Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.096

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს. მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით "შორის" პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის "გამარჯვება" მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა. როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი

მოლდოვის პარლამენტმა სახელმწიფო ენას რუმინული უწოდა

მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო ენისთვის სახელის „მოლდოვურიდან“ „რუმინულად“ გადარქმევის შესახებ. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ დეპუტატებმა. მმართველ ძალას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ოპოზიციონერი კომუნისტები და სოციალისტები ეწინააღმდეგებოდნენ ამ ცვლილებას და მოუწოდებდნენ უმრავლესობას, რომ კანონპროექტი არ დამდგარიყო კენჭისყრაზე, რაც ჩავარდა. სესიის დარბაზში საპრ

მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა. დოკუმენტში გაწერილია „ქვეყანაში და საზღვარგარეთ მყოფი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს აქტივების ბლოკირების წესი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ქმედებები, რაც მსოფლიო დონეზე ერთსულოვნად არის სანქცირებული“. როგორც მოლდოვის პარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი კანონი მიზნად ისახავს „გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრასა და სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფას“. კანონის მიხედვით, მოლ

მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მოლდოვის ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზ

მოლდოვაში უკრაინისკენ მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა

მოლდოვაში უკრაინაში მიმავალი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, საუბარია მატარებელზე, რომლითაც მარცვლეული უკრაინის პორტ „რენიში“ გადაჰქონდათ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი კულმა-ჩადირ-ლუნგას მონაკვეთზე იმყოფებოდა. ლიანდაგიდან სულ ექვსი ვაგონი გადავიდა. „ავარიის სავარაუდო მიზეზი ძლიერი სიცხე იყო, რის გამოც რელსების ნაწილმა მდგრადობა დაკარგა“, – ნათქამია ოფიციალურ განცხადებაში.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ­ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ უპირისპირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოიანოგლოს, კაცს, რომელიც მან გაათავისუფლა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის დაპირებას იძლევა და პრორუსული „სოციალისტების პარტიის“ მხარდაჭერა აქვს.

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი„ ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“. სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული

მოლდოვაში 2023 წელს ელექტროენერგია უკვე მეოთხედ გაიაფდა

მოლდოვის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს ელექტროენერგიის ტარიფი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იტყობინება.     ამრიგად, კომპანია Premier Energy-ს აბონენტებისთვის (მოლდოვის ცენტრსა და სამხრეთში) ტარიფი 7%-ით შემცირდა - 1 კვტ/სთ-ზე 2,57 ლეიდან ($0.95) 2,39 ლეი-მდე ($0.88), ხოლო FEE Nord კლიენტებისთვის (მოლდოვის ჩრდილოეთში) - 10%-ით, 3,2 ლეიდან ($1.18) 1 კვტ/სთ-ზე 2,88 ლეი-მდე ($1.06) გაიაფდა. ANRE-

მოლდოვამ ხელი მოაწერა EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულებას

მოლდოვამ ხელი მოაწერა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულებას. ინფორმაცია ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პლატფორმა X-ზე გაავრცელა. ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, 25 ივნისს დაიწყება. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის

მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა

რამდენიმესაათიანი დახურვის შემდეგ მოლდოვამ საჰაერო სივრცე ისევ გახსნა. მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცის დროებით დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, გადაწყვეტილების მიზეზად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა. უწყებაში ამბობენ, რომ დამატებით დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.   ავტორი - თამთა რუხაძე

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარ

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩან დანიელ ვოდეს განცხადებით, ქვეყანაში არსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. მისივე თქმით, დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების - 15-მდე შემცირდება. "ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უკვე ინფორმირებულია", – განაცხადა ვოდემ. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმ

მოლდოვამ ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა

ევროკავშირმა და მოლდოვამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას. შეთანხმებას ბრიუსელში, ევროკავშირ-მოლდოვას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა მოაწერეს ხელი. ბორელის თქმით, მსგავსი შეთანხმება ევროკავშირისთვის პირველია. „მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობ

მოლდოვამ დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება

მოლდოვამ დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოლდოვის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებს შორის მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების, რომელიც დააკავშირებს მოლდოვის სასაზღვრო სოფელ კოზაუტსა და უკრაინის ქალაქ იამპოლს. მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გადაწყვეტილებას მხარი 57-მა მოლდოველმა დეპუტატმა დაუჭირა.

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიპლომატებთან ერთად მოლდოვის დატოვება უწევს რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს. მოლდოვური მედიის ცნობით, დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. მანამდე მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე უნდა შემცირებულიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ რ

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ახლა ბუ

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს-პოლონეთის წარმომადგენლობა ევროკავშირში

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს, - იტყობინება ტვიტერით ევროკავშირში პოლონეთის წარმომადგენლობის ოფისი . პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. ამავე დროს, ნიდერლანდებმა უკრაინას 85 ტანკი გადასცა, გერმანიამ – 80, აშშ – 76.     უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული 28 თვითმფრინავიდან პოლონეის ანგარიშზე მოდის 14 თვითმფრინავი. საუბარია Mig-29 კლასის გამანადგურებ

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში - დვალი და ოსმანოვი

ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი მშვიდობიანი აქციის დარბევის და სამართალდამცველების ქმედების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში “რუსული კანონის” წინააღმდეგ. მათ შესანიშნავად ესმით, თუ რისთვის იბრძვიან. ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს მუშაობაში – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე, ამის პარალელურად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, უარი თქვას "აგენტების" კანონპროექტების განხილვაზე - ორგანიზაციები

კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტებზე და წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე: "ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგა

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს - PACE "ხალხის ძალის" ინიციატივაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ტვიტერზე ეხმაურება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ მას. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტა ესტრელამ განაცხადეს: "კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც "ხალხის ძალამ" წარადგინა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო. ჩვენ მოვ

მოვუწოდებთ დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს - მასწავლებლების განცხადება რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ  რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებასა და ზიანს მოუტანს მის უმრავლესობას. მასწავლებლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. მასწავლებლები მოუწოდებენ კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია რათა არ დაუშვან აღნიშნული კანონპროექტის მიღება.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე - USAID-ის ხელმძღვანელი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე. ამის შესახებ სამანტა პაუერი „ტვიტერზე“ წერს.

მოვუწოდებ ბრიტანელებს, დაუყოვნებლივ დაუწესოს ივანიშვილს და მის ოჯახს სანქციები – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ამის შესახებ ჯო უილსონი X-ზე წერს და აზიარებს „საერთაშორისო – გამჭვირვალობის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნესიმპერიას, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო

მოვუწოდებ 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ, რომელთაგან 1 ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს – ბულაი

იულიან ბულაი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 53 პოლიტპატიმარი ჰყავს, მათ შორის კი ერთ-ერთი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რომელიც შიმშილობს. მან „ოცნების“ ხელისუფლებას ყველა მათგანის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან PACE-ს ზამთრის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება წარმოადგინა. იულიან
×
×
  • შექმენი...