Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.102

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა. მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კ

მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე - მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით

მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია. „საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს.... მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის

მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 13 წლის სპორტსმენმა 177,82 ქულა მოიპოვა, რითიც ოქროს მედალს დაეუფლა. სამინისტროს განცხადებით, ინგა გურგენიძე კანადის ქალაქ კალგარიში გასამართ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნეტგაზეთი

მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც იმერეთში წიაღის მომპოვებელ კომპანიებთან არიან დაკავშირებული

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს. ეს კომპანიები მოიპოვებენ როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს. ორგანიზაციის ცნობით, იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწ

მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში – მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია. ვრცელ პოსტში, სადაც ნათია მეზვრიშვილი მზია ამაღლობელის საქმის გარემოებებს განიხილავს, ამბობს, რომ მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის პოსტს უცვლელად. „კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხ

მოქალაქის ცნობით, ვაშლიჯვარში მიწა გასკდა და ნაპრალი გაჩნდა

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულისა და იასამნის კვეთაზე ნაპრალი გაჩნდა. მისი თქმით, მანამდე იქ არქი ჯგუფი 16-სართულიან კორპუსს აშენებდა, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტეს სამუშაოები და ტექნიკა გაიყვანეს. მოქალაქის ცნობით, ამის შემდეგ, მოსახლეობა დაინტერესდა, რატომ შეწყდა სამუშაოები და ის ტერიტორია დრონით გადაიღო. „პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაკავშირებას მერიის პრესსამსახურთან ცდილობს.   პუბლიკა

მოქალაქის თქმით, სპეცრაზმელებმა სცემეს და ფეხსაცმელიც კი წაართვეს

აქციაზე დაკავებული დავით ჯალიაშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა, დაკავების პროცესში და მის შემდეგაც,  სასტიკად სცემეს, ხოლო ერთ-ერთ სხვა დაკავებულს გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. ამასთან ერთად, ჯალიაშვილის თქმით, ძალოვნებმა მას ფეხსაცმელიც კი წაართვეს. „ფორმულასთან“ საუბარში იგი ყვება, რომ 1 დეკემბრის 4 საათზე დააკავეს, შემდეგ კი: „ვცდილობდი ხალხს დავხმარებოდი, გარეთ გამეყვანა, სადაც არ დაიჭერდნენ. მე დამიჭირეს ამ დროს. აქციის მონაწილე რომ მეგონა, რობოკოპი ან შენიღბული ვინმე ყოფილა. ე

მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ - კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა გაანადგურეს

კიევის დროით 15:00 საათზე უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ცნობა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობას განაგრძობს. საჰაერო მართვის ცენტრის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანადგურა მტრის 12 სამიზნე, მათ შორის ორი ფრთოსანი რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. იუწყებიან, რომ დამატებით ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო ს

მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. “საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომი

მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, აღარ განიხილოთ კანონპროექტი - პაპუაშვილი ვენეციის კომისიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და სთხოვს აღარ განიხილოს მათ მიერ გაგზავნილი კანოპროექტი. -წერს პარლამენტის  თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ რუსული კანონპროექტის განხილვის თხოვნით პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გუშინ მიმართა. გუშინდელ წერილში პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის. ასევე იხილეთ შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აქციას სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე" გამართავენ

საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” . სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან - "ახალი წლის ჯადოსნური მარშით". ასევე, აქცია არის

მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მეუღლე და სამი შვილი ამ დრომდე კურორტ შოვის ტერიტორიაზეა და ვერ უკავშირდება. „შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელიც სავარაუდოდ, წალეკილი აქვს მეწყერს. მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ,

მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა უპირატესობა ცოცხლად გადარჩენილების პოვნას ენიჭება, ამიტომ გლოვის დრო არ რჩება

თურქეთის პროვინცია ჰათაიში, მიწისძვრიდან 29 საათის შემდეგ, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ორი თვის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილთა პოვნის შანსები უფრო და უფრო მცირდება, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში 79 000-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში აგრძელებენ დახმარებას. ერთ-ერთმა ჯგუფმა მალათიაში 62 წლის ეროლ ჰანჩი გადაარჩინა, რომლის ოჯახის სხვა წევრები ნანგრევებიდან უფრო ადრე გამოიყვანეს. მიწისძვრის დროს სახლში სულ 7

მოქალაქე, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 1000 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე ლექსო სამხარაძე რომელმაც რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, დღეს, 9 სექტემბერს 1000 ლარით დააჯარიმეს. ინციდენტი 28 მაისს მოხდა. ლექსო სამხარაძემ ვიქტორ ჯაფარიძეს მონა უწოდა და სკანდირებდა: „არა რუსულ რეჟიმს”, „გაიქეცით, გაიქეცით, ვირთხებო”, „გარბიხართ ბიძინასთან, მონებო? ჯაფარიძე ამ დროს მანქანაში იჯდა. ვიდეოს მიხედვით, მანქანიდან მას პასუხს სცემენ. მალევე ლექსო სამხარაძე გინებას იწყებს, ხოლო „ქართული ოცნების” დეპუტატი მანქანიდან გა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა. როგორც ნიკოლოზ გუგეშაშვილი წერს, არსად დამალვას არ აპირებს. „მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, ოთხი შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, „კარფურთან“, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე, „ფეისბუქით“ გვაგინებს მე და ჩემს მე

მოქალაქე - დედა სახლში, სამზარეულოში იყო - მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს

შოვში, მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში დედამისია ჩარჩენილი და მას მაშველები ვერ პოულობენ. „სახლში, სამზარეულოში იყო. არ ჩანს არსად, მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს. სახლის სახურავი ჩანს მარტო იმ ადგილზე, სხვა არაფერი“, - აცხადებს მოქალაქე მედიასთან. ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარს

მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცი

მოტოციკლეტებს და მოპედებს ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ

მოტოციკლეტებს და მოპედებს (გარდა 3-თვლიანისა) ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონის განმარტებით ბარათში წერია: ბასეინში მოძრაობის უფლება არ აქვთ ჩვეულებრივ მანქანებს. ამ ზოლში მოძრაობა დაშვებულია M1 კატეგორიის ტაქსებისთვის. ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე. პუბლიკა

მოსკოვში, საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის თავშესაფრების მზადება დაიწყეს

როგორც ტელეგრამ არხი ,,სირენა“ იუწყება, მოსკოვის ხელისუფლებამ საჰაერო დაბომბვის შემთხვევაში ადგილობრივი მოქალაქეებისთის თავშესაფრების მომზადება დაიწყო. თავშესაფრებში გათვალისწინებულია საძილე ადგილებიც, კედლებზე კი გაკრულია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ევაკუაციიის შემთხვევაში და როგორ შეაგროვონ აუცილებელი და საჭირო ნივთები. ,,უკვე დაწყებულია მოსკოვის ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფების თავშესაფრებად გადაკეთება. ერთ-ერთი ასეთი სახლის მისამართია, ჩერტანოვსკაიას ქუჩა № 13.“ - ნათქვ

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ. რუსეთს მიუსამძიმრეს და ტერაქტი დაგმეს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. თავდასხმა დაგმო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რუს ხალხსა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. განცხადება ასევე გაავრცელა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ, რომელმაც თავდასხმას „საშინელი და მხდალი“ უწოდა. მომ

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. „ნანგრევების გაწმენდისას სასწრაფო დახმარების სამსახურებმა კიდევ რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთა რიცხვი ახლა 115 ადამიანს შეადგენს", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. „ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენე

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მედიას ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა. "ზნამენკას 19-ში, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ინტენსიური წვა შეინიშნება მესამე სართულის ფანჯრიდან". – ამბობენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.  ხანძარს სირთულის ხუთი დონიდან მეორე აქვს მინიჭებულ

მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუსში“ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილია 60-ზე მეტი ადამიანი. „სამწუხაროდ, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს“, — აცხადებენ კომიტეტში. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული 115 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ხუთი ბავშვია. 60 ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 22 მარტს, მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კო

მოსკოვში ამოიღეს გაზეთის ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზე ნავალნის ფოტო იყო – მედუზა

მოსკოვში,  პრესის ჯიხურებიდან ამოიღეს გაზეთის სრული ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზეც  ნავალნის ფოტო იყო გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა”  ყოველკვირეულ გაზეთ “საბესედნიკის” ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯიხურებიდან სწორედ ეს გაზეთი ამოიღეს.  ეს პრესის შეზღუდვის აპრობირებული მეთოდია ტოტალიტარულ რეჟიმებში. “მედუზას” ერთ-ერთმა მკითხველმა განუცხადა, რომ ვერ შეძლო გაზეთის ამ ნომრის ყიდვა, რადგან პრესის ჯიხურში უთხრეს, რომ მიიღეს ბრძანება ამ ნომრის გაყიდვის აკრძალვაზე. “სა
×
×
  • შექმენი...