„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ წესით იმ მუხლებს, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელები სასჯელს იხდიდნენ, „წესით ამნისტია არ უნდა შეხებოდა”.
„5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ადვოკატ სერგი ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს. კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლე
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
„ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობ
ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.
„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო აღჭურვილობით. მთავრობის სხდომაზე მე ვაგრძელებ წინადადებების გატანას სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ, რომელიც შეგვიძლია, გავცეთ. ორი კვირის წინ – თითქმის 400 მილიონი კრონის, დღეს კი – 22 მილიონი კრონის ღირებულების“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი „ტვიტერში“.
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გერმანიის ქალაქ კელსტერბახში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა.
„ევაკუაცია, ომისგან გაქცევა ყოველთვის გამოწვევაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ევაკუაცია კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს. უკრაინის 120-მა მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიის ქალაქ კელსტერბახში მდებარე სასტუმროში იპოვა. ოჯახების უმეტესობას ბავშვი ან შშმ ზრდასრული ჰყავს “, - აღნიშნა ზელენსკამ „ტელეგრამზე“.
უკრაინის პირველი ლედის განცხადებითვე, ის მოხარული იყო, რომ გ
იტალიის პოლიციამ კლუბ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას დაუბრუნა მისთვის მოპარული ავტომობილი. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა Mini Countryman ნეაპოლიდან მოშორებით, კაზერტის პროვინციის ქალაქ ტრენტოლა დუჩენტაში, ქუჩაში იპოვეს. ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარცხელიას სახლთან მდებარე ავტოსადგომიდან ავტომობილი მოჰპარეს, იტალიურმა მედიამ 3 ნოემბერს გაავრცელა.
როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომანქანა სარეკორდოდ სწრაფად, 24 საათზე
ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ძალიან კარგად ხდება იმის ილუსტრაცია, თუ ვის ეფარება „ქართული ოცნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის.
„როცა „ქართული ოცნება" ამბობს, რომ კანონპროექტი არ შეეხება ვინმეს, ამ შემთხვევაში ივანიშვილს, ამით ამბობს, რომ ის არის ამორიცხული თავიდანვე, რაც
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სამშობიარო სახლი დაიხურა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უკვე გააცნო.
სამშობიარო "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე მსჯელობდა.
მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში სამშობიაროს სულ უფრო ნაკლები მშობიარე მიმართავდა და სამეანო განყოფილების დახურვის ერთადერთი მიზეზი ეს არის. კლინიკის ხელმძღვანელის თანახ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით.
ამ თანხიდან 800 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად არის განკუთვნილი, 6 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რუსეთის შეკავებას მოხმარდება. ტაივანს ვაშინგტონი 10 მილიარდ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
მომდევნო წლის თავდაცვის დოკუმე
აშშ-ის სენატმა 22 დეკემბერს ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა ფედერალური ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების უფლებას აძლევს.
შესწორებას მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, წინააღმდეგი იყო - 29. დოკუმენტი არეგულირებს რუსი ოლიგარქებისგან კონფისკაციის გზით მიღებული აქტივების გამოყენებას. ამოღებული თანხა ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც მას საერთაშორისო დახმარების სახით გაანაწილებს. კანონპროექტი არ ა
თბილისის მერიას ავარიული სახლის სხვა ტერიტორიაზე მშენებლობით ჩანაცვლება იქ მცხოვრები მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშეც შეეძლება. ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 27 იანვრის დადგენილებაშია აღნიშნული.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.
ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებისას დაინტერესებული
ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება.
„ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შეწყვიტოს საქართველოს ნამდვილ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
„მე მათ Javelin-ის ასობით რაკეტა მივეცი“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის ამჟამინდელი
მწერალმა, ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურების ბრალდებით უჩივის, ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება მისცა.
„მე აქ ვარ, რადგან დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – განუცხადა 79 წლის კეროლმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს.
მისი გაცხადებ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ აცხადებს, რომ მთავარი შეკითხვაა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა.
მისი თქმით, ქართველების უმრავლესობა უფრო ბედნიერი იქნებოდა, პუტინს რუსული ჯარი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა.
„მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს,
დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ.
„კომიტეტის სხდომის ფარგლებში გა
გერმანია საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა გააკეთა.
„ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს”, - გ
„ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
„საქართველოს ევროკავშირის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ „ქართული ოცნება“ პლუს ეს იმპიჩმენტის მცდელობა“, - წერს მიხაილ როტი.
იპნ
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოყენების თაობაზე და აცხადებს, რომ "იმის ნაცვლად, საქართველოს უახლესი ისტორია ოქროს ასოებით დაეწერა (ივანიშვილს) ზოგიერთი მიმართულებით, სააკაშვილს გაასწრეს უგუნურებაში, სიბინძურეებში და გარყვნილობაში"
მისი თქმით, ქვეყანა კორუფციის და ღირებულებითი აღრევის პიკში შევედა, სადაც "ქართულ
“ივანიშვილის დაკვეთით და ჩინჩალაძის მონაწილეობით ექვსი მოწყვლადი მოსამართლე გამოვლენილია. მათ დღეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს არა სალომე ზურაბიშვილს, მათ ხელი მოაწერეს საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.”
ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.
393362631_625039516475409_2886523053256752217_n.mp4
კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა.
მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები.
თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პ
"რადიკალურ ხელისუფლებას მოვუწოდებთ - თავი დაანებონ ტყუილების თქმას, ხოლო რადიკალურ „ნაციონალურ მოძრაობას'' - თავი დაანებონ მუქარებს.
მოქალაქეებს სჭირდებათ პრობლემების მოგვარება და ჯობია, საქმეს მიხედონ."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
405040981_1192417171717015_6416884613060271766_n.mp4
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და ამასთან, მთავრობის ცნობით, სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.
“გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის ძირითადი სამიზნე კიევი იყო. უკრაინის დედაქალაქს სხვადასხვა მხრიდან ირანული წარმოების, „შაჰიდის“ მოდელის დრონებით შეუტიეს.
როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, შეტევა 6 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა და ის იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტონ საფრენი აპარატების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დი