Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.081

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დენიელ ფრიდი - საქართველოს იზოლაციის გაღრმავება შესაძლოა „ოცნების“ მიზანიც კი იყოს - მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას და ვემხრობი სანქციებს

მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო - მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს და დემოკრატიის მომხრე ქარ

აშშ-ს საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ავთენტურია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადასტურებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელსაც სააგენტო­ globalnews.ge აქვეყნებს, ავთენტურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ: სახელმწიფო დეპარტამენტმა globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. კერძოდ, www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გამოაცხადა, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწ

ლევან იოსელიანი - მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტს სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი წარვუდგინოთ

„მოქალაქეები“ პარლამენტს სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატს წარუდგენენ, რის შემდეგაც მათი მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. „სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გვქონდა გასაუბრება. ისინი ერთი თხოვნით მოდიან, რომ მათი კანდიდატურები წარვადგინოთ და საშუალება მიეცეთ, საკუთარი შესაძლებლობა, მოსაზრებები პარლამენტის წინაშე გამოხატონ და მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე დადგეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმას და დეიდაშვილს სანქციები დაუწესა

მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. სანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი; ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე. სანქცი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი, ასევე ბერისლავიდან ევაკუირებულია ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი

რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი - ჩარივნე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “რუსეთის საოკუპაციო არმიის ცალკეული ქვედანაყოფები ტოვებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას. გახშირდა „მაროდიორობისა“ და ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ მთლიანად დატოვა ჩარივნესა და

ავსტრიაში გარდაიცვალა ენერგეტიკულ სასმელ Red Bull-ის შემქმნელი

ავსტრიაში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის შემქმნელი და „ფორმულა 1“-ის გუნდ Red Bull-ის მფლობელი, დიტრიხ მატეშიცი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სპორტის ექსტრემალური სახეობების განვითარებაში. მატეშიცმა თავისი სამეწარმეო კარიერა დაიწყო სხვადასხვა ევროპულ კომპანიებში, მაგრამ წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე შეიტანა Red Bull, რომლის გაყიდვაც ტაილანდელ პარტნიორთან ერთად დაიწყო. კოფეინსა და ტაურინზე დაფუძნებული სასმელი თ

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა არევაძის მოსმენა იგეგმება. ო

აშშ-ში კაცი, რომელმაც ციხეში 38 წელზე მეტი გაატარა, უდანაშაულო აღმოჩნდა

აშშ-ში კაცი, რომელმაც მკვლელობისთვის ციხეში თითქმის ოთხი ათეული წელი გაატარა, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა სხვა პირის დანაშაულზე მიუთითა. ინფორმაციას  BBC  ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, მორის ჰასტინგსი 1983 წელს კალიფორნიაში რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობისთვისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის შტატების ციხეში სასჯელს 38 წელზე მეტხანს იხდიდა. თუმცა, დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა მიუთითა სხვა პირის დანაშაულზე, რომელიც ციხეში 2020 წელს გარდ

ოკუპირებულ ცხინვალში საზოგადობრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მარშრუტებზე არ გავიდნენ ოკუპირებულ ცხინვალში. ამის მიზეზად მათ დაბალი ხელფასი და ამ ხელფასის დაგვიანება დაასახელეს. საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორმა ალბერტ დუდაევმა სააგენტო „რეს"-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ მძღოლების ხელფასი მრავალი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მაქსიმალური ხელფასი 8000 რუბლია (დაახლოებით 350 ლარი). „მძღოლები საათობრივი ანაზღაურებით თვეში ორ კვირას მუშაობენ. მ

30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპები დაიბადნენ

2022 წლის 31 ოქტომბერს სამყაროს ტყუპები — ლიდია და ტიმოთი მოევლინა. ამაში თითქოს უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ისინი ემბრიონების სახით 30 წლის წინ გაყინეს. ოფიციალური მონაცემებით, მათი ემბრიონები ყველაზე დიდხანს იყო გაყინული მათ შორის, საიდანაც ოდესმე დაბადებულან ბავშვები. ემბრიონები ანონიმური წყვილისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერებით 1992 წლის 22 აპრილს შექმნეს და -196 °C-ზე გაყინეს. ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში შესაძლებელია საჭიროზე მეტი ემბრიონის შექმნა, რომლებსაც ზოგჯერ მე

ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებში 70 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. "ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც". ამ მიზნით ჩვენ

ჯაბას ომი, რომელშიც ბავშვობიდან იბრძოდა - უკრაინაში დაღუპული 28-ე ქართველი

„იმედი მაქვს, ხვალ ვნახავ მასაც და მის თანამებრძოლებსაც... კიევში, პანაშვიდზე. საშინლად მტკივა გული“, - მომწერა უკრაინელმა ჟურნალისტი და მებრძოლმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინაში დაღუპული ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერიას შესახებ. 27 წლის მებრძოლი, 28-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დაიღუპა. ალექსეი ჯაბას შესახებ ბევრს არ ლაპარაკობს. იხსენებს მხოლოდ ერთ დეტალს, რომელიც როგორც თავადვე ამბობს, თითქმის დაუჯერებელი ამბავია, ამბავი „ფანტასტიკის სფეროდან“, რომელიც მას და ჯაბას უკრაინა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн-ი იუწყება, რომ ბელარუსის ორი აეროდრომიდან რუსული გამანადგურებლები აფრინდნენ. კერძოდ, მათი ინფორმაციით, საუბარია MiG-31K-ის ტიპის ორ საბრძოლო თვითმფრინავზე, L-76 A-50U-ის ტიპის თვითმფრინავსა და კიდევ ორ გამანადგურებელზე. 16 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც მშვიდობიანი

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა, მათ შორის 920 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3209 ტანკი (+8), 6382 ჯავშანტექნიკა (+4), 2207 საარტილერიო სისტემა (+10), 458 MLRS, 221 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1951 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, წელს დაიწყოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგებზე ისაუბრა. უკრაინის ლიდერის თქმით, სამიტზე განხილული იყო ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის მზადების საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას უკრაინის აღდგენის გეგმისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფისთვის

ოლექსი რეზნიკოვი - რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებისა და ნადავლის სახით შეუძლიათ

24 თებერვალს უკრაინა გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტანკებს გამოფენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “დღეს ღამით 4 რუსული ტანკი ევროკავშირსა და ნატოში “შეიჭრა”. თუმცა უკრაინული არმიის წყალობით არის ნიუანსი. 24 თებერვალს 4 ქვეყნის მოქალაქეები - გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის - ერთდროულად ნახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატებს და

მიხეილ ყაველაშვილი - თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ, ასეთი ევროპა მე არ მინდა

თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ, ასეთი ევროპა მე არ მინდა, არ მინდა ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან - მე მჯერა იმ ევროპის, რომელიც ამ ჩვენ პრინციპებს სწორად გაიგებს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ისინი აკეთებენ. „თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამა

ბიძინა გეგიძე - ევროპა უალტერნატივოა

ევროპა უალტერნატივოა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ბიძინა გეგიძემ განაცხადა. აღნიშნულით ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა. „1995 წელს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ამირჩიეს. ამ დროიდან, ქართული რაგბი ევროპაში დაფუძნდა საფრანგეთის პარტნიორობით! შედეგი სახეზეა“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე. იპნ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ასანქცირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. როგორც განცხადებაში ბლინკენი

იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ალიანსშია, ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება

უკრაინის მომავალში ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული. „უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აუ

სუსი - გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ე

გორელმა დავით კლდიაშვილმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

გორელმა დავით კლდიაშვილმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო. ოლიმპიადა ,,IMO-2023'' იაპონიაში იმართება, დაიწყო 2 ივლისს და დამთავრდება 13 ივლისს.     ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათემატიკური საერთაშორისო ოლიმპიადა უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც აერთიანებს ყველაზე ნათელ ახალგაზრდა გონებას მთელი მსოფლიოდან. ოლიმპიადა წარმოადგენს მრავალწლიანი მათემატიკური ძალისხმევისა და პრობლემების გადაჭრის ასობით მცდელობის კულმინაციას. ,,ვიმედოვნებთ, რომ ყველა მონა

დედაქალაქის საკრებულოში „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა, სალომე კობალაძემ, ზაზა თავაძემ და გიორგი შარაშიძემ ფრაქციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

დედაქალაქის საკრებულოში „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა, სალომე კობალაძემ, ზაზა თავაძემ და გიორგი შარაშიძემ ფრაქციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.      დეპუტატებმა საზოგადოებას გააცნეს თბილისის მერიაში არსებული კორუფციის, არაეფექტიანი მენეჯმენტის, სატრანსპორტო და ურბანულ პრობლემებთან დაკავშირებული ფაქტები.      პრეზენტაციას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები ესწრებოდნენ.

ანა ბუჩუკური - პერსონალურად ირაკლი კობახიძე კვირის განმავლობაში რამდენჯერ ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც, მისივე მტკიცებით, არანაირი რეიტინგი არ აქვს (ვიდეო)

“პერსონალურად ირაკლი კობახიძე კვირის განმავლობაში რამდენჯერ ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც, მისივე მტკიცებით, არანაირი რეიტინგი არ აქვს. ელემენტარული ფსიქოლოგიაა, ადამიანს ხშირად ახსენებ ორ შემთხვევაში, როდესაც მასზე შეყვარებული ხარ, ან როცა მისი გეშინია. მთლად შეყვარებული თუა, მაგდენი არ ვიცი…” ანა ბუჩუკური, საპარლამრნტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_704798421225605_6227588120969926731_n.mp4
×
×
  • შექმენი...