სტუდია „მონიტორის” ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონება დაუყადაღა.
საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა.
„სტუდია მონიტორის” ცნობით, დაყადაღებულია:
აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება.
მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს გადააფორმა სხვა პირზე;
უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ზარალის დასამალად რუსები ზაპოროჟიეს რაიონში ჯარისკაცების ცხედრებს წვავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში, ფრონტზე საკუთარი დანაკარგების დასამალად, მობილური კრემატორიუმი მოაწყვეს.
„მტრის დანაკარგი იზრდება. დაღუპული ოკუპანტების რაოდენობის დასამალად, ქალაქ ტოკმაკში, Pridneprovskaya Biotes-ის საწარმოს ტერიტორიაზე, რუსმა დამპყრობლებმა მობილური კრემატორიუმი გამართეს. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული დაკავებულია.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს კონტროლქვეშ უნდა დააბრუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, რომლებზეც 2008 წელს ფაქტობრივად რუსეთის კონტროლი დაწესდა. მისი აზრით, რუსეთი წააგებს უკრაინაში ომს და მისი დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც.
„რუსეთი უკვე პრაქტიკულად დამარცხდა ყველა ბრძოლაში, თუ საერთოდ ომში არა. საქართველოს სა
“არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია”, — ასე შეაფასა თბილისში ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალზე ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორმა მიხაილ ზიბერტმა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” მიერ პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა.
“მე პირადად მინახავს ბევრი ვიდეო ბოლო კვირის და 10 დღის განმავლობაში, სადაც ევროპის დროშა ფრიალებს ძალიან გაბედულ მომენტებში. ვნახე, როგორ ფრიალებს ევროკავშირის დროშა წყლის
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მიზეზი სებ-ის საგამონაკლისო ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძის გამო ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
,,ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და
ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით ხუთმა სატვირთო ავტომობილმა თურქეთ-სომხეთის საზღვარი იღდირის პროვინციაში უკვე გადაკვეთა.
ბოლოს საზღვარი 1988 წელს გაიხსნა, მაშინაც მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული მიზნებისთვის.
ავტორი - თამთა რუხაძე
ლას-ვეგასელმა მამა-შვილმა, ჯეი და შონ ბლუმებმა CNN - ითვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი ბატისკაფ ,,ტიტანის“ წყალქვეშა ეკიპაჟის თავდაპირველ სიაში იყვნენ, მაგრამ შონს წყალქვეშა მცურავი მოწყობილობის შესახებ მოძიებული ინფორმაცია საიმედოდ არ ეჩვენა, ამიტომ მათ უარი თქვეს ჩაყვინთვაზე და თავიანთი ადგილი ბრიტანელ მამა-შვილს დაუთმეს.
20 წლის შონის თქმით, მას შემდეგ, რაც სუბმარინის შესახებ ვიდეოებს უყურა, ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ წყალქვეშა მცურავ აპარატს შეიძლებოდა ოკეანის ზედაპირ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ე.წ. საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დ
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„მინდა ვთქვა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს - როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს - საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ რუსეთში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ქსელი. ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება", - აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსე
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გუშინ, 8 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც ისტორიული კინოფირები გაანადგურა, განცხადებას აქვეყნებს და კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას ითხოვს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციუ
შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა.
"ინფო რუსთავი" გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. "დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძზალი
საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ შარშანდლისგან განსხვავებით, აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
„წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია „თა
რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.
„განცხადებებს, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის სახელით ვრცელდება, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ამ განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [“ეფესბე”] მიერ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მოვითხოვთ, დაუყოვ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ მოსკოვის მერის დღევანდელ განცხადებას მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ.
წყარომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ დრონმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ხანძარი გრძელდება „ტომილინსკის ელექტრონული ქარხნის“ საამქროში.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დღეს დილით, ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების კანონების განხილვას მთელი დღე დასჭირდება, ამიტომ სამშაბათის ნაცვლად, ხუთშაბათის, 9 მარტს, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან პირველი მოსმენით კენჭს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს.
როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, ხვალ პლენარულ სხდომა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონს განიხილავენ.
„რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონებს, ორივე კანონზე მაქვს საუბა
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 2 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილზე მყოფი აქტივისტები იუწყებიან.
განახლება: აქტივისტების ცნობითვე დაკავებულები პოლიციის განყოფილებიდან, დაახლოებით, 11:10 საათზე გაათავისუფლეს.
ვიდეოში, რომელსაც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ავრცელებენ, ჩანს რომ პატრული მიდის დემონსტრანტთან და უთითებს, რომ მისი პლაკატი შეურაცხმყოფელია. შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი დემონსტრანტს პლაკატს არ
უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების დღეს მიმართვას ავრცელებს:
„გილოცავთ კოლეგებს! კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია ახლა თქვენ გვერდით რომ არ ვარ.
ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა. ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილ
პენტაგონმა გამოაცხადა სამხედრო სფეროში უკრაინის დახმარების ახალი, ორ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან საშუალებებს საჰაერო თავდაცვისთვის და საბრძოლო მასალებს.
ახალი პაკეტი მოწმობს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას კიევისადმი, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში - აცხადებს პენტაგონი.
პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პეტრიოტისთვის", საჰაერო თავდაცვის სისტემებს და Hawk-ის ტი
უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსული ჯარის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ჯარის მიერ ქალაქ კონსტანტნოვკაზე განხორციელებული დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს საარტილერიო დარტყმა იყო.
ერთი წლის შემდეგ კიევი დგას და უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, – ეს უკრაინაში ჩასული ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირველი განცხადებაა.
„სიენენის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარებას აანონსებს.
მედიის ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს, მეტ „ჯაველინსა“ და ჰაუბიცს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და კომენტარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასავლელი კურატორების მიერ პროვოცირებული შიდაპოლიტიკური კრიზისი შეიძლება, მთელი ამიერკავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, საშიში აღმოჩნდეს.
„ამას ადასტურებს მომიტინგეების ლოზუნგების ტრანსფორმაცია, რომელიც ბევრად გასცდა საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საზღვრებს და დაიწყეს ხალხის მოწოდება ახალი კამპანიისთვის, სამხრეთ ოსეთისა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას ადასტურებს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოლიტიკურ საკითხებში მოადგილემ კოლინ კალმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა, შედის კასეტური ბომბები, 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალა (ორმაგი დანიშნულების DPICM საბრძოლო მასალა), 105 მმ ჭურვები, ასევე საბრძოლო მასალა Patriot და HIMARS სისტემებისთვის.
ამას გარდა, აშშ კიევს დამატებით
ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დედა ანნა შოშიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
ის კათოლიკოს-პატრიარქს, ექიმებსა და საზოგადოებას მადლობას უხდის და ამბობს, რომ „ერთადერთი ნუგეში, მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად მარიტას თავგანწირვაა“.
„ჩვენი
„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი გივი მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში 21 აგვისტოს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა.
საუბარია „სალონიკის დეკლარაციის“ 20 წლის იუბილის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.
მიქანაძის თქმით, ათენში