Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.096.495

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„დაიტოვეს" წევრებს პოლიცია საშუალებას არ აძლევს, გასაპროტესტებლად კალანდარიშვილის სახლისკენ წავიდნენ

„დაიტოვეს” წევრებს პოლიცია საშუალებას არ აძლევს, გასაპროტესტებლად კალანდარიშვილის სახლისკენ წავიდნენ „დაიტოვეს” წევრებს, რომლებიც კალანდარიშვილის სახლისკენ მიდიოდნენ, უცნობი კაცი თავს დაესხა. აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახლისკენ მიდიოდნენ, როცა მოულოდნელად აგრესიულმა კაცმა მათ გინება დაიწყო და ფიზიკურად დაუპირისპირდა. „ტვ პირველს” მან უთხრა, რომ „მეზობელია”. ვითარება პოლიციამ განმუხტა. ამავე დროს, ისინი „დაიტოვეს” წევრებს საშუალებას არ აძლევენ, გიო

პიტერ ფიშერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს. შესაბამის განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა. “პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეებ

23 ორგანიზაცია - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში!

ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან - აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში! - ამის შესახებ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერ

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, 85 ხმით დაამტკიცეს. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა - მას 300 პირისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სახელმწიფო მეთაურის არაპირდაპირი წესით არჩევის პროცედურები სესიაზევე განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

ჯო უილსონი: სახდეპმა უნდა დაიწყოს კალაძისა და გომელაურის სანქცირებით

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს კახა კალაძე და ვახტანგ გომელაური. „საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკარგა დემოკრატიის ხილვადობაც კი და ახლა აკავებს უდანაშაულო აქტივისტებსა და ოპოზიციის მშვიდობიან წევრებს მათ სახლებსა და სამსახურებში. ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს. აშშ-მა ამას უნდა უპასუხოს უდანაშაულო ქართველებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქცირებით. ახლა თუ არ ვიმოქმედეთ, ოცნება განაგრძ

ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს. „ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, - წერს ბრაჟე.   იპნ

გიორგი გახარია - „პარლამენტში მაისამდე შევლენო“, დამთავრდა მაისი! არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - ბოიკოტში ვართ და პარლამენტში არ შევდივართ

დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს. „დამთა

როგორ არეგულირებენ ევროპული ქვეყნები აგრესიული ძაღლების პრობლემას

ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები ბოლო პერიოდში განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქართულ საზოგადოებაში. ფაქტები გახშირდა, გასულ თვეში კი რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალება, აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდებათ. შესაძლოა, შეიქმნას აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც და ქვეყანაში მათი შემოყვანა აიკრძალოს. მსოფლიოში ცხოველე

რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი ცხინვალელი ჯარისკაცების ოჯახები შეღავათებით ისარგებლებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენ

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კვიციანების ოჯახის ახლობელმა განუცხადა.  ყოფილი დეპუტატის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა.   შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს. ნორა კვიციანი 2012

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 3 500-ზე მეტი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, სირიაში კი, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ღამით სამძებრო სამუშაოებს ყინვა ართულებს. გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარულ დახმარება. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მ

კადიროვმა თავი ჩეჩნეთის გმირის ოქროს მედლით დაიჯილდოვა

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, საკუთარი თავი დაიჯილდოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით, რომელიც გასული წლის ნოემბერში თვითონვე დააარსა. მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართა მამულის დამცველის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს. დებულების თანახმად, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო პირს ენიჭება „გმირობის ჩადენისთვის“. მაგრამ არ არსებობს განმარტება, თუ რა გმირობა ჩაიდინა რამზან კადიროვმა. "ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების სახელით და საკუთარი სახელით, გულწრფელად გილოცა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს. ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და ბექა ლილუაშვილმა საკუთარი პროტესტის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებთან კომიტეტის დარბაზის მიღმა გააკეთეს. მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით დაიწყო, ვინაიდან მათ საკითხი დააყენეს იმის თაობაზე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან ერთად განხილულიყო მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, რაზეც

სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო - პოლიცია კვლავ წყლის ჭავლს იყენებს

სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო. სპეცრაზმელები წყლის ჭავლს უშვებენ პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც. პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. „მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წ

მაქსიმ გვინჯია: უკრაინა უბიძგებს საქართველოს ახალი კონფრონტაციისკენ, რომლის შედეგადაც საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის პროპაგანდისტული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. უფრო მეტიც, ,,უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციების უკან, რუსეთი სულ უფრო და უფრო ეძებს დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების კვალს. მათი აზრით, ისინი არათუ ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და უკრაინული ,,მაიდანის“ მოწყობას ცდილობენ, ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს

ირაკლი პეტრიაშვილი - პოლონური კომპანიის მეშვეობით გერმანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები არა ხელფასის მომატების, არამედ, ხელფასის მიღების მიზნით არიან გაფიცულები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პოლონური კომპანიის მეშვეობით გერმანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები არა ხელფასის მომატების, არამედ, ზოგადად, ხელფასის მიღების მიზნით არიან გაფიცულები. როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, მძღოლების უფლებები ირღვევა და იმისთვის, რომ ეს გამოსწორდეს და პროცესები ქართველი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს,მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწ

მიხეილ დაუშვილი - ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინაა ნამდვილი ოპოზიცია? ეს სასაცილოა

ხუმრობთ, რომ შეიძლებოდა, ეს ჩვენს თავზე მიგვეღო? ხაბეიშვილს და მარგველაშვილს გადეცით, ერთმანეთს მიხედონ. ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია? სერიოზულიც არ არის, სასაცილოა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.

რუსუდან თევზაძე - რა ვითარებაა სკოლებში... როგორ ექცევა განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს (ვიდეო)

- რა ვითარებაა სკოლებში  - როგორ ექცევა განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი -  რუსუდან თევზაძე 356155005_1472893323445737_5461265967697010698_n.mp4

არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში დისტრიბუციის მანქანის მძღოლი გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრეს

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა. დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს

შალვა კერესელიძე - მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კომპლექსურ ღონისძიებათა ერთიანი სისტემური მიდგომა - გუნდის ხედვა და პირადად გიორგი გახარიას საჯარო გზავნილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მთაში მცხოვრები მოსახლეობისადმი (ვიდეო)

“ჩემ მიერ წარმოდგენილი მაღალმთიანი რეგიონების განვითარება კომპლექსურ ღონისძიებათა ერთიანი სისტემური მიდგომით, ეს გახლავთ ჩვენი საპარლამენტო პოლიტიკური გუნდის ხედვა და პირადად გიორგი გახარიას საჯარო გზავნილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მთაში მცხოვრები მოსახლეობისადმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. სხვა შემთხვევაში მთა დაკარგავს თავის ისტორიულ, სასაზღვრო, აგრარურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ფუნქციას რის გარეშეც სახელმწიფოს ცალმხრივი განვითარება წარმოუდგენელია.”

დაკრძალეს აფხაზეთის ომში დაკარგული და ახლა იდენტიფიცირებული 20 ადამიანი

1990-იან წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბოლო პერიოდში იდენტიფიცირებული 20 ადამიანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკრძალეს. დაღუპულთა პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაკარგულთა მოძიება, საქართველოში გადმოსვენება და იდენტიფიცირება წითელი ჯვრის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ოფიციალური ცნობით, ხუთი

„ნუ გაჩუმდებით“ - ევროკავშირის გზავნილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სიმონიანი: საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა

რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოს ხელისუფლებას აქებს. სიმონიანმა  საკუთარ ტელეგრამზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა წარწერით: „საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა”.  სიმონიანი მდინარაძეს უწონებს, რომ ოპოზიციის წინადადებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მდინარაძე ასე პასუხობს – „ჩვენ გიჟები არ ვართ“. პუბლიკა სიმონიანი წერს, რომ საქართველოს მსგავსად უნდა იქცეოდეს სომხეთიც.  

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში (ვიდეო)

"ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/865811621893522/

ვინ არ შეუერთდება პრეზიდენტის „ერთობის პლატფორმას“

პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის ინიციატივას მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ არ შეუერთდება. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დაწერა. მისი თქმით, პარტია იზიარებს პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს, თუმცა არ ეთანხმება საერთო პლატფორმას ისეთ პარტიებთან, რომლებიც ევროპული მომავლის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ასახელებენ. „გამარჯვების კოალიციაში“ ენმ-სთან ერთად მყოფმა გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეი
×
×
  • შექმენი...