Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.634

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მეთიუ მილერი - დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ

დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, დღეს უფრო მკაფიოდ ვერ ისაუბრებს, თუმცა არის სხვა სანქციები. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზ

მეთიუ მილერი - გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას

გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგ

მეთიუ მილერი - აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს

აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და თანაგრძნობას გამოვხატავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს. „ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - აცხადებს მეთიუ მილერი. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგა

მეთიუ მილერი - აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ - გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას. „აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შე

მეთიუ მილერი - არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება

არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა. მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი. „მე არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ

მეზვრიშვილი: საარჩევნო კომისიებში იყვნენ „ოცნებასთან" დაკავშირებული ადამიანები

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ რეგიონებში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში განაწილებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ გუნდთან. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მათ შორის: ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა დაარღვიეს ეთიკის კოდექსის მუხლები. მისი თქმით:

მეზვრიშვილი: გამოიტანონ შეწყალებულების სია - რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს

ოცნების პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე: არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არ ამცირებენ. თუ არ გინდა პატიმრობა ბევრი გქონდეს, ცოტა უნდა გამოიყენო. ბევრი რატომ გვაქვს იცით? უსაფუძვლოდ, ხან შურისძიების, ხან პოლიტიკური მიზნით, ხანაც არაკომპეტენტურობით იყენებენ. პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების გზა მართლმსაჯულების რეფორმაზე გადის და არა ასეთ შეწყალებებზე და ამნისტიებზე. თუ პატიმრობის მაჩვენებელი გაღელვებთ, ან მზია ამაღლობელი რატომაა პატიმარი, ან ათეულობი

მეზვრიშვილი: ამ დრომდე „ოცნება" და ComCom გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის უფლებას, ისე საეთერო დროს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგინლე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, „ამ დრომდე „ოცნება“ და მისდამი დაქვემდებარებული კომუნიკაციების კომისია გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის განთავსების უფლებას, ისე საეთერო დროს”. მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ზუსტად ისე „ებრძვის”, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა „ქართულ ოცნებას”. მეზვრიშვილი ამბობს, რომ „გახარია საქართველოსთვის” არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მოთხოვნებ

მეზვრიშვილი: „ოცნების" ზეწოლის გამო ჩვენი პარტიის წევრი მასწავლებელი სტაციონარში გადაიყვანეს

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ სენაკის სოფელ ნოქალაქევში მათი პარტიის წარმომადგენელი, შორენა შამათავა მმართველი პარტიის სიტყვიერი თავდასხმების მსხვერპლი გახდა, რის გამოც მისი სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო. კერძოდ, მეზვრიშვილის თქმით, შორენა შამათავა ნოქალაქევის სკოლის დირექტორი იყო, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ამ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, „ახლა კი გრძელდება ზეწოლა, რათა მან რიგითი მასწავლებლის პოზიციაც დატოვოს”.

მევლუთ ჩავუშოღლუ - სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც მადლიერი ვართ

სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა. „გვჯერა, რომ ჰუმანიტარულ სფეროში ჩვენი

მევლუთ ჩავუშოღლუ - ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისა და გაგრძელებისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ბევრს მუშაობს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად. მედიის ცნობით, შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გაგრძელდა და მისი ვადა ამა წლის 18 მარტს იწურება. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და შემდგომი გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას. ამასთან, თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხად

მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა - 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა

მედროვე ბოჭორიშვილი ევროპაში 2012 წელს ამბობდა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო - სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ დეპუტატი უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიცია დაადანაშაულა რუსული ინტერესების გატარებაში და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააღრმავა ევროინტეგრაცია. სალომე სამადაშვილმა ბოჭორიშვილს მედროვე უწოდა და გაიხსენა, რომ უმრავლესობის დეპუტატი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე სწორედ ყოფილი მთავრობის წევრი იყო და ივანიშვილს აკრიტიკებდა. სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრ

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ქალაქ სოკჩოსთან ახლოს ზღვაში, 57 კილომეტრის სიღრმეში ჩავარდა. ხოლო კიდევ ერთი რაკეტა კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. სამხრეთ კორეაში ბირთვული განგაში გამოცხადდა, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა თავშესაფრებში გადასულიყვნენ. ჩრდილოეთ კორეის მხრიდა

მედიის ცნობით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს

შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აბდურახმანოვზე თავდასხმა ორი წლის წინათაც განხორციელდა. როგორც ოპოზიციურ მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, შიდა გამოძიებას რამდენიმე დღე აწარმოებდნენ და, მოპოვებული ცნობებით, გარდაცვალების ფაქტი დასტურდება, მისი ძმა მუხამადი კი სპეცსამსახურებმა გადამალეს. მედიის ცნობით, შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებში ამ ინფო

მედიის ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა. ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება. კატალინ ნოვაკი პოლონეთიდან კიევში მატარებლით გაემგზავრება. უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

მედიის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არსებობს უკრაინაზე საჰაერო იერიშების განხორციელების საფრთხე და მოქალაქეები იღებენ გაფრთხილებას, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ოპერატიული სარდლობის, „სამხრეთის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია წერს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით,

მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დენი არ მიეწოდება მოლდოვის ნაწილსაც

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ერთდროულად მიიტანა. გავრცელებული ცნობით, რაკეტები უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მიფრინავს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი

მედიის ცნობით, სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული

სუდანში მებრძოლი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ვაგნერის“ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარა. „ტელეგრაფი“ წერს, რომ „ვაგნერი“ სუდანში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის ყოფილმა დიქტატორმა, ომარ ალ-ბაშირმა მიიწვია 2017 წელს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდ

მედიის ცნობით, საფრანგეთმა უკრაინაში გაგზავნა გამომძიებლებისა და ექსპერტების ჯგუფები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ

საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. 10-11 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტთა ორი ჯგუფი გაემგზავრა. როგორც მედია წერს, პირველ ჯგუფში შედიან გამომძიებლები, ხოლო მეორეში ტექნიკური ექსპ

მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს

სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. კომიტეტის ცნობით, აფეთქება უკრაინის სპეცსამახურების მიერ იყო დაგეგმილი. ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაში კიევის მონაწილეობა უარყო და მას „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა. სანკტ-პეტ

მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ვინიცის ოლქში თბოელექტროსადგური დაბომბეს, ქალაქ ლადიჟინში 18 ათასი მოქალაქე გათბობის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის ვინიცის ოლქში რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს. მისი განცხადებით, თბოელექტროსადგურზე იერიშის შედეგად ქალაქ ლადიჟინში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გათბობის გარეშე ქალაქის 18 ათასი მცხოვრებია დარჩენილი. „ლადიჟინში სამხედრო ხასიათის საგანგებო მდგომარეობაა – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტექნოგენურ

მედიის ცნობით, პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა

პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს. როგორც მედია იუწყე

მედიის ცნობით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-მა გამოძიება დაიწყო

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონშიც, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. გავრცელებული ცნობით, ასობით დოკუმენტი, რომლებიც აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს, სოციალურ პლატფორმებზე გავრცელდა. ანონიმურობის პირობით სამმა მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ამ გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, პრორუსული ელემენტები დგან

მედიის ცნობით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, ჯეკ ტეიშეირას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ის ბოსტონში ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა. მედიის ინფორმაციით, ტეიშეირას ბრალი წაუყენეს ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გადაცემაში. 21 წლის ჯეკ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის ს
×
×
  • შექმენი...