Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.094

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მოსამართლემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნათია გუდაძემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდებიის პატიმრობა ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ დამდგარი ზიანი – 400 ლარი ორგანიზაცია DRI-იმ ივლისში გადაიხადა, მოსამართლე გუდაძე აღკვეთის ღონისძიებას არ ცვლის და ახალგაზრდებს ციხეში ტოვებს. 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდ

მოსამართლეები რესტორნის ტერიტორიას საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე ტოვებენ

მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე ტოვებენ – ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მათ აქციის მონაწილეები რესტორნის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მოშორებით ჩასწიეს და რესტორნის ახლო პერიმეტრი თავად დაიკავეს. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა – იქ იმყოფებოდნენ აქციებზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც

მოსამართლე, რომელმაც აქტივისტები არ გაამტყუნა

შუშანა მაცაბერიძისთვის მასზე დაკისრებულ და შემდგომ გადაუხდელ ჯარიმებში ახალი აღარაფერია. პარტია “დროას” წევრს საპროტესტო აქტივობების დროს ხშირად აკავებენ, მოსამართლეები კი ძირითადად იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც შსს ითხოვს. ამ ფონზე მაცაბერიძეს ოპტიმისტური მოლოდინი არც მაშინ ჰქონია, როცა ყვარლის ტბასთან სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტის გაპროტესტებისას დააკავეს ორი “ტრადიციული” მუხლით — წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი წინააღმდეგობა. თუმცა გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი

მოსამართლე ხუჭუა: წვეულებაზე მიწვეული არ ვარ, ეს პირველი შემთხვევა არაა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის მოსამართლეების წვეულებაზე, რომელიც რესტორან ბაბილოში იმართება, მიწვეული არ არის. ხუჭუას თქმით, მის მიმართ ზოგიერთი მოსამართლის მხრიად სულმდაბალი ქმედებები არ უკვირს. "მე ამ წვეულებაზე მიწვეული არ ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან იყო გარკვეული წლები, როცა დაპატიჟებული არ ვიყავი. თუ ეს ნამდვილად კორპორატიული შეკრებაა და არ მომიწვიეს, მე ამით არაფერი დამაკლ

მოსამართლე მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა - დეკლარაცია

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა – ამის შესახებ საუბარია ახალ დეკლარაციაში, რომელიც 29 თებერვლით თარიღდება. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დეკლარაციის თანახმად, მიქაუტაძე ფლობს 3 მიწის ნაკვეთის 100%-იან წილს, ასევე, ერთი მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს, 2 ავტოფარეხსა და ბინას. მიქაუტაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა, toyota land cruiser 105 და კვადროციკლი. გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გიორგი მიქაუ

მოსამართლე ირაკლი შენგელია სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა - რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი - სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს სხდომათა დარბაზში კენჭისყრის იმიტაციისას სასამართლომ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. "რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო. სასამართლომ დაადასტ

მოსამართლე დავით კურტანიძემ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე დავით კურტანიძემ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა.

მოსამართლე ამბობს, რომ გერმანულ ფონდს მისთვის არაერთი კვლევა დაუფინანსებია და შინაარსში არასდროს ჩარეულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ამბობს, რომ წარსულში საერთაშორისო დონორებს მისთვისაც დაუფინანსებიათ კონკრეტული კვლევები და წიგნები, თუმცა ის სრულიად თავისუფალი იყო რას დაწერდა ტექსტში. ამის შესახებ კობახიძემ რუსული კანონის განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა სასამართლოში პარლამენტის ინტერესების დამცველების საპასუხოდ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ “ფულს ყოველთვის მიყვება ინტერესი”. პარლამენტის იურისტებმა მოიყვანეს გერმანიის სახელმწიფო ფონდის, GIZ-ის მაგალითი, რომელსაც მ

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალ

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელო

მონტენეგროში დასრულდა მილო ჯუკანოვიჩის 30-წლიანი მმართველობა

მონტენეგროს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ქვეყნის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობის „ევროპა ახლა“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაკოვ მილატოვიჩმა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, მას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 60%-მა. არჩევნებში დამარცხება აღიარა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა მილო ჯუკანოვიჩმა. 61 წლის ჯუკანოვიჩი მონტენეგროს 30 წელზე მეტხანს მართავდა. 1991 წლიდან ხუთჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1998-2002 წლებში და 2018 წლიდან დღემდე - პ

მონიტორინგის კომიტეტი: ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთოს ინკლუზიურ დიალოგში

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი რუსული კანონის დამტკიცებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ: მონიტორინგის კომიტეტი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამავდროულად, მონიტორინგის კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული ქართულ

მონაზონი, რომელსაც დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული

მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა დღეს, მონაზონი თბილისში გადმოიყვანეს. კავკასიის მედიცინის ცენტრში მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, მონაზონი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადის. ცნობისთვის, ხაშურისა

მომხმარებელს დღეიდან უფლება აქვს, შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი

საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და

მომცრო დივა, ნამდვილი დივა

ნიუ-იორკის Beacon Theatre-ის სცენაზე მონიკა ბელუჩიმ მარია კალასის კაბა და როლი ერთდროულად მოირგო – მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“.   2023 წლის 2 დეკემბრამდე (საოპერო ვარსკვლავის, მარია კალასის დაბადების 100 წლის იუბილემდე) ლამის ათი თვეა დარჩენილი, მაგრამ ოპერის მოყვარულებისა და განსაკუთრებით, კალასის ფანებისათვის დიდი თავგადასავალი უკვე დაიწყო. ჰოლივუდმა, როგორც ყოველთვის, კრეატიულობა და სიმარდე გამოიჩინა და ყველას დაასწრო: მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული

მომსახურებები, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა

2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3%, წლიური ინფლაციის დონე კი ნულოვანი იყო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა. ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომ

მომდევნო დღეებში საქართველოში თოვლი, ქარბუქი, ნისლი და გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი

21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. „ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ

მომდევნო დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. „თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რა

მომდევნო 10 წელში უკრაინას 4,5 მლნ მუშახელი დასჭირდება – უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო

მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას დამატებით 4,5 მილიონი მუშახელის მოზიდვა მოუწევს, რათა ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენა მოახერხოს. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს. სამინისტროს განცხადებით, უკრაიანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდიდა. თუმცა ახლა 6 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო და ამიტომ სამუშაო ძალის მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, 

მომავალ კვირაში ვითათბირებთ — გაიაშვილი რეისებზე რუსეთში

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი მიესალმება რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. როგორც მან სააგენტო Avianews.ge-ს უთხრა, რეისების დასაგეგმად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო. “ჯერჯერობით [რუსულ მხარესთან] არანაირი მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. თუმცა მივესალმები სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას. ძალიან გამიხარდა, რომ ჩ

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მყარად დგანან

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ერთად, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. ერთად საქართველ

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა. „დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ“, - განაცხადა დორინ რეჩანმა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეებთან ერთად ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებ

მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა. „ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაც მთავარია მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავალი გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ აუც

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „დღის წესრიგს მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯები, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე ევროკავშირის მიერ ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის განხილვა წარმოადგენს“, - წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შა
×
×
  • შექმენი...