Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.326

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მეთიუ მილერი - არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება

არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა. მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი. „მე არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ

გიორგი გახარია - სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ

სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, „რას ეუბნება ამომრჩეველს ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიის სათავეში არის გიორგი გახარიას სახელი“.   როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის რომ სიის სათავეში არ ყოფილიყო, ამ ფაქტს შეიძლება მისცემოდა შეფასება, რომ გიორგი გახარიას შეეშინდა და ბრძოლის წინა ხაზზე თანაგუნდელები გაუშვა. „მე ვარ ამ პოლიტიკური გუნდის, პოლიტიკურ

ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან - ზურაბიშვილი შტაინმაიერს შეხვდა

Gespräch mit der Staatspräsidentin von Georgien, Salomé Surabischwili საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც „ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“. publika

ზვიად ძიძიგური - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ - გამოსავალი ერთია: არც ბიძინა და არც მიშა

12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავრობა, პარლა

ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური, ამაშია მისი ფასეულობა - გახარია

ტექნიკური მთავრობა ნიშანავს ერთადერთს- ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნა. ეს არის მკაფიოდ გაწერილი და ამიტომაა ტექნიკური და დროებითი - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა რეაქციაში განაცხადა. გახარიას თქმით, “ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური, ამაშია მისი ფასეულობა“

პრეზიდენტი - დღეს შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ, ის, რომ როგორც კი დაინახავენ მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, დაუყოვნებლივ მოხდება ყველაფრის აღდგენა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, ის საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის, ასევე კიდევ აღნიშნა, რომ „როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა“. „მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერების მეორე მიზ

გიორგი გახარია ივანიშვილს - ეთერიდან ნუ მლანძღავ, ტყუილებს და დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ - თუ ავრცელებ, მაშინ დამიძახე, რომ ამ ტყუილებს ვუპასუხო

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს და სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბ

შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო

მერია, აქციის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემას ცვლის

თბილისის მერია უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო დროებით ცვლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემას. ამის შესახებ მერიის 18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი:   “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე,  კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა  და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.  ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შე

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არე

კახაბერ ქემოკლიძე - ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ როდესაც დაიწყება კონტრქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგნ არ დაზიანდეს საქართველო, როგორც სახელმწიფო (ვიდეო)

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ როდესაც დაიწყება კონტრქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგნ არ დაზიანდეს საქართველო, როგორც სახელმწიფო.   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087564915945479

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენზე ზეწოლას ვერც “ნაცები” და ვერც “ოცნება” ვერ განახორციელებს, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე (ვიდეო)

სააკაშვილმა როგორც გააყალბა 2008 წელს არჩევნები, იგივენაირად გააყალბა “ოცნებამ” 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენზე ზეწოლას ვერც “ნაცები” და ვერც “ოცნება” ვერ განახორციელებს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/539207068980088

სალომე ზურაბიშვილი ილონ მასკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად წერს. „შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს პრეზიდენტი. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა. ცნობისთვის, დღეს საღამოს პარიზში, ხუთი წლი

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა. მათ შორის არიან ის ჟურნალისტები, რომელთაც მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას და გაშუქებისას ძალადობრივად გაუსწორდნენ ძალოვნები, მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი პირები და ჯგუფები. პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ ჯონი ბაკურიძეს, სერგი ბარამიძეს, ნუცა ბახუტაშვილს, დავით ბერაძეს, დავით ბიჭიკაშვილს, სალომე ბოკუჩავას, ნიკა ბუჭოშვილს, მინდია გაბაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, რუსუდან დუმბაძეს, აკაკი ზარ

კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო

კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებენ. კლიჩკოს თქმით, კიევის პეჩერსკის უბანში რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ექიმები და მაშველები ადგილზე მუშაობენ. მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, რის შედეგადაც 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული.

სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი „იარაღის შესახებ“ კანონს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება

სამწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი “იარაღის შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაინიცირდა, დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი პრინციპების დონეზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახვ

ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ფაქტი 4 სექტემბერს მოხდა. მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ფაქტზე ადგილობრივებს და ახლობლებს ორი ვერსია აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქმარს შესაძლოა, იარაღი გაუვარდა, ნაწილი კი ფიქრობს,რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. პოლიციამ 27 წლის შმაგი ხუნა

„გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს“ — ევროპარლამენტის რეკომენდაცია გაფართოებაზე

ევროპარლამენტმა 502 ხმით,75 წინააღმდეგ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ. 61-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ევროპარლამენტის რეკომენდაციაში საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი ნათქვამია, რომ: გაფართოება არცერთმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს; საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება და ახალი წევრების მიღება ერთსუ

ესპანეთის იმპერატორის საიდუმლო კოდი ხუთი საუკუნის შემდეგ გაშიფრეს — #1tvმეცნიერება

მკვლევართა ჯგუფმა გაშიფრა ხუთი საუკუნის წინანდელი კოდი, რომელშიც საუბარია საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ის მკვლელობის ფრანგულ გეგმაზე . კარლი მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი კაცი იყო; მართავდა ვრცელ იმპერიას, რომელიც მისი 40-წლიანი მმართველობისას მოიცავდა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილს. საფრანგეთის ლორიას ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფს ექვსი თვე დასჭირდა 1547 წელს შესრულებული წერილის გასაშიფრად, რომელიც იმპერატორმა საფრანგეთში

რომის კაფეში სროლის შედეგად სამი ქალი დაიღუპა

სამი ქალი მოკლეს რომის ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად, კიდევ ოთხი კი დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო. BBC-ს თანახმად, კაფეში იმყოფებოდნენ რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები. რომის მერის, რობერტო გუალტიერის განცხადებით, მომხდარის გამო ის დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას დაესწრება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 57 წლის მამაკაცი. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლამდე ის ყველას მო

ღარიბაშვილის თქმით, შეცვლიან კანონს, რომლითაც "გირჩი" ჯარიდან იხსნიდა ახალგაზრდებს

საქართველოს პრემიერი-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეიცლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე დღეს, 12 დეკემბერს ისაუბრა. "ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ეს იყო ფიქციური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ... ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომ

ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა

ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა და მათ სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს. გამოძიების ცნობით, რუსმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ქალაქ ხერსონსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში. ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ხერსონში რამდენიმე მრავალსართულიან სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხერსონის პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალა

"ძაღლი მიკვდომია სულში" - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა "ხალხის ხმის" წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერი დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკა. კომუნიკაცია დეპუტატებს შორის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შედგა. "მიშას თავისუფლება როგორ უნდა მოითხოვოთ?!. სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან?!. მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ! ვისაც გინდა იმას ვეტყვი",

კელიაში ხანძრის შედეგად დაშავებული გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე, გარდაიცვალა. წინამძღვარს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასულიერო პირმა დამწვრობა კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 50%-მდე სხეულის დამწვრობა ჰქონდა. ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ხანძარი კელიაში 16 იანვარს გაჩნდა. IPN
×
×
  • შექმენი...