მურუსიძე-ჩინჩალაძემ მოითხოვეს, რომ მხოლოდ მათზე არ გადატყდეს ჯოხი, ისინი ძალიან ნერვიულობენ, ვინაიდან საკამოდ ბევრი შავ-ბნელი საქმე აქვთ ნაკეთები ივანიშვილთან ერთად. დღევანდელი იუსტიციის საბჭო არის მურუსიძის და ჩინჩალაძის იარაღი, რადგან ისინი მართავენ მას.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მოყვარისა და მტრის გარჩევა აღრეული აქვს “ოცნებას”. შესაბამისად ჩვენ, როდესაც ეს ინიციატივა დავაყენეთ, ცალსახად ვთქვით ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და დავიწყეთ რუსეთით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოური გავლენის აგენტე
ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, არასწორია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები, რომ რუსული კანონი საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება.
ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მის გარდა პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია და ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიანე მონაწილეობდნენ.
როგორც აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, ის, რომ პრესკონფერენციაში სხვადასხვა პარტიის წარმომ
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთპარტიული ღერძის, ვერტიკალის დეკონსტრუქცია და ძალაუფლების ბალანსი.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/501428349072055
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩამდე საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
პორტუგალია: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო,
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა.
"პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ მადლობა თითოეულ ქართველს - ეს რა მაგარი ერი ვართ, როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ! არ მინდა, ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ, წაიკითხავთ! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!
დღეს რაც მოხდა, ეს თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი - მს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისგან კურსკის ოლქში რაიმე ოპერაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია.
”ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებებს და კონსულტაციას ვუწევთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ დარტყმებს, ამასთან დაკავშირებით მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან - არა. მათთვის მიზანშეწონილია, თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, ”- აღნიშნა მილერმა
"დღეს “ოცნების” ქმედებების პროგნოზირება არის შეუძლებელი, რაციონალურობის ფარგლებს მიღმა არიან გასული და ერთადერთი ინტერესი რაც მათ აქვთ არის ფულის შოვნის ინტერესი."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/882441137258166/
ყოველ წელს ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალურ სურვილს, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ საქმიანობას, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკუ
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოქმედ შემადგენლობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, აქვს ისტორიული შანსი და ასევე კონსტიტუციური ვალდებულება, როგორც სასამართლოს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სრული რეაბილიატაცია მოახდინოს!
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/zaza.tavadze.16/videos/485717020938835
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა”. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე „ამერიკის ხმის” დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს „არ გამორიცხავს”.
ის იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გად
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ.
საქართველოს ერო
რუსული მედიის ცნობით, თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტი, ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და თავის მრავლობითი დაზიანება მიიღო. საავადმყოფში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მედია ინფორმაციას ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამარხზე დაყრდნობით ავრცელებდა.
ბლოგერი წერს, რომ მან ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახის და მეგობრების თხოვნით წაშალა.
თუმცა მედიაში ვრცელდება უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა
საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით და ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებით არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უარესდება.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის
მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა კავშირშია საქართველოსა და მის პარტიონერებთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ურ
ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ ფორმულას” ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება. მისივე თქმით, ურთიერთობებს ახალი მთავრობა დაალაგებს.
“ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი პირველი პერიოდი მიყვებოდა ხელისუფლებ
ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი პასუხობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომლის მტკიცებითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კ
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულ
აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება, უნდა ნახონ, რა მდგომარეობაში არის. გუშინ, დილიდან საძილე პრეპარატების შემცირება დაუწყეს და დღეს უნდა შეაღვიძონ, რომ მდგომარეობა ნახონ. კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი ზედმეტია, რადგან ძალიან მძიმე ტრავმა აქვს“,-
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ როცა ჯგუფი ადამიანზე ძალადობს, იქ ერთი პოლიციელი „ვერაფერს ვერ გააკეთებს”. ეს განცხადება დარახველიძემ „პუბლიკის” ჟურნალისტზე თავდასხმის დროს პოლიციელების უმოქმედობის შესახებ კითხვის პასუხად გააკეთა.
6 დეკემბერს „ქართული ოცნების” „ტიტუშკები” თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს – ადგილზე იყო, მინიმუმ, ორი პოლიციელი და მოქალაქეებს მოთხოვნის მიუხედავად, არ დააკავეს თავდამსხმელები, მათ გაქცევის საშუალება მის
სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი "კონფლიქტის მხარე" გახდა, რადგან უკრაინას იარაღს აწვდის და სახელმწიფოები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, „ტერორიზმის სპონსორები“ არიან.
20 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა მოსკოვის აგრესიული კრიტიკა დასავლეთისადმი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღის მიწოდების გამო, რათა დაეხმაროს კიევს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველ დღე წინ მიიწევენ და მათ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები არ გააჩერებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ტერორისტების არც ეს დარტყმა, არც ნებისმიერი სხვა მსგავსი დარტყმა ჩვენს დამცველებს არ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სი
რუსეთმა ახალი, "ფართომასშტაბიანი" სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვა - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ საღამოს გამოსვლაში 22 ოქტომბერს.
უკრაინის ხელისუფლების თქმით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 1,5 მილიონამდე ოჯახი. თუმცა, ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტების და დრონების დიდი ნაწილი ჩამოგდებულ იქნა - რითიც ზელენსკიმ გაიმეორა უკრაინის არმ
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს.
ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას.
პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა არევაძის მოსმენა იგეგმება.
ო
29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან მიწვეულები. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართუ