862484031219318498_n.mp4
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
როგორც ზურაბიშვილმა, le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.
„ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძ
მოვუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას დათქმების შესრულებისათვის - შეწყვიტეთ „გორბის" გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერით სპეკულაცია, დაასრულეთ კინკლაობა და გადავიდეთ საქმის კეთებაზე,- ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ანა ბუჩუკურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მათ ასევე მიმართეს ოპოზიციონერ კოლეგებსაც, ერთად იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე.
„პარტია საქართველოსთვის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, მიმართავს
უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა.
შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს.
უკრაინის პრემიერმა ს