Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.880

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - “ნაცები” და “ოცნება” ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებენ, თვითონ კი ერთად შოულობენ ფულს

“ნაცები” და “ოცნება” ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებენ, თვითონ კი ერთად შოულობენ ფულს და ბიზნეს პარტნიორები არიან, მათი ეს კოალიციური პარტნიორობა პოლიტიკაში, დღეს ნათელი დასტური იყო და ამას გაგრძელება ბუნებრივია ექნება. ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ერთი მხრივ “ოცნება” გავუშვით ოპოზიციაში ამ საკრებულოებში ისე, რომ “ნაც.მოძრაობა” არ მოვუშვით ხელისუფლებაში და დღეს რა გააკეთეს? “ნაც.მოძრაობის” დახმარებით “ოცნებამ” დაიბრუნა რუსთავის საკრებულოში ძალაუფლება.    ანა ბუ

ანა ბუჩუკური - მამუკა ხაზარაძემ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უნდა უპასუხოს და პასუხისმგებლობა აიღოს

მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა. „მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ჯერ წერილებზე საუბრობდა, შემდეგ ეს წერილები სადღაც წაიღო, წლები გავიდა და სად არის? ანაკლიაზე საუბრობდა და ჩვენმა გუნდმა პარლამენტში საგამოძიებო კომის

უკრაინის ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით ხვალ თბილისში 32-მეტრიან დროშას გაშლიან

უკრაინის ეროვნული დროშის დღის ფარგლებში თბილისში, მშვიდობის ხიდთან უკრაინის 32-მეტრიან დროშას გაშლიან. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ-უკრაინულმა პლატფორმამ გაავრცელა. ორგანიზაციის თანახმად, დროშის გაშლის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვები და რიგითი მოქალაქეები. ქართულ-უკრაინული პლატფორმის ინფორმაციით, 32 სიმბოლური რიცხვია და ის უკრაინის დამოუკიდებლობის

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ipn

ოკუპირებული ცხინვალი თბილისის ,,ცხელ თავებს" აფრთხილებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და კომენტარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასავლელი კურატორების მიერ პროვოცირებული შიდაპოლიტიკური კრიზისი შეიძლება, მთელი ამიერკავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, საშიში აღმოჩნდეს. „ამას ადასტურებს მომიტინგეების ლოზუნგების ტრანსფორმაცია, რომელიც ბევრად გასცდა საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საზღვრებს და დაიწყეს ხალხის მოწოდება ახალი კამპანიისთვის, სამხრეთ ოსეთისა

აზერბაიჯანმა ყარაბაღს ინტერნეტის კაბელი გადაუჭრა – სტეპანაკერტი

17 აგვისტოს აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტთან ახლოს, ლაჩინის კორიდორში, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადაჭრა, რითაც ყარაბაღელებს ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა არტაკ ბაგლარიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, კაბელის დაზიანების შემდეგ ყარაბაღელი სპეციალისტები რუს სამშვიდობოებთან ერთად შეეცადნენ ადგილზე მისვლას და დაზიანებული კაბელის შეკეთებას, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი არ დაუშვა. როგორც

დღეს, 21:00 საათზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

დღეს, 21:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას, რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს განუცხადა. ჩუბინიძის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშ

არა რუსულ კანონს! – მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე

“რა თქმა უნდა, არა! რუსულ კანონს არა! რუსეთისკენ არა!” – ამბობს ნეტგაზეთთან მთამსვლელი და სამთო გიდი ბიძინა გუჯაბიძე, როდესაც მას რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიცია ვკითხეთ. “ამ წუთში რუსთან ურთიერთობაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი მყავს, მათთანაც კი არ შემიძლია ახლა კონტაქტი. ასე [მსგავსი კანონპროექტით] დაიწყო რუსეთშიც და რა დღეშია ახლა რუსეთი, იცის ყველამ. იმედია, რომ იცის. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდა გაგება, მან იცის. ეს [რუსული

,,სინათლის ზღვა" უკრაინიდან დევნილი ბავშვების სანუგეშოდ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სამშაბათს ასეულობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა აქცია ,,სინათლის ზღვა" გაემართა. აქცია ორგანიზაცია ,,კარიტასის“ ხელმძღვანელობით მოეწყო. აქციის მონაწილეებმა 5000 ანთებული სანთლისგან მოედანზე კაშკაშა გული დაანთეს, რითაც უკრაინელი ბავშვების მიმართ სითბო გამოხატეს და მათ იმედი ჩაუსახეს. ასევე, პატივი მიაგეს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ორგანიზატორთა აზრით, ,,სინათლის ზღვა“ მადლიერების ნიშანიცაა მათთვის, ვინც უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, როგო

თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა. ipn

როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში

როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“? მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“. ის, რაც ახლა მოლდოვაშ

"ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ" - გიორგი გახარიას კომენტარი პრეზიდენტის ფოტოზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას იწყებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყე­ბა მი­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის აღ­სრუ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაც სჭირ­დე­ბა. კო­ბა­ხი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წას­ვლა ევ­რო­პა­ში, ევ­რო­პელ ლი­დე­რ

საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. როგორც Bpn.ge წერს, ერთი მხრივ, საუბარია, 76 მილიონ დოლარიან საარბიტრაჟო დავაზე, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა, მეორე დავა კი, საქართველომ წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. საუბარია პარალელურ საინვესტიციო დავაზე Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. არსებული განმარტებით, საქართველოს არა ორივეს, არამე

ბრიტანული Polonsky-ის პრიზი ებრაისტიკაში ლაშა შაყულაშვილს გადაეცა

ბრიტანული Polonsky-ის პრიზი ებრაისტიკაში ლაშა შაყულაშვილს გადაეცა. პრიზი განკუთვნილია იმ მეცნიერებისათვის, რომლებიც ებრაისტიკის დარგს ავითარებენ. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. „პრიზის მისაღებად აუცილებელია ორი აკადემიური დაწესებულების ან კვლევითი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი კანდიდატურის საკონკურსო კომისიაზე წარდგენა. ლაშას კანდიდატურა, Polonsky-ის პრიზზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამამ და

სახელმწიფო რწმუნებულის განაცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 იდენტიფიცირებულია. მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების, მწვერვალების მონიტორინგი. „უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ან

პაატა მანჯგალაძე: ე.წ. „ხალხის ძალის“ პროექტი არის პირდაპირ რუსული კანონის კოპირება

ე.წ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ლოგიკით, პაპუაშვილი უცხოური გავლენის აგენტი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან სხვაგან არ უმუშავია ცხოვრებაში გარდა GIZ-ისა, ამავე ლოგიკით ირაკლი კობახიძეც უცხოეთის გავლენის აგენტი გამოდის, რადგან USAID-ის დაქირავებული ექსპერტი იყო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით უცხოური გავლენის აგენტებად ადამიანის და ორგანიზაციის გამოცხადება არის რუსული მოდელი. ,,ე.წ. „ხ

ძალიან შემიყვარდა საქართველო, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობს – შონ პენი

„საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც“, – განაცხადა ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა. შონ პენი თბილისში ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ზე დასასწრებად ჩამოვიდა და აღნიშნული განცხადებაც ფესტივალზე გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე

რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია - შალვა რამიშვილი

,,რასაც ეგ @@@ ყორშია აკეთებს, აკრძალული მეთოდია" – ასე ეხმაურება ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი შალვა რამიშვილი ბექა ყორშიას სიუჟეტს როინ მეტრეველის შესახებ, რომელიც ,,მთავარი არხის“ ეტრში გავიდა. ,,როცა აკრ. გარეშეს ვაკეთებდი, ჩემი სამიზნე სასტიკი რეჟიმი იყო და მე მას დავცინოდი. ამ კაციჭამიების წინააღმდეგ მართლა ყველაფრის ჩადენის უფლება მქონდა, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ის, რასაც ეს @@@ კუტა ბიჭი აკეთებს. გარანტია აქვს, რომ თავს არ გაუხევს არავინ. და ეს კარგია... გარანტია რომ აქვს!

უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] – ბარნაბიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილზე მისვლა შესაძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს განუცხადა. „სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას მთელი ღამე ვაპირებთ. უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] და ხიდიც გაკეთდა. აქამდე მძიმე ტექნიკა გადმოდიოდა ღია მდინარეზე, ახლა უკვე შეგვიძლია სატვირთო და მსუბუქი მანქანაბების გადმოყვანაც. შესაბამისადა, ხვალიდან შეგვეძ

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 3 000-მდე გაიზარდა, 10 000 ამ დრომდე დაკარგულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციასა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში ლიბიის წარმომადგენლის, ტამერ რამადანის ცნობით, ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანია დაღუპული, დაკარგულთა რაოდენობა კი 10 000-ს აღწევს. ამის შესახებ რამადანიმ ჟენევაში, გაეროს ბრიფინგის დროს ისაუბრა. ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, ოთმან აბდელ ჯალილი კი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 3 000-ს აჭარბებს, თუმცა,

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ს

რუსულ სპორტს ბნელი დრო უდგას. მისცემს თუ არა სოკ-ი რუს სპოტსმენებს ,,ნეიტრალურ სტატუსს"

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მის სპორტსმენებს მსოფლიოს მთავარი შეჯიბრებების კარი დაუკეტა. გასულ წელს სანკტ-პეტერბურგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ვერ შეძლო. განწყობა საკმაოდ უსიამოა და მას უკვე აქვს თავისი უარყოფითი შედეგები. ,,წელიწადი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მკვეთრ ცვლილებებზე ვისაუბროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, სპორტის ცალკეული სახეობებისთვის, სამწუხარო დასკვნები უკვე შეიძლება გაკეთდეს. რუსული ფეხბურთი სწრაფად დეგრადირდება. სრული დეგ

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, ორი ახალგაზრდის მკვლელობისთვის, ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გ

„შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფილმის ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმმა ჯილდო აიღო კატეგორიაში საუკეთესო მხატვრული ფილმი. ასევე „სარაევოს გულის“ მფლობელი კატეგორიაში საუკეთესო ქალი გახდა მსახიობი ეკატერინე ჩავლეიშვილი, რომელიც ფილმში მთავარი გმირის, ეთეროს როლს ასრულებს. ელენე ნავერიანმა სარაევოში გამარჯვება გუნდმა ქართული კინოს პროტესტს მიუძღვნა: „ეს „გული“ [პრიზი] მინდა მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დ
×
×
  • შექმენი...