Jump to content
Planeta.Ge

იაგო ხვიჩია: რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ამას ქართველი ხალხი


ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულ იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან ხელისუფლების შტოთა კავშირი საგამოძიებო კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია.

„მგონი, საქმე იმაზე უკეთესადაც წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქამდე ვიბრძოდით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დავუბლოკეთ კანონის მიღების საშუალება. ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებული იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს. ეს არის ფასდაუდებელი საქმე ქართველი ხალხის წინაშე და მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ეს არ შეწყვიტოს - ვიაროთ და არ მივაღებინოთ ხელისუფლებას არცერთი კანონი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას - ხელისუფლების შტოთა კავშირი დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან, მგონი, კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია. ახლა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ამას ქართველი ხალხი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ის გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის და აღნიშნა, რომ აქციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა გიორგი ვაშაძის მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმის მიღწევის ნაკლებად სჯერა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...