Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.951

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რა უთხრეს ევროპელმა პარლამენტარებმა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყვნენ გერმანელი მიხაელ როთი, პოლონელ მიხაილ კამინსკი, ლიეტუველი ჟიგიმანტას პავილიონისი, ფინელი იუკა კოპრა და შვედი ერიკ ოტოსონი. „ნეტგაზეთი“ მათი გამოსვლების თარგმანს გთავაზობთ: მიხაელ როთი ჟიგიმანტას პავილიონისი ერიკ ოტოსონი იუკა კოპრა მიხაელ კამინსკი

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა აკავშირებთ. როგორც მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე ომს და სამშვიდობო პოლიტიკას. მისი თქმით, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული

დმიტრო კულება - უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება. ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კამბოჯაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მასთან შეხვედრა არ უთხოვია. „თუ ის ამას გააკეთებს. ჩვენ მის თხოვნას დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა კულებამ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევა

სალომე სამადაშვილი - სენატორ შაჰინის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

,,ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე. სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორ შაჰინის დელეგაციის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ის დიდი ხანია, ქართველი ხალხის ერთგული მოკავშირეა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიის უზრუნველყოფის, ევროკავშირში და ნატოში გაწევრია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს, 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, წილკანი, სელექცია, საგურამო, მუხრანი. სარეაბილიტაციო ს

ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წელს რუსეთიდან 5,4 მილიონი ტურისტი ჩავიდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი - 830, 5 ათასი

გასული წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 5,4 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა. როგორც, რუსეთიდან საზღვარგარეთ ტურისტული ნაკადის ზრდის შესახებ, Росстат-ის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, აღნიშნული მონაცემით ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში პირველ ადგილზე დგას, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი, რომელსაც შარშან 4,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია; მესამე ადგილს 1, 2 მილიონით არაბეთის საემიროები იკავებს, მეოთხე ადგილზე კი ეგვიპტეა, - 900, 5 ათასი რუსი ტურისტით. ოკუპირებული ა

ომის ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში სულ მცირე 50 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის განმავლობაში, სულ მცირე 50 უფლებადამცველი, ჟურნალისტი და ჰუმანიტარული მისიების მოხალისე დაიღუპა. ასეთი რიცხვია მოტანილი საერთაშორისო პროექტ Front Line Defenders-ის ანგარიშში. პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთს, ომის დასაწყისიდანვე, მიზანში ჰყავდა ამოღებული უკრაინელი უფლებადამცველები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. ეს ფაქტობრივი მასალა აუცილებელია მომავალი ს

ზურაბ აზარაშვილი: თუ EU-ს რამდენიმე ქვეყანა დააფინანსებს Vosoritide-ს, ჩვენც ავიღებთ პასუხისმგებლობას

,,ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“, - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზ

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, - წერს ზელენსკი. იტალიური მედიის ცნობით, კიევის დროით 11:13 საათზე ზელენსკი რომში, „ჩამპინოს“ აეროპორტში დაეშვა, სადაც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაია

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაული საფრთხეს უქმნის უკრაინის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მან Twitter-ზე აღნიშნა, ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ და ანადგურებს ადგილობრივ ეკოლოგიას. ,,კახოვკას კაშხლის განადგურება დღეს საფრთხეში აგდებს ათასობით სამოქალაქო პირს და სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილობრივ გარემოს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომე

კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს. „მოსახლეობა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. მთავრობა განმარტავს, რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორისაა უკრაინაც. „გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან და

ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი - მოუთმენლად ველი პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. „მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას", - აცხადებს გრანტ შეპსი. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგურ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ

ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მიზნები გასაგებია - „ჰამასის“ სამხედრო და ხელმძღვანელი პოტენციალის განადგურება და ასევე, მძევლების სახლში დაბრუნება.” მისივე თქმით, სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მი

2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის

2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად: პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით), პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით), პარლამ

ბექა ლილუაშვილი - მთავარია, რომ ხელისუფლება მოეშვას არჩევნების გაყალბების პროცესს, რომელიც დაწყებული აქვს და გადავიდეს შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებაზე (ვიდეო)

მთავარია, რომ ხელისუფლება მოეშვას არჩევნების გაყალბების პროცესს, რომელიც დაწყებული აქვს და გადავიდეს შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებაზე, რომ ის ჩამორჩენა, რაც ამ წლინახევრის განმავლობაში „მოახერხა" ეს სივრცე შეავსოს. ამიტომ ხელისუფლება ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას და მას მოუწევს დემოკრატიული რეფორმების გატარება იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ მოლაპარაკების ჩარჩოს ნაწილი ან არა და მოუწევთ სახლში წასვლა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  399296017_9209169

Politico: ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გასცემს

დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“. მათი ორი რესპონდენტის, – ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირი

მოსკოვი თბილისისგან “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების” მონიშვნას ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ “საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესსა და შემდგომი დემარკაციის მნიშვნელობაზე” ისაუბრა. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა “თბილისთან უფრო აქტიური მუშაობის საჭირო

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ. თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური პავილიონები 3

ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. მანამდე, ტელეკომპანია „პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან. ინტერპრესნიუსი

წულუკიანი სანქციებზე: ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც აშშ უშვებს სტრატეგიულ პარტნიორთან

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურად დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს „მორიგ შეცდომას” უწოდებს. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში ისაუბრა. publika

ნათია მეზვრიშვილი - დღეს ივანიშვილის მთავარი მიზანია მოიპოვოს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი (ვიდეო)

დღეს ივანიშვილის მთავარი მიზანია მოიპოვოს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2357987544405313/

TI: ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და აუარესებს არსებულ წესებს. საუბარია, 2024 წლის 29 მაისს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე.   პუბლიკა

GWP: წიწამურში დაზიანებული წყალსადენის აღდგენის სამუშაოები შეიძლება გახანგრძლივდეს

GWP კვლავ ვერ ამბობს, როდის დასრულდება წიწამურის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების აღმოფხვრა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. GWP-ის განცხადებით: კომპანიისვე განცხადებით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნა

ბექა ლილუაშვილი - გენპროკურორად დაინიშნება ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აწყობს - ის ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი

ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გენერალურ პროკურორად დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც მმართველ გუნდს უნდა, იმიტომ, რომ ის ამ თვალსაზრისით ერთპიროვნულ შესაძლებლობას ფლობს. "ეს პროცესი დღეს იმდე
×
×
  • შექმენი...