Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ძალიან საშიშ პროცესში შევყავართ ხელისუფლებას... ძალაუფლების შესანარჩუნებლად ოცნება „ომში ჩართვის“ ცრუ შიშებით და თითქოსდა ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საზოგადოებას ევროკავშირსა და ახლა უკვე ნატოზე ოფიციალური უარისთვის ამზადებს


ძალიან საშიშ პროცესში შევყავართ ხელისუფლებას. ცდილობენ საზოგადოებაში ნელ-ნელა დალექონ ყალბი მოლოდინები, რომ ოცნების „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგად შესაძლოა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.


მისი თქმით, „ომში ჩართვის“ ცრუ შიშებით და თითქოსდა ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საზოგადოებას ევროკავშირსა და ახლა უკვე ნატოზე ოფიციალური უარისთვის ამზადებენ.

 
"რეალობა ისაა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ოცნება ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე რუსეთის სპიკერად ჩამოყალიბდა, სასწორზე აქვს დადებული ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მშვიდობა, რომელთა განმტკიცება და დაცვა მხოლოდ ევროკავშირის და ნატოს წევრობითაა შესაძლებელი.
არაკონსტიტუციური, ლეგიტიმაციის არმქონე ხელისუფლება ამგვარი ცრუ მოლოდინებით და შიშებით ეცდება ხალხის მხარდაჭერის მობილიზებას წინასაარჩევნოდ. მზად უნდა ვიყოთ, რომ ევროკავშირზე და ნატოზე ღია უარს, სათანადოდ ვუპასუხოთ არჩევნებამდეც და არჩევნებზეც.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...