Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.711

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ლიეტუვის პრეზიდენტი - დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო - უკრაინის გამარჯვება ახლოს არის!

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. განცხადებას ლიეტუვის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს. „დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება!" – წერს ნაუსედა. ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგ

ანაკლიის პორტის აშენება შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს უნდათ - მინისტრი

საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვებით მიმართა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ პროცესში, საიდანაც მხოლოდ ორი გადავიდა შემდეგ ეტაპზე. "საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის

ანა ბუჩუკური - ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის პარალელურად, “ოცნება” გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობისთვის იღვწის და თითქოს ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან აცილებისთვის (ვიდეო)

"რასაც რუსეთი ოჩამჩირის გავლით ცდილობს, არის საქართველოში გახსნას მეორე ფრონტი. ოჩამჩირე 50 კმ-ითაა დაშორებული ზუგდიდან და არავინ იცის, რა მიზნით და რა გეგმით აპირებს რუსეთი ამ ფლოტის გახსნას, შესაბამისად შეიცავს დიდ საფრთხეებს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როცა “ოცნება” გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობისთვის იღვწის და თითქოს ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან აცილებისთვის.” ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 387188750_85520224

ჯო ბაიდენი - პუტინი და „ჰამასი“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან - ამერიკა არ დაუშვებს, ეს მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება. „პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის -

„ოცნების“ ლიდერები და ოპოზიცია ძველი პირადობების საკითხზე დახურულ ფორმატში ხვდებიან

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, დახურულ ფორმატში ოპოზიციას ხვდებიან. შეხვედრაზე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ იმ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს. აღნიშნული პროექტის ინიციატორი ფრიდონ ინჯიაა. ის დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება. შეხვედრას „ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე ესწრებია

ივანე ჩხაიძე - ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს. როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის გ

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში სავარაუდოდ, მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. იპნ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - დეკემბერში მთავრობის მიერ გასხვისებული 14 სახელმწიფო ქონებიდან 6 კითხვებს აჩენს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 2023 წლის დეკემბერში დეკემბერში მთავრობის მიერ გასხვისებული 14 სახელმწიფო ქონებიდან 6 კითხვებს აჩენს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები. „ყოველ კვირას საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ეტაპობრივად შევცვლით ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, არაეფექტურ მეთოდებს და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან გადავალთ მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამავრცელებელთა დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე

"ჩვენ ეტაპობრივად შევცვლით ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, არაეფექტურ მეთოდებს და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან გადავალთ მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამავრცელებელთა დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე, რაც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. სახელმწიფო ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე. პირველ რიგში სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით. რა თქმა უნდა სისტემატურად გადაიხედება ჩა

საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებაზე - საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა - ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს. „საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახ

„ძალიან დიდი საჩუქარია პუტინისთვის“ — გიორგი თავდგირიძე ვაზიანში აეროპორტის აშენებაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება. ის ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახალი აეროპორტის მაინცდამაინც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან აშენება, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ბაზის სამხედრო პოტენციალს. მისივე განმარტებით, ვაზიანის სახმედრო ბაზის დასუსტება რუსეთს საშუალებას მისცემს, თბილისის დასაკავებლად დესან

როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, გვიმეორდება 9 აპრილი — ილიკო სუხიშვილი რუსულ კანონზე

ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ტელეკომპანია „პირველთან“ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება. ილიკო სუხიშვილის თქმით, ამგვარი ნაბიჯებით დასავლეთში საქართველოს ხელისუფლება აგზავნის მესიჯს, რომ ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას და აცხადებს, რომ ახლანდელი რეჟიმი საბჭოთაზე არანაკლებ საშინელია: „არ არის ისეთი კანონები, რომელიც პირიქით დაგვაახლოვებს ამ [დასავლურ] პერსპექტივასთან? ჩემი აზრით, და

თემო ტარიელაძე - დღეს ხელისუფლება ქართველ ხალხს ართმევს ღირსებას! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით ერთად, არ გავიყოფით, არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დღეს ხელისუფლება ქართველ ხალხს ართმევს ღირსებას! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით ერთად, არ გავიყოფით, არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!   თემო ტარიელაძე, სტუდენტი ბათუმიდან.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7203221906454044/  

„ამით არავინ არ დარჩება მოგებული“ – ბიზნეს ასოციაციები რუსულ კანონზე

დღეს, 10 მაისს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებმა რუსულ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და იმ ზიანზე ისაუბრეს, რასაც კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს. როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს. „ის მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას… არავინ არ დარჩება მოგებული… კანონის მიღებამდე უკვე დაიძაბა სიტუაცია, კატასტროფულ სა

პრეზიდენტი - 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს, მომავალი ჩვენია - მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის

მე ამ საღამოს თქვენთან ვარ, 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას. პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. „ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანა გადაიყვანეს ევროინტეგრაციის გზიდან... რუსული კანონის მიღებით კი, ქვეყანაში გააფორმეს ავტორიტარიზმი და საგარეო კურსის ცვლილება (ვიდეო)

ქვეყანა გადაიყვანეს ევროინტეგრაციის გზიდან. რუსული კანონის მიღებით კი ქვეყანაში გააფორმეს ავტორიტარიზმი და საგარეო კურსის ცვლილება. ჩვენი ფოკუსი უნდა გასწორდეს არჩევნებზე, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441710145168572/

"გახარია საქართველოსთვის" - „ოცნება“ არამხოლოდ სარგებლობს ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შავი ფულით, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს, არამედ ქოლ-ცენტრების ინფრასტრუქტურა ხელისუფლებისთვის მოქალაქეების დაშინების ინსტრუმენტია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ხელისუფლების ინტერესთან დაკავშირებული კიდევ ერთი მაგალითი გვსურს მივაწოდოთ საზოგადოებას, რაც ადასტურებს, რომ „ოცნება“ არამხოლოდ სარგებლობს ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შავი ფულით, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს, არამედ ქოლ-ცენტრების ინფრასტრუქტურა ხელისუფლებისთვის მოქალაქეების დაშინების ინსტრუმენტია. 2024 წლის 6 და 7 ივნისს მტკიცებულებებზე დაფუძნებული განცხადებები შევიტანეთ სპეცია

პარიზის პროკურატურა - „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი კიბერდანაშაულის საქმეზე დააკავეს

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა. უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში. ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც შანიძემ განაცხადა, 4 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციებთან იყო დაკავშირებული და ასევე იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს. „პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ვ

ანა ბუჩუკური - ჩვენ ვთქვით, კოალიცია არ შევუქმნათ არც “ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” ამაზე მათი თანხმობა არ იყო (ვიდეო)

"ჩვენ ვთქვით, კოალიცია არ შევუქმნათ არც “ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” ამაზე მათი თანხმობა არ იყო."   ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/366439519897247/  

IDFI: საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

IDFI-ის განცხადებით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ორგანიზაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია, საიდანაც 30 000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. კვლევის თანახმად, რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20 885-ს აქვს – IDFI-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯამში აქტიური

კახაბერ ქემოკლიძე - სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი კაცის მფლობელობაშია, რომელთა ნდობაც ნულის ტოლია (ვიდეო)

“ოცნებამ” ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა. სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი კაცის მფლობელობაშია, რომელთა ნდობაც ნულის ტოლია.     კახა ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1065199681877968/

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია. მისივე თქმით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან. „როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარ

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის. შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თა

გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა. „წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების - ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის - დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს - IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სი
×
×
  • შექმენი...