Jump to content
Planeta.Ge

მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს


მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "თბილისის მეტროპოლიტენის" პრესსამსახურში განუცხადეს, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

რაც შეეხება თბილისის მეტროს, მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. დაკეტილია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი“, სადაც ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

„მგზავრი ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია. რაც მთავარია, ცოცხალია. გადაყვანილია „ქართულ-ამერიკულ კლინიკაში“. მეტრო გაიხსნა, თუმცა, „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება დროებით შეწყვეტილია საგამოძიებო მოქმედებების გამო“,-აცხადებენ „თბილისის მეტროპილიტენში“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...