ყოველ წელს ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალურ სურვილს, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ საქმიანობას, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკუ
აშშ-ს რუსეთში მდებარე სამიზნეების სია გადავეცით, რომელთა ამერიკული რაკეტებით განადგურება გვსურს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
უმეროვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ისაუბრა რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე უკრაინის მიერ შორი მანძილის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნაზე.
„ავუხსენით, თუ რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დაცვისთვის რუსული ტერორისგან, რომლებსაც რუსების ახორციელებენ, ამიტომ იმედი
“ოცნება” არის პარტია, რომელიც დგას აბსოლუტურ სიყალბეზე.
26 ოქტომბერს გვაქვს მარტივი არჩევანი - ძლიერ, ღირსეულ საქართველოსა და იზოლირებულ საქართველოს შორის.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1059703789009200/
ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ობიექტურად “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში, 200 ათასი ხმა დაკარგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე 30 % -ზე ნაკლებს აიღებს.
როგორც გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სწორედ ამას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის სიის პირველ ნომრად გამოცხადებაც.
ტვ პირველი
84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება.
პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს.
საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობ
გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა. ინფორმაცია „პუბლიკას” გახარიას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა.
გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ უერთდებიან ქარტიაში წარმოდგენილი რეფორმების ნაწილს, ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე კი განსხვავებული აზრი ჰქ
UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აერპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც დვალიშვილი ფილარმონიისკენ გაემართა, სადაც ის გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.
„ამას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში. მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია“,
ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა...
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8572801599452672/
ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ ფორმულას” ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება. მისივე თქმით, ურთიერთობებს ახალი მთავრობა დაალაგებს.
“ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი პირველი პერიოდი მიყვებოდა ხელისუფლებ
„შეუძლებელია ჩვენი პოლიტიკური კოალიცია „ოცნებასთან“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში. მისი თქმით, ისინი კოალიციას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან” განიხილავენ, სწორედ ამ მიზნით მოაწერეს ხელი პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკურ მთავრობაზე.
მისი თქმით, თუ მათი ხმები იქნება გადამწყვეტი, დააყენებენ საკუთარ წინადადებას და პირობებს:
გახარიას თქმით, მისი პარტიისთვის მთელ ამ პროცესში არსებობს ჩამკეტი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირთან მოლაპარაკების გ
„გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
„ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მ
არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც.
„ეკონომიკაში დაგროვილია მძიმე სისტემური რისკები,
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.
ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
„უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცა
გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგ
მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე, - ამის შესახებ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„საიდან დავიწყო რთულია, ალბათ, ყველას თავისი პროტესტი აქვს საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. მე გუშინდელმა ღამემ, რა თქმა უნდა, ვერ გამაძლებინა, რომ დღეს, არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის ესაუბრა. X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ ამხილა საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები.
სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ზურაბიშვილი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს.
პუბლიკა
მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებელი, „რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშაა“ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას.
განცხადების მიხედვით, მაუწყებ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა.
„ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დ
არ შეიძლება შენს პოლიტიკურ ინტერესებს იმგვარად ალაგებდე, რომ სახელმწიფო ინტერესებს და რეპუტაციას ბღალავდე.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
სრული ეთერის ლინკი https://youtu.be/ZLw-5jgs7OI
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კიევმა 18 ოქტომბერს ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება - პირველი ტრანში 5-მილიარდიანი პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო.
„ეს დამატებითი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - დაწერა შმიჰალმა „ტელეგრამში“.
შმიჰალის თქმით, უკრაინამ წელს მთლიანობაში 4,2 ევროს მოცულობის მაკრო-სა
დღეიდან, 20 ოქტომბრიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებენ. გრაფიკი 07:00-დან 22:00 საათამდე მოქმედებს.
კომპანია „უკრენერგო“-ს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებს და რაიონებს ენერგომომარაგება რიგრიგობით შეუწყდებათ მაქსიმუმ 4 საათით. კომპანია ამ ზომას იძულებითს უწოდებს და აცხადებს, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოსისტემაზე განახორციელეს იმაზე მეტი თავდასხმა, ვიდრე ომის დაწყებიდან 8 თვის განმავლობაში.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს გ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველ დღე წინ მიიწევენ და მათ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები არ გააჩერებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ტერორისტების არც ეს დარტყმა, არც ნებისმიერი სხვა მსგავსი დარტყმა ჩვენს დამცველებს არ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სი
29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან მიწვეულები. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართუ