Jump to content
Planeta.Ge

ოლენა ზელენსკამ გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა


უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გერმანიის ქალაქ კელსტერბახში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა.

„ევაკუაცია, ომისგან გაქცევა ყოველთვის გამოწვევაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ევაკუაცია კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს. უკრაინის 120-მა მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიის ქალაქ კელსტერბახში მდებარე სასტუმროში იპოვა. ოჯახების უმეტესობას ბავშვი ან შშმ ზრდასრული ჰყავს “, - აღნიშნა ზელენსკამ „ტელეგრამზე“.

უკრაინის პირველი ლედის განცხადებითვე, ის მოხარული იყო, რომ გერმანიაში ვიზიტისას უკრაინელებს ეწვია.

ზელენსკამ დასძინა, რომ უკრაინელი ლტოლვილებისგან გერმანელი ხალხისადმი მადლიერების სიტყვები მოისმინა მათი თბილი დახვედრისთვის. პირველმა ლედიმ უკრაინელებისთვის თავშესაფრის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა ქალაქს და ფრანკფურტში უკრაინის გენერალურ საკონსულოს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...