Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.741

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასე

ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება, - ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფაშინიანი, 9 მაისს „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. „პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით დღეს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომშ

ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთა

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარებასთან დაკავშირებით, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას მხარს უჭერს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მიმდინარე „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდ

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს

სრულიად ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს”, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, აღნიშნული დებულ

ნიკოლ ფაშინიანი - რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი, ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ წერს. „რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებულნი არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, – წერს ფაშინიანი. ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს. სწორ

ნიკოლ ფაშინიანი - ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ

ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „ჩვენ აზერბაიჯანისგან გარანტიებს ველით და მზად ვართ, მათ გარანტიები მივცეთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა თეორიულად შესაძლებელია. „ჩვენ აზერბაიჯანისგან დამატებითი ორმხრივი გარანტიები გვსურს, აზერბაიჯანს კი ჩვენგან, რომ არც ჩვენ და არც მ

ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს

აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე. „ეს 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა ფაშინიანმა. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთან

ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ნიკო ლეკიშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს. ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენი

ნიკა სიმონიშვილი - ჟურნალისტებისთვის პარლამენტში ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება. როგორც „ინტერპრენიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი განმარტავს, ამოქმედებულ ნორმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, თუ რა კონტექსტის საფუძველზე მიიღეს ახალი წესები. „შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა, როცა ჟურნალისტები შესაბ

ნიკა მელია: 17:00-ზე ეროვნულ ბანკთან ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მიზეზი სებ-ის საგამონაკლისო ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძის გამო ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.  ,,ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. 22 სექტემბერს დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი დღეს, 24 სექტემბერს, უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა 23 ოქტომბრამდე გადაიდო. 22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტ

ნიკა მელია - პრაიმერიზი დღეს ვინმეს თუ აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმა ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას

ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ოპოზიციამ კონკრეტული საკითხების გარშემო უნდა ითანამშრომლოს. „ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად ს

ნიკა მელია - კეზერაშვილს ვურჩიე, რომ პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ახლა ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალს“ ეძებს, მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო

დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ახლა ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალს“ ეძებს, მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, ადამიანი არ არის დამნაშავე, ვიდრე არ დაადგენს სასამართლო. „ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო - აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მა

ნიკა კაცია გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც იყო ანტისანიტარია, ეყარა სარემონტო ნარჩენები - ადვოკატი

„გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც ანტისანიტარია იყო, ეყარა სარემონტო სამუშაოების ნარჩენები – ცემენტი, რაც თავად ავფხიკეო”, – ამის შესახებ „პუბლიკასთან” საუბრისას დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას ადვოკატი ნინო ლომინაძე აცხადებს. ნიკა კაცია, რომელსაც პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება. ის ამჟამად ბრალდებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამო გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. ადვოკატის გადმოცემით, კაცია პირობების გაუარესებაზე რამდენიმე მიმართულებით საუბრ

ნიკა გილაური ამბობს, რომ პარტიის შექმნას არ აპირებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური უარყოფს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას ქმნის. ნიკა გილაურმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა. გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური პარტიას ქმნის და ამ პარტიაში ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე იქნებიან. ნიკა მელიამაც და ხატია დეკანოიძემაც ეს ინფორმ

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

"მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბ

ნიკა გვარამია - მე არ ვუძლებ, ვიხდი სასჯელს და მაძლიერებს იმის გაცნობიერება, რომ ეს სასჯელი არ მეკუთვნის - ადამიანების გაძლებაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან, როგორც მიშა, ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა

მთავარი ჩემთვის ისაა, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი - ცხადია, რომ არის - ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ამის გაცნობიერება მაძლიერებს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს. გვარამიას თქმით, თავად თავისუფალია და ბრძოლას აგრძელებს სხვისი და ქვეყნის თავისუფლებისთვის. მან საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ს

ნიკა გაგნიძე მოსკოვის ლოკომოტივში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა – Geo Team

Geo Team-ის ინფორმაციით, გორის „დილის“ ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძე მოსკოვის ლოკომოტივში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მათივე ცნობით, ფეხბურთელს რუსეთის ჩემპიონატში თამაში არ სურს. „გორის დილას 23 წლის კაპიტანმა უარი სერიოზულ ფინანსურად უკვე გამზადებულ კონტრაქტზე თქვა“, – წერს Geo Team. ნეტგაზეთი

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი - პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა - ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან

საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა. „ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილი

ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეს სხვა ქართველის სასიკვდილოდ დაჭრის ბრალდებით ეძებენ

ნიდერლანდების ცენტრალური ოლქის პროკურორმა ძებნაში გამოაცხადა 28 წლის საქართველოს მოქალაქე თორნიკე მანველიძე, რომელსაც ბრალად ედება უტრეხტში 32 წლის საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრა. მოქალაქეებს მოუწოდებენ, მანველიძის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში პოლიციას მიმართონ და აგრეთვე აფრთხილებენ, ეჭვმიტანილის დანახვის შემთხვევაში მასთან არ მივიდნენ და პირდაპირ პოლიციაში დარეკონ. ნეტგაზეთი

ნიდერლანდებმა უკრაინას რუსეთის თავზე F-16-ების გამოყენების უფლება მისცა

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ნიდერლანდებიდან მიღებული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ონნო ეიხელშაიმმა განაცხადა. „ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი შეზღუდვა ომის კანონების დაცვით F-16-ის გამოყენებასა და ფრენის დიაპაზონზე“, - აღნიშნა ონნო ეიხელშაიმმა. მისი თქმით, იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მოწოდებულ სხვა იარაღს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია მათი განკარგვა ბრძოლის ველზე საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ დაც

ნიდერლანდების საგარეო უწყება - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალდა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალდა. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“, - ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო უწყების განცხადებაში.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - პარტნიორების რჩევების მიუხედავად კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს - მოვუწოდებთ მთავრობას, გადაწყვეტილებას გადახედოს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. როგორც ის აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს. „საქართველოს პარტნიორების რჩევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას
×
×
  • შექმენი...