Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.181

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკვე მე-2 დაკავებული ამბობს, რომ მოსთხოვეს კამერაში ეთქვა – “ხარება მაგარი კაცია”

აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ მას ხარებას – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის ქებას აიძულებდნენ. მიშა მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთა კამერა ჩართო და მოსთხოვა გაემეორებინა ფრაზა: “ხარება მაგარ კაცია”. უარის მიღების შემდეგ მისი ცემა გააგრძელეს. ის იხსენებს მისი დაკავების დეტალებსაც. მეტრეველი დააკავეს ბესიკის ქუჩაზე, იმ მომენტში, როცა წაქცეული მოქალაქის წამოყ

14 ქვეყნის საელჩო - მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების ტექსტი პლატფორმა X-ზე საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა. დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნის საელჩოები შეშფოთებას გამოთქვამენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობით, რომელიც დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა, შიმშილობს. „მედიის თავისუფლების კოალიცია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამს

კახაბერ ქემოკლიძე - "ქართულმა ოცნებამ" АЗИМУТ-ის სახით, იმ კომპანიას აუნთო მწვანე, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს

დღევანდელი ოცნების ყველაზე ამორალური ნაძირლობა იმაში მდგომარეობს, რომ ნაძირლობას და სახელმწიფოს ღალატს ერთად სჩადიან და შემდეგ გეუბნებიან, რომ თურმე ეს ღალატი და ნაძირლობა შენს “საკეთილდღეოდ” კეთდება (სამარცხვინო დასაქცირებულ მოსამართლეებზე ბოლომდე გადაფარების არ იყოს)…, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს. მისი თქმით,  "ქართულმა ოცნებამ" АЗИМУТ-ის სახით, იმ კომპანიას აუნთო მწვანე, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღია

იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას წყვეტს

21 ოქტომბრის 00:00 საათიდან იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარულ პაციენტებს აღარ მიიღებს. კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ამის მიზეზია სარემონტო სამუშაოები და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. "ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს - სრულიად არის გარემონტე

ბოლო 24 საათში უკრაინაში მეორე ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. „ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას დღეს კიდევ ერთი ჩვენი მებრძოლი, ალექსანდრე მარტიაშვილი შეეწირა", - წერს უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდი. მარტიაშვილი ბოლო 24 საათში მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. 21 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, ქართველი მებრძოლის მიშა

მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს

მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "თბილისის მეტროპოლიტენის" პრესსამსახურში განუცხადეს, მას სამედიცინო დახმარება უტარდება. რაც შეეხება თბილისის მეტროს, მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. დაკეტილია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი“, სადაც ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. „მგზავრი ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია. რაც მთავარია, ცოცხალია. გადაყვანილია „ქართულ-ამერიკულ კლინიკაში“. მეტრო გაიხსნა, თუმცა, „თავ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი

გრძელდება რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე

რუსეთმა ახალი, "ფართომასშტაბიანი" სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვა - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ საღამოს გამოსვლაში 22 ოქტომბერს. უკრაინის ხელისუფლების თქმით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 1,5 მილიონამდე ოჯახი. თუმცა, ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტების და დრონების დიდი ნაწილი ჩამოგდებულ იქნა - რითიც ზელენსკიმ გაიმეორა უკრაინის არმ

„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს

აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო. ამ ეტაპზე, უცნობია, HAWK-ის რა რაოდენობის სისტემის გადაცემ

ნათია მეზვრიშვილი - ორჯერ ორი ოთხია, რომ გვარამიას საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის მიმართ არსებული კითხვების გამო

გვარამიას პროცესზე - რომ ვთქვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამიკვირდათქო, მოვიტყუები და მიზეზებს აღარ დავასახელებ. რა დღეშია მართლმსაჯულების სისტემა ამაზე არაერთხელ მისაუბრია, - წერს თავის ფეისბუქ გვერდზე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვის რა დამოუკიდებულება აქვს გვარამიას მიმართ, ნათელია, რომ ეს საქმე გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს მინიმუმ განაჩენის გამოტანის დროის, კონტექსტის, სასჯელის სახის და მოსამართლის

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, დააყენეს ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, დააყენეს ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში.   მათი განმარტებით, "სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები.   "ინიციატივა წარდგენილია: ყვარელში ახმეტაში რუსთავში

ძიუდო | გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა - „მებრძოლი“ ნახევარფინალში „გოლდენ გორს“ შეხვდება [ვიდეო]

გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ჩვენმა კლუბმა „მებრძოლმა“, მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას, ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო. გორის კლუბმა „გოლდენ გორმა“ მე

პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს. ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ფუნქციებითა და დანიშნულებით იქმნება: - შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მათ პარლამენტს წარუდგენს; შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და

იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. მანამდე პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ გერმანიის მიერ ვარშავისთვის შეთავაზებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას გადასცენ. „აუცილებელია, რომ გერმანიის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად შეთავაზებული სამი „პეტრიოტის“ შესახებ დისკუსია განცალკევებული იყოს

მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის და იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ. ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში12 წელია იმყოფება. გრინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის გამო თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა. „სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი ვიქტორ ბუტი ოპერაციის შედეგად 2008 წელს ტაილანდის დედაქალ

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 40-ზე მეტი დრონი - თავდასხმის სამიზნე იყო კიევიც

უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია. "დ

საგზაო სამუშაოების გამო, ლარსის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ვერაზე, ლარსის ქუჩაზე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება. ნაწილობრივი შეზღუდვა პირველი აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის.

დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის ოსკარით დააჯილდოვეს

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის „ოსკარით“ დააჯილდოვა. ჯილდო ქართველმა მორაგბემ „ჟერლანის“ სტადიონზე გამართულ ცერემონიალზე მიიღო. ნინიაშვილი გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული გადასცეს. 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი „ლიო

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით. „მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე

„ქსელი უკავშირდებოდა მთავრობის სტრატკომს“ - Meta-მ არაავთენტური ქცევისთვის ათობით ანგარიში წაშალა

Meta-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, მათ გამოავლინეს არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხუური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს. Meta-ს განცხადებით, მათ წაშალეს 80 Facebook-მომხმარებელი, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram-მომხმარებელი. ქსელი იყენებდა Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს და ცდილობდა გაეზარდა თავიანთი მასალების გავრცელებ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება, – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრ

დიმიტრი მედვედევი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, მათთან ურთიერთობები ვითარდება - საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. აღნიშნულის შესახებ მედვედევმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა. „პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთო

კახა ქემოკლიძე - ოჩამჩირეში თუ რუსებმა დაიწყეს სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა, ისევე როგორც სოხუმის აეროპორტის, 10-15 წლის შემდეგ უსაფთხოების პრიზმაში თუ შეაფასებენ ამ პერიოდს, პირდაპირ დაუკავშირებენ “ოცნების” გეოპოლიტიკურ ფლირტს რუსეთთან (ვიდეო)

“ოჩამჩირეში თუ რუსებმა დაიწყეს სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა და მოწყობა, ისევე როგორც სოხუმის აეროპორტის, 10-15 წლის შემდეგ უსაფთხოების პრიზმაში თუ შეაფასებენ ამ პერიოდს პირდაპირ დაუკავშირებენ “ოცნების” უმოქმედობას, უუნარობას, არაპროფესიონალიზმსა და რუსეთთან გეოპოლიტიკურ ფლირტს, აბსოლუტურად არასწორ დროს და არასწორ ადგილას.”  კახა ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  398155452_5922438644525970_3444722901032268624_n.mp4

28 ნოემბრამდე წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი, ზვავები, ზღვაზე კი შტორმია მოსალონდელი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებ

დასაქმებულ ქალთა შევიწროების ფაქტები ყველაზე ხშირი ტექსტილის წარმოების სფეროშია - პროფკავშირები

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, „პროფკავშირები“ სახელმწიფოს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ წლებია მოუწოდებს. „საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ამას არაერთი, მათ შორის, პროფკავშირების გაერთიანების მიე
×
×
  • შექმენი...