Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.137
  • comments
    0
  • views
    693.033

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯო ბაიდენი - ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული - მზად ვართ ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შევთავაზოთ

დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს. „პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი

ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის, 14 წლის ბავშვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტს განცხადებით ეხმაურება

ვეხმაურებით 14 წლის ბავშვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა სისტემის მარცხის ნათელი გამოვლინებაა. სისტემის, რომელმაც ვერ და არ შეძლო ადრეულ ეტაპზე უმძიმესი დანაშაულის პრევენცია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთა პი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელის თავდაცვის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება

ისრაელის თავდაცვის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ „ტელეგრამ” არხზე წერს. „ისრაელიდან საშინელი ცნობებია. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა ტერორისტული შეტევების შედეგად. ჩვენ გვჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტერორიზმი არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ კაცობრიობისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.

ისრაელის ელჩი - მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს გვერდით დგომისთვის - ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად - ღაზას სექტორის მოსახლეობა ისრაელის მტერი არ არის

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს ჩვენს გვერდით დგომისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად. „მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც პოსტს აქვეყნებს ან პირად შეტყობინებას აგზავნის და ისრაელზე ფიქრს ერთი წუთი მაინც დაუთმო. დღეს ისრაელის მოსახლეობა საშინელი დილის მომსწრე გახდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის მოქალაქეებზე ფართომასშტაბი

სალომე ზურაბიშვილი - ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით - საქართველო სრულად სოლიდარულია ისრაელის მიმართ

ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა, რითაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. „ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართვე

სად შეიქმნა ,,აფხაზური დრონების" ესკადრილია

30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,გამარჯვების“ (აიააირა) დღე აღნიშნეს. ,,საზეიმო აღლუმზე“ ეგრეთწოდებულმა თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო ესკადრონი წარადგინა. გუშინ, რადიო Sputnik-ის გადაცემა „Гражданин и начальник-ის“ ეთერში, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიქმნა ეს ესკადრილია.  „ჩვენ სახელმწიფოს მეთაურთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, შეგვექმნა უპილოტო საფრენი აპარატების საავიაცი

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელში, საქართველოს საელჩო ხაზზეა მოქალაქეებთან - ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საგარეო უწყების განმარტებით, გრძელდება კომუნიკაცია ისრაელის შესაბამის სამსახურებთან. „საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამ

ოზურგეთელი “ფრედი მერკური“, რომელმაც ქუჩა და ინტერნეტსივრცე “აადუღა”

„დილა მშვიდობისა, საქართველოს!“ ეთერში ქუჩის მუსიკოსი დავით ვაშაყმაძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი შესრულებით ქუჩა და ინტერნეტსივრცე დაიპყრო. “დილა მშვიდობისა საქართველომ” ექსპერიმენტი ჩაატარა და ნახა, როგორი ემოციებით შეხვდნენ  ღია სივრცეში ქუჩის მუსიკოს  დავით ვაშაყმაძეს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ ვოკალისტს, ფრედი მერკურს ადარებენ. gurianews.com  

2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 63 ქართველი დაიბადა

აფხაზური მედია-კლუბის, ,,Апсны.Иахьа-ს“ ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში 523 ბავშვი დაიბადა. წარმოშობით, აქედან უმეტესობა, 319 - აფხაზი, 63 - ქართველი, 59 - სომეხი, 34 - რუსი, 48 ბავშვი კი სხვა ეროვნების წარმომადგენელია. ამასთან, ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში 562 ბავშვი დაიბადა.

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ - ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს

ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა. „დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ - ნათქვამია გალანტ

ნათია მეზვრიშვილი - 28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი კი არ მოკლა, 28 წლის კაცმა ჯერ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 14 წლის ბავშვს და შემდეგ გააუპატიურა - ესაა სწორი ფორმულირება

"28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი კი არ მოკლა, 28 წლის კაცმა ჯერ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 14 წლის ბავშვს და შემდეგ გააუპატიურა - ესაა სწორი ფორმულირება. ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც საქმე აქამდე მიიყვანა და ადრეულ ეტაპზე არ აღკვეთა - განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები, შსს, პროკურატურა, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, სახელმწიფო, საზოგადოება." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.   

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება. რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენ

გიორგი შარაშიძე - გახარიას გუნდს, უფრო დიდი მიზანი გვაქვს, ვიდრე მხოლოდ "ქოციანობის" 11 წლის დასრულებაა (ვიდეო)

“ჩვენს გუნდს, გახარიას გუნდს, პარტია “საქართველოსთვის” უფრო დიდი მიზანი გვაქვს ვიდრე მხოლოდ ქოციანობის 11 წლის დასრულებაა. ჩვენ ნაც-ქოციანობის 20 წელი უნდა დავასრულოთ და ჩვენი მთავარი დღის წესრიგი სწორედ ამას ემსახურება. იმიტომ, რომ ის, რასაც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება” აკეთებენ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მომავალთან, კეთილდღეობასთან და ევროპულ განვითარებასთან. ერთადერთი, რასაც ემსახურება - არის საქართველოს წარსულში დაბრუნება და წარსულში დატოვება. სწორედ ამ მოჯა

ანა ბუჩუკური - სამწუხაროდ საქართველო - რომელიც ლიდერი ქვეყანა იყო ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში, დღეს ჩარმოჩენილია სხვა ქვეყნებს (ვიდეო)

კანდიდატის სტატუსი, ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანამ მიიღო მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა „ოცნებას'' რუსულ კანონზე უკან დაახევინა. ვგულისხმობ მარტის აქციებს.  სტატუსზე ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ერთიან ევროინტეგრაციის პროცესს.  ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ საქართველო - რომელიც ლიდერი ქვეყანა იყო ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში, დღეს ჩარმოჩენილია სხვა ქვეყნებს. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ანა ბუჩუკური - დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან (ვიდეო)

“დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 10000000_341621458529461_2930644199278329113_n.mp4

უკნევიჩიანე: ორბანს სურს, ივანიშვილი “კონტაქტებში ყავდეს”, ღარიბაშვილს მხარს ამიტომ უჭერს

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს თქმით, უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს სურს, ბიძინა ივანიშვილი “თავის კონტაქტებში ჰყავდეს” და ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას მხარს ამიტომ უჭერს. ფორმულას ეთერში იუკნევიჩიანემ განცხადებით: რასა იუკნევიჩიანემ ასევე თქვა, რომ ღარიბაშვილს და მისი ხელისუფლებას “არ სურთ დემოკრატიული ქვეყანა” და რეფორმებსაც არ ატარებენ. დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლოა, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვანი საკითხების დაბლოკვ

„ოცნება“ ე.წ. კარვების კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის

განახლება: „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იხუმრა  პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.  მდინარაძე ამბობს, რომ კობახიძემ ე.წ. კარვების კანონზე იხუმრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაცია „იმედმა“

რისთვის იყენებდნენ ოჩამჩირის პორტს, სადაც რუსეთს საზღვაო ფლოტის განთავსება სურს

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტისთვის მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოთხ ოქტომბერს გამოაცხადა, რაც საქართველოში „საომარი მოქმედებების გადმოტანის მცდელობად“, „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციად“ და მოსკოვის პოლიტიკურ განაცხადად შეაფასეს. მართალია, კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არაფერი ვიცით, – კრემლში სულაც უარი განაცხადეს საკითხზე დამატებითი კომენტარისგან, – მაგრამ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების იდეა ახალი არ არის. ვაჭ

მდინარაძე ამბობს, რომ კობახიძემ ე.წ. კარვების კანონზე იხუმრა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ ე.წ. კარვების კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კანონის ამოქმედებას პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე გეგმავდნენ. მისი ეს განცხადება სახელისუფლებო ტელეარხმა „იმედმა“ გაავრცელა როგორც ნამდვილი ამბავი. კობახიძის აღნიშნული განცხადების სისწორის გადასამოწმებლად ნეტგაზეთი „ქართული ოცნების“ პრესსამსახურსაც

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა

მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. მოკლულია 14 წლის გოგონა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა მოკლა. როგორც ირკვევა, შემთხვევა ახლობლის ქორწილში მოხდა, სადაც მამაკაცი რამდენიმე თვის წინ მოყვანილ ცოლთან ერთად იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა - პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. „როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრ

მაია კოპალეიშვილი - რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა, სერიოზულად არ მიმაჩნია - სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა

ის, რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა, სერიოზულად არ მიმაჩნია - სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონ

ომბუდსმენი - შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი - სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ავრცელებს, რითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ 14 წლის გოგონას მკვლელობას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბა

ელეონორა არჩაია - დაინიშნოს ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუდმივი სატრანსპორტო მარშრუტი; შეიქმნას ტექნიკურად გამართული სისტემა, რომელიც უპრობლემოდ მოემსახურება ქუთაისში ჩამოსულ ასიათასობით სტუმარს

2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ერთი მილიონი მგზავრი მიიღო. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული აეროპორტი ჩვენი ქალაქისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და სიცოცხლისათვის. ტურისტები ქალაქში ათასობით დოლარს ხარჯავენ, რაც საკმაოდ დადებითად აისახება ქუთაისის ბიუჯეტზე და უამრავი ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სამწუხაროდ, აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივე
×
×
  • შექმენი...