საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე , პროკურომა ბექა კვიციანმა განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე
"ჩვენ ვთქვით, კოალიცია არ შევუქმნათ არც “ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” ამაზე მათი თანხმობა არ იყო."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/366439519897247/
არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას.ასე იყო წინა აქციაზეც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ როგორც შეუძლიათ, დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებს ეხმარებიან, ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თ
ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.
„ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, - წერს ბრაჟე.
იპნ
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.
ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული ჩანაწერში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.
„დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართვ
ცალკე აღებული კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფო ინსტიტუტები, პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები მოქმედებდნენ არა პარტიული ინტერესიდან, არამედ კონსტიტუციიდან და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენ დეოლი
ჰოლივუდის კინოსტუდია Warner Bros.-მა აკრძალა თავისი ფილმების ჩვენება რუსული ტელეარხებით, რომლებიც „ნაციონალური მედიაჯგუფის“ შემადგენლობაში შედიან. ესენი არიან "ესტეესი", "რენ-TV-ი", "მეხუთე არხი" და "დომაშნი", ისევე როგორც more.tv-ის ვიდეოსამსახური.
Warner Bros-მა აკრძალვა დააწესა იმის მიუხედავად, რომ რუს დისტრიბუტორთან მისი სალიცენზიო ხელშეკრულებები ძალაშია, სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში.
Warner Bros.-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპანიაა. მის ყველაზე პოპულარულ პროექტე
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენ
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას სიცოცხლე აბარია ღმერთს.
„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონზე მაღლა დააყენოს თავი. დეტალებში ვერ შევალ, ძალიან ბევრ
პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო. მიღებულ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი „სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიასა და სხვა ვალდებულებებს, თავს ესხმის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულსა და გენოციდს, ენერგეტიკის სფეროში მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“, რის გამოც „რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე“.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთია „პასუხისმგებელი 201
,,ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე.
სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორ შაჰინის დელეგაციის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ის დიდი ხანია, ქართველი ხალხის ერთგული მოკავშირეა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიის უზრუნველყოფის, ევროკავშირში და ნატოში გაწევრია
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, საკუთარი თავი დაიჯილდოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით, რომელიც გასული წლის ნოემბერში თვითონვე დააარსა.
მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართა მამულის დამცველის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს. დებულების თანახმად, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო პირს ენიჭება „გმირობის ჩადენისთვის“. მაგრამ არ არსებობს განმარტება, თუ რა გმირობა ჩაიდინა რამზან კადიროვმა.
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების სახელით და საკუთარი სახელით, გულწრფელად გილოცა
სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო.
სპეცრაზმელები წყლის ჭავლს უშვებენ პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.
პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წ
დასრულდა შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო: საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.
"ჩვენ გვყავს პრო-ევროპელი ხალხი და ანტი-დასავლური ხელისუფლება. ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის.
ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ნებისმი
ხუმრობთ, რომ შეიძლებოდა, ეს ჩვენს თავზე მიგვეღო? ხაბეიშვილს და მარგველაშვილს გადეცით, ერთმანეთს მიხედონ. ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია? სერიოზულიც არ არის, სასაცილოა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.
ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულ იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან ხელისუფლების შტოთა კავშირი საგამოძიებო კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია.
„მგონი, საქმე იმაზე უკეთესადაც წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქამდე ვიბრძოდით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ო
რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.
როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
„მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სა
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება. აღნიშნული განცხადება იგნატმა „რადიო სვობოდას“ ეთერში გააკეთა.
"უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა", - ნათქვამია გან
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები.
იპნ
საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვებით მიმართა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ პროცესში, საიდანაც მხოლოდ ორი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
"საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა.
„ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში“ და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირვ
საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება - იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, - ამის შესახებ აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში - “საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს: 2023 წლის იანვარი-ივნისი“.
როგორც ორგანიზაციის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, დამოკიდებულების ზრდა ყველა
“ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, ამის პარალელურად, აუცილებლად ერთობლივად ყველამ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ეს არჩევნები დავიცვათ მაქსიმალურად, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში და პოზიტიური შედეგით უნდა გავიდეთ ფონს.
გორბის კვლევა აჩვენებს, რომ “ოცნებას” უკიდურესად მძიმედ აქვს საქმე და “ოცნებას” და “ენმ”-ს მარჯვენა და მარცხენა ხელივით სჭირდებათ ერთმანეთი, ისინი უბრალოდ ერთმანეთის გარეშე არასიცოცხლისუნარიანი არიან.
2024-ში მარტივად არის საქმე მოსახლეობისთვის, უნდა
1990-იან წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბოლო პერიოდში იდენტიფიცირებული 20 ადამიანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკრძალეს.
დაღუპულთა პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკარგულთა მოძიება, საქართველოში გადმოსვენება და იდენტიფიცირება წითელი ჯვრის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ოფიციალური ცნობით, ხუთი
“ხელისუფლებამ სამ წლიანი პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის მშენებლობა ისევ განაახლა. საინტერესოა, რატომ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება, რომელიც სამი წლის წინ პირადად ჩემი ინიციატივით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შევაჩერეთ. ისევ დღის წესრიგში დგება არასასარგებლო პროექტების განხორციელება, მიუხედავად იმ პირობისა, რომ ხევის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია.
მსგავს ხეობებში მხოლოდ შესაძლებელია მცირე სიმძლავრის, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ჰესების მიმა