Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.526

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მეუფე იაკობი - როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში

როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მისი შეფასებით, „დაბრმავებული რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს ძალიან ცუდად ექცევა“. „კარგად ვიცით, რომ ამ გაჭირვების ჟამს, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად, ქართველები თუ კონკრეტულ ძალებთა

მეუფე იაკობი - მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცის არევა უნდათ - ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა

მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცის არევა უნდათ - ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი შეაფასა. მეუფე იაკობის თქმით, ევროპას, ამერიკას და საქართველოს ერთმანეთთან ძა

მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც. „დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის ში

მეტროში დაიღუპა კაცი, რომელსაც სავარაუდოდ ხელი ჰკრეს

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებზე ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ. მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება მხოლოდ სადგურ „დელისამდე“ შეიძლება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის შემსწრე ადამიანი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იმავე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკ

მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ მგზავრთა მომსახურება განაახლა

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქ

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება. ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარ

მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. მიზეზი საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზია. ,,ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს”, – წერია განცხადებაში.  პუბლიკა

მეტროს თანამშრომელი ადასტურებს კიკნაძის მონაყოლს, რომ ის არა ლისზე, არამედ სადგურში დააკავეს - რას ამბობს ადვოკატი

აქციების დროს დაკავებული რევაზ კიკნაძის საქმეში არსებობს მოწმე, მეტროს თანამშრომელი ქალი, რომელიც ადასტურებს, რომ აქტივისტი არა ლისის ტერიტორიაზე, არამედ მეტრო „უნივერსიტეტში“ დააკავეს. ქალის ვიდეოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ ბიჭი სალარომდე არ იყო მისული, როცა მას ორმა პირმა მოკიდა ხელი და სადგურში არსებული პოლიციის ოთახში შეიყვანა. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქვთ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი, გასაუბრების ოქმი და აპირებენ, ის სასამართლო

მეტროს 100-მდე ვაგონის შესაძენად 205 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს 100-მდე ვაგონის შესყიდვაზე 205 მილიონი ევრო გამოიყოფა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეცა უფლება, მეტროს ინფრასტრუქტურის აღჭურვის — 97 ვაგონისა და სასწავლო სიმულატორის — სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „მსოფლიო ბანკის“ მიერ განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში. შესყიდვა 205 მილიონი ევროს (დღგ-ის გარეშე) ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან განხორციელდება. გასული წლის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს

შს სამინისტროს განცხადებით, 6 დეკემბერს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან — ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. „აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, —

მეტელკინა/ბერულავას წყვილმა „ვარშავის თასი” მოიგო

19 ნოემბერს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ვარშავის თასი”. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში, რის შედეგადაც, მათ თითქმის 40 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსან ბრიტანულ წყვილს და მოიგეს ოქროს მედალი. ბერულავასა და მეტელკინასთვის ეს არის ერთად სრიალის პირველი სეზონი. აქამდე ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა მეწყვილეებთან – ლუკა ბერულავა – კარინა საფინ

მეტელკინა/ბერულავამ მოიგეს ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი. მეტელკინა და ბერულავა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შემდეგ გავიდნენ პირველ ადგილზე, ორივე პროგრამის ჯამში დააგროვეს 179.32 ქულა და  12,47 ქულით გაუსწრეს მეორეადგილოსან ამერიკულ წყვილს. ამ სეზონში მეტელკინა/ბერულავასთვის ეს არის მეექვსე მედალი, რომელიც მოიგეს. იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატამდე მათ მოიპოვეს ფიგურული სრიალის ევროპის ჩე

მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში შემთხვევისას ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევისას ხარაჩოზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მისივე თქმით, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, კიდევ ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რომლებსაც დახმარება ადგილზე გაეწიათ და ახლა სახლში იმყოფებიან. „ამიაკის სინთეზის საწარმოს უკან არის მაცივარი

მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა

მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათივე ცნობით, მესტიის რეფერალური დახმარების ბრიგადა თბილისიდან მიწვეული სპე

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ | დაწყებულია გამოძიება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, დამატებითი დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.   პუბლიკა

მესტიის მერია: მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მაინერების მფლობელებს მოუწოდებს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. უწყება ამბობს, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. მერიის განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება. სვანეთში ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაე

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა. აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც პროექტირების სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2 000 მ²

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ - ბეჟან ჭკადუასა და რევაზ პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, საქმეზე გარკვეული მასალებია წარმოდგენილი, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე ბრალდებული ნასამართლევია და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. ისინი სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი, ძირი

მესტიაში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. იპნ

მესტიაში ბურღვა-აფეთქებებით გამოწვეული ხმაური ჰესის მშენებლობას უკავშირდება - მერია

მესტიის მერიის ცნობით, ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური მუნიციპალიტეტში 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება. მერია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვის პროცესში. დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე სამუშაოს შპს „აი ჯი ენერჯი“ ასრულებს. პუბლიკა

მესისა და მბაპეს საოცარი დუელი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო]

36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო.   2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს. ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

მესამე ქვეყანამ გაიწვია ხელმოწერა მშვიდობის სამიტის კომუნიკედან

ერაყისა და იორდანიის შემდეგ, რუანდამ გაიწვია ხელმოწერა უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელმომწერთა სია 17 ივნისს განახლდა. ამასთან, სიაში დამატებულია მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც 16 ივნისის მდგომარეობით იქ არ იყო. 15-16 ივნისს შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ორდღიანი დისკუსიის შემდეგ 80-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელსაც საქართველოც აწე

მესამე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მესამე დღეა გაგრის მუნიციპალიტეტში დაკარგულ რუსეთის მოქალაქე ქალს ეძებენ. როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, თვითმხილველების თქმით, მოსკოველი ტურისტი, რომელიც სოფელ ალახაძიში ისვენებდა, 9 ივლისს, მდინარე ბზიფის დინებამ გაიტაცა. მის ძებნაში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომლებიც არიან ჩართული, რომლებიც ზღვაში კატარღებით გადიან. მათ მუშაობას შტორმი და ზღვის მღვრიე წყალი აფერხებს. აფხაზ
×
×
  • შექმენი...