გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. (მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში).
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზ
პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა მისცა, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ გააერთიანოს, მიზანი კი ენმ-ს „პოლიტიკური საფრთხობელას როლში“ დაბრუნებაა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის სპეცოპერაციას ატარებინებს, რათა შემდეგ, აღნიშნული პარტიით, ხალხი შეაშინოს.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ, მ
"მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ინიციატივა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და არა კოლექტიურმა კობახიძეებმა."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/412790611135652/
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებული არაა იმაზე, სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის ნავალნი“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, ექსპრეზიდენტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის რეალური დანაშაულებისთვის.
„გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მიზნებისთვის უკეთესია, ის სადმე სხვაგან იყოს. ეს მთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ.
„ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დავიცვათ - და ეს არის როგორც ყველა უკრაინელი სამხედროს, ასევე ყველა დიპლომატის ამოცანა - თითოეულისთვის და ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო კომუნიკაციაზე, ვინც ყოველდღიურად უნდა იყოს დიალოგში პარტნიორებთან. აბსოლუტურად აშკარაა, რომ საჰაერო თა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირებოდა და 100 000 ამერიკულ დოლარს ითხოვდა.
დაკავებული მათ სიცოცხლისა და ქონების მოსპობით ემუქრებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები ამოიღეს, რითიც ის მოქალაქეებს უკავშირდებოდა.
გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწი
პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით გაურკვეველი საგნები ისროლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო!“.
ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობი პირი ავტომობილით შეიჭრა და [პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ტერიტორიას განარიდეს. აქციაზე პერიოდულად არის სიტყ
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 4-წლიანი პატიმრობა დაემუქრებათ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
„FBI-მ დაადგინა, რომ სუბიექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია“, - აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში.
ფედერალური გამოძიების ბიურო მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც, შესაძლოა, გამოძიებას დაეხმაროს, გააგზავნონ ის ელექტრონულ მისამართზე: FBI.gov
პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის.
“ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, - განაცხადა ბექაურმა.
გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც.
“უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
ცნობილია, რომ მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება. მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.
„წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერეს
"ჯეკი ჩანი მისწორებს თმას პარაოლიმპიური დაჯილდოების ცერემონიამდე," - წერს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
An-e-8PG-p5nk3Odp9-Kbmo2AgtPVtYK7EpuCFymO0RZm5RBOIW9BuEaj3gsUDb8gybtr5Q-Sai6iJl08MrTdh3p.mp4
აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ მიღებაზე მიწვევის გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ ეს შედეგია მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების.
აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამინისტრო შეახსენებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ საქართველომ თავად უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან.
„ცნობილია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არის. მაშასადამე, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის დროს „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“ და სხვა მითიურ ტერმინებზე მცდარი სპეკულაციებისა, ქართველმა პ
საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც პარიზში გახსნილი საარჩევნო უბნიდან შორს ცხოვრობენ, მოქალაქეები თანხას აგროვებენ.
ინიციატივა თავისუფალ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს „ერთი მოქალაქე – ერთი არჩევანი“ – ეკუთვნის. მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის მაქსიმალური გაზრდა 26 ოქტომბრის არჩევნებში.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, თამარა დემურია ნეტგაზეთთან ამბობს, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში საარჩევ
„გახარია – საქართველოსთვის” პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართა „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია.
„გახარია – საქართველოსთვის” პარტიამ ცესკოს მიმართა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი/ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩე
რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვა
მათ (ქართულ ოცნებას) წარმოდგენა არ აქვთ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ოცნება" ძალიან ცდება, თუ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში, მათ რაიმე შეუმსუბუქდებათ - პირიქით, საქართველოსთან ამერიკის პოზიცია უფრო გამკაცრდება.
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.
ვიდეო: https://www.facebook.com/reel/2239494939758384
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულ
არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „ყველა სახის გაყალბებას“.
მან ისაუბრა ქვეყანაში ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ საჭიროა ევროპული პასუხ
სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”.
ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ „სამწუხაროდ მიიჩნევს სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”.
ლევან იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტის შეკრებასაც და
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.
ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
იპნ