Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის ნატოში გაწევრიანების ფორმულა: ტერიტორიების ნაწილის დათმობა სამუდამო მშვიდობის სანაცვლოდ


ჟურნალ The Economist-ში დაბეჭდილი ერთ-ერთ სტატიის ავტორის შეფასებით, თუ უკრაინა ნატოში მიიღებენ, კიევი, ფაქტობრივად, უარს იტყვის ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე. ალიანსის წევრობის სანაცვლოდ, მას შეიძლება შესთავაზონ გზა საკუთარ მოთხოვნებსა და იმ შედეგს შორის, რის მიღწევასაც ბრძოლიშეძლებს ან რისი დაფინანსება დასავლეთს შეუძლია.

ამდენად, აღნიშნული პუბლიკაციის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ნატო-ში გაწევრიანება განიხილება, როგორც მიზნის ერთგვარი სახეცვლილება, მიაღწიონ 1991 წლის საზღვრებს, თუ აღმოჩნდება, რომ ამ მიზნის შესრულება სამხედრო გზით შეუძლებელია.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ შესაძლოა, თავიდან აიცილოს მომავალი ახალი კონფლიქტი, ვინაიდან, სათუოა ვლადიმერ პუტინ ალიანსის ქვეყანას დაესხას თავს. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინას უფლება მისცენ, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით, ომი დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან (იგივე აზრი ადრე ვეტერანმა პოლიტიკოსმა ჰენრი კისინჯერმაგამოთქვა).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინას სთავაზობენ ფორმულას: ტერიტორიების ნაწილის დაკარგვა სამუდამო მშვიდობის სანაცვლოდ.

როგორც ცნობილია, უკრაინის ხელისუფლება, კატეგორიულად უარყოფს მსგავს ფორმულას, მაგრამ მათი პოზიცია რომც შეიცვალოს (მაგალითად, მიმდინარე შეტევებში შედეგის მიღწევლობის გამო), ჩნდება სხვა კითხვა: დათანხმდება თუ არა ამას რუსეთი?

რუსეთის ფედერაცია უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, უფრო სწორედ, ნატოში არშესვლის გარანტიების შენარჩუნებას თავის მთავარ მიზანს უწოდებს. მართალია, თუ ომი ,,კორეული სცენარითდამთავრდება, როცა მეომარი მხარეები, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე, დროებითი ზავის საფუძველზე, უბრალოდ, წყვეტენ ცეცხლს, მაშინ უკრაინას თეორიულად შეუძლია, დაუყოვნებლივ გაწევრიანდეს ნატოში და რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენოს. ისევე, როგორც მერიკელებმა განალაგეს ბირთვული ქობინები სამხრეთ კორეაში, კორეის ომის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულები პირდაპირ იყო აკრძალული.

ეს ვარიანტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში განვიტარდეს, თუ დასავლეთი დარწმუნებული იქნება, რომ რუსეთი საპასუხოდ ახალ ომს არ დაიწყებს, თუნდაც იქამდე, ვიდრე უკრაინა ალიანსში არ გაწევრიანდება. ეს პროცედურა კი, როგორც შვედეთის მაგალითი გვიჩვენებს, MAP-ის გარეშეც დიდ დროს საჭიროებს. შეგვიძლია წარმოიდგინთ, რამდენ ხანს დააყოვნებს, თუნდაც, უნგრეთის პარლამენტი ამ ხელსეკრულების რატიფიცირებას.

უფრო მეტიც, თუ უკრაინა ახლა, ომის დასრულების შემდეგ, ნატოში გაწევრიანების გარანტიებს მიიღებს, ამ ფაქტმა შეიძლება რუსეთი აიძულოს, არათუ არ დაეთანხმოს „კორეულ სცენარს,პირიქით, წლების განმავლობაში მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ინტენსივობის შეიარაღებულ კონფლიქტებს. ამან შეიძლება ასევე გააძლიეროს რუსეთის მცდელობები მაქსიმალურად გაზარდოს ფსონები, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარებით (რაც ახლა უკვე ხდება).

როგორც The Economist- ი წერს, ამ კონტექსტში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარანტიებს მუდმივად ეწინააღმდეგება, რაც შესაძლებელია, ზემოთ აღწერილი მიზეზებით იყოს გამოწვეული, უმთავრესად იმის გამო, რომ ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკების რისკები არ დაუშვას. ასევე, შესაძლოა, ომის დასასრულს რუსეთის ფედერაციასთან გარკვეული კომპრომისებისა და შეთანხმებების მისაღწევად ან უფრო ფართო საკითხების განსახილველად, აშშ-ს კარი მთლიანად დახურვა არ სურდეს.

 

წყარო: https://strana.news/news/437772-ukraine-predlahajut-osobuju-formulu-vstuplenija-v-nato-the-economist.html

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...