ჟურნალ The Economist-ში დაბეჭდილი ერთ-ერთ სტატიის ავტორის შეფასებით, თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, კიევი, ფაქტობრივად, უარს იტყვის ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე. ალიანსის წევრობის სანაცვლოდ, მას შეიძლება შესთავაზონ გზა საკუთარ მოთხოვნებსა და იმ შედეგს შორის, რის მიღწევასაც ბრძოლით შეძლებს ან რისი დაფინანსებაც დასავლეთს შეუძლია.
ამდენად, აღნიშნული პუბლიკაციის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ნატო-ში გაწევრიანება განიხილება, როგორც მიზნის ერთგვარი სახეცვლილება,
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტი უკრაინელებს იმედებს არ გაუცრუებს.
ნაუსედა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩასული უკრაინის პრეზიდენტი „აუცილებლად მიიღებს ბევრ რამეს, თუმცა შესაძლოა, არა ყველაფერს, რასაც ელოდება თავისი გეგმების მაქსიმუმიდან“.
„მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვიპოვით იმ ფორმულირებას, რომელიც იმედებს არ გაუცრუებს უკრაინელებს და იტყვის იმაზე მეტს, ვიდრე მივეჩვიეთ გაჟღერებას“, – აცხადებს ნაუსედა.
პრეზიდენტის თქმით, წარმატება იქნება
21 წლის ლაშა ჟღენტის საქმეზე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
სამსახურში ამბობენ, რომ სურთ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
„2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურ
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მო
„დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის”, – ამის შესახებ კომპანიის განცხადება „პუბლიკას” მან თავად მიაწოდა.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.
მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველი
სავარაუდოდ ქალზე ძალადობის ფაქტზე მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი (კაბუ) სამართალდამცველებმა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მისი დაკავება გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.
ipn
ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სამსახურებრივი საჭიროებისთვის კერძო თვითმფრინავების დაქირავების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
კერძოდ, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ლატვიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კრიშიანის კარინშსი სპეციალური რეისებით სულ მცირე ორჯერ უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი.
როგორც ლატვიური მედია წერს, საუბარია კრიშიანის კარინშსის ფრენებზე, რომლებიც მან ევროკავშირის სახელმწი
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები მოკლეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმები და ჩაიდინა ომის დანაშაული:
„გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში ნაჩვენებია ორი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯა, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ. ინფორმაციის გადამოწმებით დასტურდება, რომ რუსმ
"ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ამ უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს მიღწევას, რომელშიც ყველა ჩვენგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ, მათ შორის კეთილსინდისიერმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მთელი თავისი დღის წესრიგით აი ამ მიზანს ემსახურებოდნენ."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410111878_1514064509389269_322939257071884043_n.mp4
საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
„ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნ
პროფესორი მზექალა შანიძე ენათმეცნიერი და ფილოლოგია. იგი 70 წელზე მეტია ემსახურება ქართულ მეცნიერებას და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს სტუდენტთა მრავალი თაობა ჰყავს აღზრდილი. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ქართული მეცნიერების მემატიანე | მზექალა შანიძე
თბილისის უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარების მოწმე და მონაწილე პროფესორი მზექალა
“ადამიანი, როდესაც ერთხელ, ორჯერ გამოვიდა და ახლა მესამედ გამოდის, ექვს კვირაში სამ ძალიან დიდ ტყუილს იძახის, შინაარსობრივად “ოცნების” მხარდამჭერებშიც კი ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს.
ადამიანები დაიღალნენ სააკაშვილისგან, ივანიშვილისგან, მათ უნდათ განვითარება.”
კახა ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1057584885510576/
„თბილისელებმა უკვე იციან, რომ გახარიას გუნდი - პარტია „საქართველოსთვის“ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მოსახლეობას ახალი მეტროსადგურების დამატებას სთავაზობს, მათ შორის, მეტროს გაფართოებას დიდი დიღმის, ვარკეთილის, ლილოსა და გლდანის მიმართულებით, ასევე რუსთავი-თბილისის დაკავშირებას მიწისზედა მეტროთი.
10 დღიანი სიჩუმის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა, რაც ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დღევანდელი „ოცნების“ მმარ
შვეიცარიული ორგანიზაცია IQAir მყარი ნაწილაკებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მოხვდა 134 ქვეყნის 7 812 ქალაქი, მათ შორის, თბილისი და რუსთავი.
ანგარიშის მიხედვით, ჰაერის PM 2.5 ნაწილაკების დაბინძურებით, რომელიც ჰაერში 2,5 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს, თბილისმა 7 812 ქალაქს შორის 1 658-ე ადგილი დაიკავა, რუსთავმა მასზე უარესი შედეგი აჩვენა – 909-ე. რეიტინგში პირველი ადგილი ყველაზე ცუდი შედეგია.
კვლევა ჰაერის მონიტორ
სახალხო დამცველის 2023 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა.
ომბუდსმენი ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა 10430 მოსწავლეს. აქედან 1598 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სწა
"ივანიშვილი, პირადი კეთილდღეობისთვის კიდევ ერთხელ ეუბნება საქართველოს ევროპულ მომავალს უარს და შესაბამისად, მეორედ ერთი და იგივე შეცდომას უშვებს, როდესაც ხელმეორედ აინიცირებს "რუსულ კანონს".
დღეს, ივანიშვილის არასწორი პოლიტიკის გამოა, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძეს შეუძლიათ დააშანტაჟონ ის."
ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3686024935012585/
უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული
ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად დაუდასტურა.
„მედიაჩეკერის“ მასალაში არაფერია ნათქვამი არხის დატოვების მიზეზზე.
თიკო ფეიქრიშვილს „იმედზე“ შუადღის გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა.
ეს გადაცემა თიკო ფეიქრიშვილამდე დატოვეს სხვა წამყვანმაც, ეკა ამირეჯიბმა.
მასთან ერთად არხზე დილის გადაცემა „იმედის დილა“ დატოვეს ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა.
„იმედის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა „ქრონიკის“ ჟ
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ფაქტს კრემლი ამ დრომდე არ ადასტურებდა.
„კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის „ალფაში“ მსახურობდა. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ის „ალფაში“ იყო, ის პრეზიდენტის დაცვის ზოგიერთ თანამშრომელთან ერთად მსახურობდა. ცხადია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“.
დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას.
„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
„აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე სა
2018 წელს ევროკავშირმა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის პროგრამა წამოიწყო.
იგი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბიუჯეტმა კი 1 580 000 ევრო შეადგინა.
პროგრამის სამიზნე აუდიტორია იყო კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე რეგიონები – კონკრეტულად კი შიდა ქართლში, სამეგრელოში და უკრაინის დონეცკის ოლქში მცხოვრები ადამიანები.
ერთ-ერთი, ვინც ამ პროგრამით ისარგებლა, ირინა ყორშიაა. იგი პროგრამის
„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება.
„თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.
იპნ
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.
„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანი
7 ოქტომბერი - ღირსეული შრომის დღე, სოლიდარობა ევოლუშენის გაფიცულებს!
ღირსეული შრომითი პირობები ყველა დასაქმებულს!
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/539366532019439/