Jump to content
Planeta.Ge

ნიუ-იორკის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მსახიობი კევინ სპეისი


ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს მსახიობი ენტონი რეპი. მსაჯულების თანახმად, რეპმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სპეისის უდანაშაულოდ გამოცხადების ფორმალური გადაწყვეტილება და საქმე დახურა.

ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, პირველად 2017 წელს განაცხადა. რეპის თანახმად, ეს მოხდა 1986 წელს, როცა 14 წლის იყო, ნიუ-იორკში, სპეისის სახლში წვეულების დროს. ენტონი რეპი კევინ სპეისისგან მოითხოვდა 40 მილიონი დოლარის კომპენსაციას. სპეისი ბრალდებას უარყოფდა.

 

 

კევინ სპეისის სასამართლო პროცესი აქვს ლონდონშიც. მსახიობს სექსუალურ დანაშაულში ბრალს სდებს კიდევ სამი მამაკაცი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...