ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა
ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა და მათ სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს.
გამოძიების ცნობით, რუსმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ქალაქ ხერსონსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში.
ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ხერსონში რამდენიმე მრავალსართულიან სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხერსონის პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქის მიმართულებით ცეცხლი სავარაუდოდ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან გახსნეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.