Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.438

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში. მისივე თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერით, უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი მიმდინარე წელს. ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომში, რომელიც მას არ დაუწყია, ყოველდღიურად კარგავს თავის შვილებს. „ამ კრიმინალურმა ომმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გაანადგურა. მთელი ოჯახები იღუპება რუსული საარტილერიო დარტყმებითა და სასიკვდილო ირანული დრონებით“, - განა

პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა დღეს, 9 აპრილს გამართულ სეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან. ნანა მახარაძე არის 9 აპრილის მონაწილე ქალი, რომლის ცნობილი ფოტო დროშით საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი გახდა, ხოლო ნანა მალაშხია არის წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით. ნანა მალაშხიას პრეზიდენტმა ღირსების მედალი გადასცა საქართველოს ევროპული მომავლისთვ

რუსუდან თევზაძე - რა ვითარებაა სკოლებში... როგორ ექცევა განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს (ვიდეო)

- რა ვითარებაა სკოლებში  - როგორ ექცევა განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი -  რუსუდან თევზაძე 356155005_1472893323445737_5461265967697010698_n.mp4

კელი დეგნანი - პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ, მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს - სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს

პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, ნამდვილად პირადად არაფერს არ ვიღებ, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. კონცენტრაცია სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყოს, საგზაო რუკა არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი, თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები მიჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცეს მიჰყვებიან, ეს დაადასტურებდა ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მო

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავა

ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს - „ჰამასი“ უნდა განადგურდეს

„ჰამასმა” ადამიანები დახოცა, „ჰამასმა“ თავები მოკვეთა, „ჰამასმა“ ცოცხლად დაწვა ბავშვები, „ჰამასმა“ გააუპატიურა, „ჰამასმა“ მძევლები გაიტაცა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში. „როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, გია ცეცხლაძის განცხადებას, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ეხმაურება -  სუს-ის თანამშრომელი სუს-ში დაბრუნდა (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, გია ცეცხლაძის განცხადებას, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ეხმაურება -  სუს-ის თანამშრომელი სუს-ში დაბრუნდა 399057621_354304057075182_5840703592726442357_n.mp4

მიშა დაუშვილი - "ოცნების" მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამ დროს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც მზარდია არის გახარია და მისი გუნდი, ამიტომაც არიან ძალიან გაღიზიანებული (ვიდეო)

“პარტიულ ორგანიზაციას რაღაც კვლევას ატარებინებენ და გამოაქვთ რაღაც ფეიკ მონაცემები გარეთ, მაგრამ რეალობა რა არის ზუსტად იციან და ხედავენ. რეალობაა, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამ დროს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც მზარდია არის გახარია და მისი გუნდი, ამიტომაც არიან ძალიან გაღიზიანებული. ერთის მხრივ “ოცნება” ცდილობს გახარიას დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ, კი აძლიერებს “ნაც.მოძრაობას”. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათთვის მთავარი კომფორტული ოპონენტი “ნაც.მოძრაობაა”

GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა - პარტია "საქართველოსთვის" წევრების რეაქცია (ვიდეო)

GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა - პარტია "საქართველოსთვის" წევრების რეაქცია: 402270325_2356940727832372_6204060345838241321_n.mp4

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მომღერალი კოსტა სანიკიძე. როგორც სანიკიძის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, მას ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე კვირის წინ სანიკიძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა სცადეს, თუმცა მაშინ ეს ვერ მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრა

გიორგი გახარია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინაა საქართველოს „გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ მტერი“. როგორც ის საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი და ევროკავშირი სწორ მხარეს დგას, თუმცა საქართველოს მთავრობა „მნიშვნელოვნად ჩამორჩება“. „ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს

უხერხულია, როცა საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს გინტურზე რეზოლუციის განხილვაზე – აქუბარდია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, უხერხულია, როცა საქართველოს პარლამენტი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს არ განიხილავს მაშინ, როცა ამ საკითზე ევროპარლამენტმა უკვე რეზოლუცია მიიღო. აქუბარდიამ მოითხოვა, რომ რეზოლუციის პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღის წესრიგში ჩაესვათ, რომელიც დღეს, 24 ნოემბერს, იმართება. ვინაიდან პარლამენტის ბიურომ რეზოლუციის პროექტი სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადა

სალომე ზურაბიშვილი - შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას

შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ამასთან, საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა

ბათუმში ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვს ფეხები დაეწვა - „ბათუმელები“

გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. ამის შესახებ გამოცემას ბავშვის დედამ მიაწოდა ინფორმაცია. შემთხვევა შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა. გამოცემას ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა, ლევან ლაზარიაშვილმა უთხრა, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. publika

ბექა ლილუაშვილის კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს (ვიდეო)

ბექა ლილუაშვილის კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. “საერთაშორისო განათლების თვალსაზრისით რა ნაბიჯები იდგმევა? მნიშვნელოვანია სამინისტროს ჰქონდეს ცხადი ხედვა ხელშეწყობის მექანიზმების გაფართოვებისა და ხელმისაწვდომობის ზრდასთან მიმართებით. იქნებ კონკრეტულად გვითხრათ რა გეგმებია? მეორე საკითხი, სკოლის მოსწავლეების ნაწილში იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამოტივაციო შემეცნებითი ხასიათის გადაცემა ეტალონი, გოჩა ტყეშელაშვილი იყო წამყვანი. ეს გადაცემა გაქრა, მიილია

პრეზიდენტმა შოვში დაღუპულ ახალგაზრდებს ღირსების მედალი მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვში დაღუპულ და-ძმას, სოფი და გიორგი ყარალაშვილებს და დავით ბერიაშვილს ღირსების მედალი მიანიჭა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დავით ბერიაშვილი და სოფი და გიორგი ყარალაშვილები, რომლებიც „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებლები იყვნენ, პრეზიდენტმა მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის დააჯილდოვა. 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვ

ბერდია სიჭინავა - საჭიროა იმ კორუფციული სისტემის დემონტაჟი არჩევნების გზით, რომელიც დღეს შემოგვთავაზა "ოცნებამ" (ვიდეო)

“საჭიროა იმ კორუფციული სისტემის დემონტაჟი არჩევნების გზით, რომელიც დღეს შემოგვთავაზა "ოცნებამ". სანამ გამართული მართლმსაჯულების სისტემა არ იარსებებს, სანამ არ იარსებებს ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ექნება კოფუციული დანაშაულების გამოძიების ფუნქცია და არა ისეთი, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, სანამ ეს ძირმომპალი კორუფციული სისტემა არ შეიცვლება და სანამ ეს ადამიანები მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, იმ დრომდე გაიქცევიან ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან.”

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; ამასთან, კინორეჟისორი 1980 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი" (1958), "აპრილი"(1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე" (1966), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "პასტორალი" (1976

ევროკავშირი „ოცნებას“ I მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი „მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართ

მოვუწოდებთ დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს - მასწავლებლების განცხადება რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ  რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებასა და ზიანს მოუტანს მის უმრავლესობას. მასწავლებლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. მასწავლებლები მოუწოდებენ კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია რათა არ დაუშვან აღნიშნული კანონპროექტის მიღება.

პრეზიდენტი პარტიებს ხელმოსაწერად „ქართულ ქარტიას" სთავზობს — რა იგულისხმება

სალომე ზურაბიშვილმა პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მას ჩაატარებს თავისუფალ გარემოში. ახლა კი, მისი თქმით, საჭიროა ერთობა, ვინაიდან ის, რაც ოქტომბერში გველოდება, იქნება არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ – სახალხო რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპ

მერია: უხვი ნალექის გამო თბილისში რამდენიმეგან მიწა ჩამოიშალა

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. მერიის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი. გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტ

„დიოს“ დამფუძნებელი რუსულ კანონზე: არ ექვემდებარება მოდიფიცირებას, უნდა გაუქმდეს

„დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზაციას ახდენს, საქართველოს არ სჭირდება: საქართველოს პარლამენტი დღეს, 28 მაისს გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონთან დაკავშირებით. თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპრო

რით განსხვავდება რუსული კანონი EU-ის პროექტისგან — ეუთო/ოდირის განმარტება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სამართლებრივ დასკვნაში განმარტავს, რით განსხვავება საქართველოს მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის ინიციატივისგან. ODIHR-ის ანალიზი ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების (აშშ, ავსტრალია) კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია განმარტებით ბარათში. ასევე ნათქვამია, რომ საჯარო დებატებში ევროკა

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს სრულდება

დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეს, კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება. ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ. The Guardian-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მიანიშნებს, რომ პროევროპული ჯგუფები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მაგრამ მათი გავლენა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტ
×
×
  • შექმენი...