Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.174

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა – თსუ-ის სოცპოლის ფაკულტეტის დეკანი

თსუ-ს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, სალომე დუნდუა ამბობს, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად. დუნდუას განცხადებით, ტერიტორიაზე პოლიციის დაშვება უნივერსიტეტის მისიასა და ღირებულებებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მის რეპუტაციას ლახავს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს. ისინი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები

ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ასევე ჩხრეკენ დათო ფუთურიძის სახლსაც. ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. „აქციებზე დადის და იმიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ. როგორც შსს-ს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედ

ირაკლი კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო - ამ თემაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მყარი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - მე უფლება არ მაქვს საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო

საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას - მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,- ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო. ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალება

რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინის "კონფლიქტში მხარეა"

სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი "კონფლიქტის მხარე" გახდა, რადგან უკრაინას იარაღს აწვდის და სახელმწიფოები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, „ტერორიზმის სპონსორები“ არიან. 20 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა მოსკოვის აგრესიული კრიტიკა დასავლეთისადმი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღის მიწოდების გამო, რათა დაეხმაროს კიევს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უპასუხებს, თუ რუსეთი კომერციულ სატელიტებს დაარტყამს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ პასუხს გასცემს ნებისმიერ ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, მათ შორის სატელიტებზეც. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მან არ დააკონკრეტა როგორი იქნება შეერთებული შტატების პასუხი, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ცდილობს ანტისატელიტური ტექნოლოგიების დაუფლებას. ცნობისთვის, აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა აღნიშნა, რომ რუ

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნეს

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას გაუგზავნა 500 ენერგოგენერატორი, რათა დაეხმაროს მას ელექტრომომარაგების რეგულარული დარღვევის პირობებში. ამის შესახებ იტყობინება ევროპის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ოპერაციების მთავარი სამმართველო. „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის დაზიანებული,“ განაცხადა სააგენტომ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გაგზავნეს ენერგორესურსები, არიან საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია

მდინარაძის თქმით, „ოცნებამ" სულ რომ არაფერი გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის დიდი საქმე

საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებას უმთავრეს საქმედ ასახელებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ხელისუფლებას სულ რომ არაფერი გაეკეთებინა და არც მომავალში გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის ძალიან დიდი საქმე. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ გლობალური კამპანიის მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ომში ჩართვა. როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ასეთი არასწორი ინფორმაციები გვესმის, ეს მხოლოდ იმ ვერსიას, ერთადერთს და უალტერნატივოს ამყარებს, რო

კანადა კრძალავს რუსული ალუმინის და ფოლადის იმპორტს

კანადის ხელისუფლებამ დააწესა აკრძალვა რუსული ალუმინისა და ფოლადის, ასევე მათგან რუსეთის ფედერაციაში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე - ინფორმაციას კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტი ავრცელებს. „არც ერთი ადამიანს კანადაში ან ამ ქვეყნის მოქალაქეს კანადის ფარგლებს გარეთ, არ აქვს უფლება შეიძინოს რაიმე - დაწყებული მილებიდან რკინიგზისა და ტრამვაის სამშენებლო მასალებით დამთავრებული“, - აცხადებს კანადის მთავრობა. ეს აკრძალვა, როგორც კანადის მთავრობა აღნიშნავს, იმ სანქციების ნაწილი იყო, რომელიც

ანა ბუჩუკური: "მინდა, მივმართო ახალგაზრდებს. თუკი რომელიმე თქვენგანს შეგეხებიან თქვენი განსხვავებული აზრის გამო, იცოდეთ, რომ ჩემი წილი ტრიბუნა პარლამენტში, არის თქვენი" (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური: "ამ ქვეყანაში ახალგაზრდების გახლეჩვა და ერთმანეთზე დაპირისპირება ყოველთვის იყო რუსული საქმე და რუსული სცენარი. მინდა, მივმართო ახალგაზრდებს. თუკი რომელიმე თქვენგანს შეგეხებიან თქვენი განსხვავებული აზრის გამო, იცოდეთ, რომ ჩემი წილი ტრიბუნა პარლამენტში, არის თქვენი" 337397576_1920471614979818_3378545625740409781_n.mp4

ნათია მეზვრიშვილი - ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშით გვითხრა, რომ კანონები კარგი გვაქვს, აღსრულება - არა... რა წერია ანგარიშში საქართველოზე

"ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალურ დონეზე კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ კანონები კარგი გვაქვს, აღსრულება - არა. პრაქტიკულად გვითხრეს, რომ იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვისაა საჭირო, უნდა გაძლიერდეს. - კერძოდ, „ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მო

ანა ბუჩუკური - გამჭირვალე დემოკრატიულ ქვეყნებში სტანდარტი და პროცედურა არის ესეთი, რომ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რამდენად საშიშები არიან გაქცეული პატიმრები მოქალაქეებისთვის (ვიდეო)

"გამჭირვალე დემოკრატიულ ქვეყნებში სტანდარტი და პროცედურა არის ესეთი, რომ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რამდენად საშიშები არიან გაქცეული პატიმრები მოქალაქეებისთვის." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  398376361_874143000960949_7985960489455312702_n.mp4

მიშა დაუშვილი - “ოცნების” მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ დათქმებს შეასრულებენ არ უნდა გვქონდეს, რადგან ამ პირობების შესრულება ნიშნავს - ინსტიტუტები უნდა გაათავისუფლონ და დამოუკიდებლობის ხარისხი გაუზარდონ (ვიდეო)

“მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, რადგან მთელ მსოფლიოს არაერთხელ აჩვენეს,რომ ჩვენი ერთადერთი არჩევანი ევროკავშირია და არა რუსეთი. ასევე მადლობა ევროპელ ხალხს, რომ ეს დაინახეს და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს. “ოცნების” მიზანი არასდროს ყოფილა 12 პუნქტის შესრულება და სამწუხაროდ, არც ახლა იქნება 9 რეკომენდაციის შესრულება. უნდა გვესმოდეს, “ოცნების” მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ დათქმებს შეასრულებენ არ უნდა გვქონდეს, რადგ

დმანისში 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის ბიჭმა 17 წლის თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა გუშინ, 15 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება, რომელშიც სოფლის სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულები. დაკავებული და მოკლული ერთ სკოლაში სწავლობდნენ. 15 წლის მოზარდი უკვე დაკავებულია და სავარაუდოდ, ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 78-ხმით (2 წინააღმდეგი) მიიღო. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს თავად სერგეენკომ მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. დავით სერგეენკო საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო. იპნ

მიშა დაუშვილი - ჩვენთვის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები (ვიდეო)

“ყველა კვლევაში ერთი რამ ჩანს, “ოცნების” მხარდაჭერა მცირდება, პარტია “საქართველოსთვის” მხარდაჭერა კი იზრდება. ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დაშინება, მოსყიდვა, იძულება აქტუალური გახდა, ამ დროს რომ მოქალაქეებმა ღიად დააფიქსირონ საკუთარი ოპოზიციური განწყობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თითოეული კვლევა რამდენად გამოხატავს მოქალაქეების ზუსტ განწყობას ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება. ჩვენთვის საუკეთესო კვლევა არის არჩევნები.”      მ

ლუკა კურტანიძის განცხადებით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, სტუმრის სტატუსით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს, „კარისკენ მიუთითეს და დაამცირეს“

ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“. როგორც კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს, როგორც მსოფლიო ჩემპიონი იმის ღირსი მაინც იყო, რომ „ასე დამამცირებლად არ მოქცეოდნენ“. „დღეს ჭიდაობის ფედერაციაში საანგარიშო ყრილობა დაიწყო. როგორც მსოფლიო ჩემპიონს, ალბათ, მქონდა უფლება, თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს

“ტვინების გამორეცხვის” მცდელობა – რას აკეთებენ კრემლის პროპაგანდისტები აფხაზეთში

აფხაზეთის ხელისუფლებამ საკუთარი არაპოპულარული იდეების გასატარებლად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის წინააღმდეგ ბრძოლაში კრემლის პროპაგანდისტები ჩართო.  მარტივი მისახვედრი იყო, რომ ინალ არძინბას მიწვევით, მედიაჯგუფ “Russia Today”-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის აფხაზეთში ვიზიტი და ახალგაზრდებთან შეხვედრის მთავარი მიზანი, ახალგაზრდების თვალში საერთაშორისო არასამთავრობოების დისკრედიტაცია იყო.  აფხაზმა სტუდენტებმა მარგარიტა სიმონიანის ლექცია სოხუმში აფხაზეთი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ

მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღეს, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება. მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ”, - წერს ევროკომისიის პრეზ

დავით მათიკაშვილი - არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა!

არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - ევროინტეგრაციის თანმდევია ყველა ბენეფიტი უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნის გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი

გახარია - სამართალმა კიდევ ერთხელ იზეიმა! რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

"სამართალმა კიდევ ერთხელ იზეიმა! რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა." გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.     

იენს სტოლტენბერგი - ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან - უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ

ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ კიევის ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ასევე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ალიანსის მიმართ წე

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბე

გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა განაცხადა. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კა

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებასთან, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს და გავსებულია უპრინციპო პოლიტიკოსებით, არავინ დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას (ვიდეო)

ხელისუფლებას, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს და გავსებულია უპრინციპო პოლიტიკოსებით, რომლებიც ყველა გარიგებაში საკუთარი ხეირის პოვნას ფიქრობენ და არ აინტერესებთ სახელმწიფო ინტერესები, მათთან არავინ დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=457137497016488

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: არავითარი კლანი არ არსებობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრებაზე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმის შესახებ, რომ სისტემაში გავლენიანი გუნდი არსებობს, რომელიც სასამართლოს აკონტროლებს: „არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვ
×
×
  • შექმენი...