Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.895

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძეზე - ეს კაცი დაიმახსოვრეთ - ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ღალატის სიმბოლო

პარტია "საქართველოსთვს" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძეზე - ეს კაცი დაიმახსოვრეთ - დღეს ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ღალატის სიმბოლო და ხვალ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში, სახელმწიფო ღალატის საქმის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფუგურანტი! "არ ვაპირებ შევეგუო ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც რუსეთისთვის ქვეყნის ჩამბარებლები პასუხისმგებლობას გაექცევიან! ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ხელს ვერ გაიშვერ პატრონისკენ! ორგან

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე - დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს - მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და „ამის მტკიცებულება არსებობს“. როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. „დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რა

ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე ცალკე გამოძიებას დაიწყებს. „პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარ

ნათია მეზვრიშვილი 5 ივლისის მოვლენებზე - სამართლებრივად ეს იყო ორგანიზებული ძალადობა, რომელსაც ჰყავდა კონკრეტული აქტორები, მათ შორის უშუალოდ კობახიძის სახით

კობახიძემ, 5-6 ივლისის ძალადობას სამართლებრივად არ ჰყავდა ორგანიზატირიო -  არ არსებობს თეთრი, რაზეც შავის თქმა არ შეუძლია, თუ დასჭირდა იტყვის, რომ ირაკლი კობახიძე კი არა, ირაკლი ღარიბაშვილია, არ არსებობს კანონმდებლობის ასეთი განზრახ არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტატორი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს და დასძენს, რომ 5-6 ივლისის ძალადობას პირდაპირი ეთერიდან უშუალოდ ახალისებდნენ ალტ-ინფოს „წამყვანები“. მისივე განცხადებით

ნათია მეზვრიშვილი „ოცნების“ რეგიონულ კლანებზე, რომლებიც საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებენ (ვიდეო)

ნათია მეზვრიშვილი „ოცნების“ რეგიონულ კლანებზე, რომლებიც საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებენ ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211366863457587/

ნათია მეზვრიშვილი „გორბის“ კვლევაზე - „ქართული ოცნება” უკვე დამარცხებულია, მორიგი სიგიჟე გამოაქვეყნეს, თავს იმშვიდებენ - კობახიძის „საქმე წასულია”

ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 19 დღე არ მოვანდომოთ წინ და უკან სიარულს და დრო არ დავკარგოთ , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პრეზიდენტთან ჩანიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა. მეზვრიშვილის განმარტებით, აქამდე არ ყოფილა კანდიდატებზე თუ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი, თუმცა მის გუნდს ამ საკითხზე ხისტი დამოკიდებულება არ აქვს. “ძალიან დიდი

ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" - შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება

საქართველოს მთავრობაქართული ოცნება / Georgian Dream შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს,  დროზე შექმნან რეალური გარანტიები, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონი რუსებს არ გაუმარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ოკუპირებულ ქვეყანაში საარჩევნო სუბიექტებად არ აქცევ

ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" - მანიაკების დამცველ პარტიად გადაიქეცით და მთელი სახელმწიფო აპარატი მანიაკების დაცვის სამსახურში ჩააყენეთ

ქართული ოცნება / Georgian Dream ტერორი რამე სხვა თუ გგონიათ, ცდებით, გადალახეთ უკვე ეგ ზღვარი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მთელი სახელმწიფო აპარატი "მანიაკების" დაცვის სამსახურში ჩააყენა. "მანიაკების დამცველ პარტიად გადაიქეცით და მთელი სახელმწიფო აპარატი მანიაკების დაცვის სამსახურში ჩააყენეთ. მე მაინტერესებს ამ დროს სად არის მთავარი უფლებადამცველი?", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

ნათია მეზვრიშვილი "ოცნებაზე" - 2012 წელს მოვიდნენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის იდეით და 2023 წელს სახელმწიფო მხოლოდ რუკაზე დატოვეს, ფინანსური სისტემის კოლაფსის, უსაფრთხოების უდიდესი რისკებით და საერთაშორისო იზოლაციაში

"ნაღმზე ვზივართ … მორჩილი ეროვნული ბანკით რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორით კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეებით პოლიტიზირებული (და მაღალი ალბათობით რუსული გავლენებით მოქმედი) სუსით მორჩილი ცესკოთი მორჩილი აუდიტის სამსახურით მორჩილი სახალხო დამცველით გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტ

ნათია მეზვრიშვილი - ხმის მიცემა ფარულია. მიდით არჩევნებზე. მაღალი აქტივობა არის აუცილებელი, რომ „ოცნებამ“ არჩევნები ვერ გააყალბოს (ვიდეო)

"ხმის მიცემა ფარულია. მიდით არჩევნებზე. მაღალი აქტივობა არის აუცილებელი, რომ „ოცნებამ“ არჩევნები ვერ გააყალბოს."   ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/468266256236427/

ნათია მეზვრიშვილი - ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და, ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს, ან თქვან რამდენად გაიყიდნენ

ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს ან თქვან რამდენად გაიყიდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათი მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, სამართლიანობა მოითხოვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამ და სხვა ფორმებით მუდმივად ოცნებას ეხმარება, დაერქვას „ოცნების ოპოზიცია“. "ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ არსებობდა 5 წევრზე გარიგების რისკები, რაც ჩვენთვის იყო

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს

ხელისუფლებას ევროკავშირის დირექტივის შესრულების და სიძულვილის ენის აღმოფხვრის კეთილშობილური მიზანი კი არა, წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზრის შეზღუდვის მიზანი ამოძრავებს და ეს მაშინ, როცა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლებას ეხება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, სიძულვილის ენის და უხამსობის რეგულირება კარგია, მაგრამ არა ოცნების ავტორიტარიზმის პირობებში. "ხელისუფლების მორი

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებამ ყველაფერი გადაიფორმა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

Natia Mezvrishvili • ნათია მეზვრიშვილი For English scroll down - გუშინ ხელისუფლებამ ზუსტად 3 წუთში განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიისადმი დაქვემდებარების საკითხი - ანუ 3 წუთში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა 2024 წლის არჩევნებზე სასურველი შედეგის გასაფორმებლად. - პარალალურად, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ჩან

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებამ უარი თქვა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე და კორუფციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაუხსნა გზა

ხელისუფლებამ კორუფციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაუხსნა გზა! ამჯერად უარი თქვა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კორუფციის ჭაობშია, სისტემური/ელიტური კორუფციით გეგმავს მართვას წინასაარჩევნო წელს, უკანონო/შავი ფულით ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და არ უნდა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვითარება ობიექტურად შეაფასონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წე

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება, რომელიც მზად არის ერთი ადამიანის ინტერესისთვის ქვეყნის ევროპული მომავალი სასწორზე დადოს, ყველაფრის მკადრებელია (ვიდეო)

- ხელისუფლება, რომელიც მზად არის ერთი ადამიანის ინტერესისთვის ქვეყნის ევროპული მომავალი სასწორზე დადოს, ყველაფრის მკადრებელია. - ოცნებამ გადალახა, მათ შორის, ის ზღვარიც, რითაც ის ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავდებოდა - ხელისუფლებაში მოსვლისას მისთვის მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა იყო და ახლა ვხედავთ ადამიანების ჩაგვრას, ძალადობას, მოქალაქეების ერთმანეთზე გადაკიდებას. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე 347557499_629582912458289_236537544867093

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ხალხის ნებას აღარ გამოხატავს - ამ ადამიანებს შუბლის ძარღვი უკვე საერთოდ გაწყვეტილი აქვთ

შალვა პაპუაშვილი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა რუსული კანონი დააინიცირა და მისი ხელმოწერაა ამ კანონზე, გაბედა და თქვა, თუ სტატუსს მივიღებთ, ამას საქართველოს ხელისუფლება მიიღებსო. როგორც ჩანს, ის უყურებს მხოლოდ „იმედს“ და უმალავენ, რა მოხდა ევროპარლამენტში 2 დღის წინ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მან გადაცემაში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზ

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება სანქცირებული მოსამართლეების ტყვეა, მათზე დგას ოცნების ძალაუფლება და ბუნებრივია, ძალაუფლების ამ ტოტს ნებაყოფლობით არ მოიჭრის

ხელისუფლება სანქცირებული მოსამართლეების ტყვეა, მათზე დგას ოცნების ძალაუფლება და ბუნებრივია, ძალაუფლების ამ ტოტს ნებაყოფლობით არ მოიჭრის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც მან აღნიშნა, ოცნებას ფერი არ უცვლია და  ისევ აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ "ოცნების დღევანდელი ქცევა არ გამკვირვებია. შეგახსენებთ, ხელისუფლებამ სასამართლოს „გავლენის ჯგუფის“ (ჩინჩალაძე-მურუსიძის) დასაცავად:

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ინსტრუქციებს აშკარად მოსკოვისგან ელოდება... სახელმწიფო აღარ გვაქვს და ყოველდღიურად დაუცველები, საფრთხეში ვართ

ხელისუფლება ინსტრუქციებს აშკარად მოსკოვისგან ელოდება. თუ ასე არაა, სად არის პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო რესპუბლიკაში? სად არის პრემიერი? სად არის სუს-ის უფროსი? სად არის შს მინისტრი (იმავდროულად, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი)? სად არიან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, როცა ქვეყანას რეალურ

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ზუსტად ისე გვებრძვის დღეს, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა „ოცნებას“

დღევანდელი „ოცნება“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც რეკლამის განთავსებაზე თ

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ერთნი არიან... "ოცნება" ერთი ხელით უსაფრთხოების დაცვის ცრუ გარანტიებს იძლეოდა და მეორე ხელით ძალადობას აორგანიზებდა

ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ერთნი არიან. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოცნება ერთი ხელით (ინსტიტუტების პირით) უსაფრთხოების დაცვის ცრუ გარანტიებს იძლეოდა და მეორე ხელით (ძალადობრივი ჯფუგების გამოყენებით) ძალადობას აორგანიზებდა., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე დაასუსტა ძალოვანი უწყებებისადმი (მათ შორის) საზოგადოების ნდობა. "ამიტომ, ცოტა მიკვირდა იმ ადამი

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებით

ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით, "ოცნების" მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს უკან დაიხია, პრეზიდენტის როლიც დააბრუნა და ოპოზიციაც შემოჰყავს თემაში, სინამდვილეში, კი ამჯერადაც ოპოზიციის ცალკეული წევრების იმედი აქვთ, რომ 90 ხმას "შეუკრავენ" ზუსტად ისე, როგორც იუსტიც

ნათია მეზვრიშვილი - წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი

წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი ტქმით, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი. "საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ გამზირზე, სადაც ქართველების სისხლია დაღვრილი, ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშა ჯერ დაწვა, ახლა საერთ

ნათია მეზვრიშვილი - წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ფორმით! - პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საკითხების ირგვლივ გვაქვს სრული მზაობა, სრული ერთიანობაა ჩვენი გუნდის მხრიდან, ყველა პროცესში ვიქნებით

როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული. “ძალიან მძიმე დღეა ქ

ნათია მეზვრიშვილი - ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა „ოცნებამ“ - საუბარი დაიწყეს იმ სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე, რომლის 2018 წელს შექმნა 2012 წლამდე წამებებმა და არაადამიანურმა/დამამცირებელმა მოპყრობებმა განაპირობა

"ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა „ოცნებამ“ - საუბარი დაიწყეს იმ სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე, რომლის 2018 წელს შექმნა 2012 წლამდე წამებებმა და არაადამიანურმა/დამამცირებელმა მოპყრობებმა განაპირობა. როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და მისი მანდატის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებენ. ანუ, ჯერ ხომ ინსპექტორის სამსახური გააუქმეს იმ მოტივით, რომ თითქოს რეფორმის გატარება და სამსახურის გაძლიერება უნდოდათ - მის ადგილას შექმნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური (პროკურ

ნათია მეზვრიშვილი - ძალიან საშიშ პროცესში შევყავართ ხელისუფლებას... ძალაუფლების შესანარჩუნებლად ოცნება „ომში ჩართვის“ ცრუ შიშებით და თითქოსდა ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საზოგადოებას ევროკავშირსა და ახლა უკვე ნატოზე ოფიციალური უარისთვის ამზადებს

ძალიან საშიშ პროცესში შევყავართ ხელისუფლებას. ცდილობენ საზოგადოებაში ნელ-ნელა დალექონ ყალბი მოლოდინები, რომ ოცნების „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგად შესაძლოა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, „ომში ჩართვის“ ცრუ შიშებით და თითქოსდა ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საზოგადოებას ევროკავშირსა და ახლა უკვე ნატოზე ოფიციალური უარისთვის ამზადებენ.   "რეალ
×
×
  • შექმენი...