Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.444

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სლოვენიას პირველად ეყოლება ქალი პრეზიდენტი

ლიბერალური უფლებების დამცველმა, ნატაშა პირც-მუსარმა 13 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ის სლოვენიის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება. 2 მილიონიანი ქვეყნის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომ მისი პირველი ამოცანა იქნება მემარცხენეებსა და მემარჯვენე ძალებს შორის ღრმა განხეთქილების გადალახვა. თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ პირც-მუსარმა 54 პროცენტით 46 პროცენტის წინააღმდეგ აჯობა სლოვენიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ანჟე ლოგარს. მისი წარმატება გააძლიერებს ქვეყნის ლიბერალ

პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა 1,2 მილიარდიან კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს თავდაცვის უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება.   "სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის

ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე - კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტებს

კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე განაცხადა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, მას ამერიკული კანონი „კატეგორიულად არ მოსწონს“ და „ძალიან მძიმე და უხეშია“. „მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამერიკულ კანონთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ არის ძალიან მძიმე და უხეში, მაგრამ როდესაც საუბარი იყო სპეკულაციებზე, ძალიან კარგი პასუხი გაეცა

რას წერს კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე მის სახელმძღვანელოში

ირაკლი კობახიძე, რომლის მოწოდებითაც „მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის“ ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას უკვე მეორე დღეა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ აძლევს, წარსულში მის მიერ დაწერილ სახელმძღვანელოში ოპოზიციის მიერ კომისიის შექმნის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე წერდა. კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, რომელიც ირაკლი კობახიძის ავტორობითაა მომზადებული, 2019 წელსაა გამოცემული და სამართლის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. კობახიძე სახელმძღვანელოში წერს, რ

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ!

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ! დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს, მამაკაცთა შორის 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის კონკურენცია ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ფინალით დაგვირგვინდა. სულ შეჯიბრებაში 58 ძიუდოისტი ჩაება და ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალის გზაზე ოთხ-ოთხი მეტოქე დაამარცხეს. ქართული დაპირისპირების ბედი კი დამატებით დროში გადაწყდა, მაისურაძის მიერ შესრულებული ვაზარით. ლაშა ბექაური მსოფლიოს ტატა

„მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა“ - Kolkhida Resort & Spa

რუსი ტურისტების მოსალოდნელი ბუმის შესახებ მოლოდინი არ გამართლდა. ჰორეკა სექტორმა უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთიდან ძირითადად მიგრანტების მატებაა და არა ტურისტების, რის გამოც, სასტუმროების და რესტორნების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირდება.   სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგიერთი ბიზნესის მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სფეროს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა. „ჩვენ სასტუმროში რუსი ტურისტ

შოვში მყოფი მოქალაქე - უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ - 2- მეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი

რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია. როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. „მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სა

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი - საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება. აღნიშნული განცხადება იგნატმა „რადიო სვობოდას“ ეთერში გააკეთა. "უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა", - ნათქვამია გან

პუტინი, ერდოღანი, ბაშარ ალ-ასადი - ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი პოლიტიკური ლიდერები დღეს

გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ლიდერი უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, მათ კარიერის განმავლობაში შეძლეს და მილიონებიც გამოიმუშავეს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ნაწილი ხალხს უყვარს და გულშემატკივრობს, ნაწილის ბედი კი საზოგადოებას ნამდვილად არ აღელვებს. ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საოცრად მდიდარია, თუმცა მისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეს ებრძვის. საინტერესოა, როგორ გამოიმუშავეს მათ ფული? კანადა: ჯასტინ ტრუდო -5 მილ

რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღიძრა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იულია უსენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს „მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას, და ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას". უსენკომ განმარტებით, სავარაუდო

ემანუელ მაკრონი - როგორც ყოველთვის, სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან - ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე

როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოზე და ევროკავშირის კანდიდატურაზე ისაუბრა. „დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე,

ვლადიმერ პუტინი - საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია

საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა. „ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით

ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებს მიმართა. ზელენსკიმ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან: რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან. მისი თქმით, ახლა ყველა ისტორიული შემობრუნების მომენტშია, როდესაც ორი არჩევანი აქვს: ან ტერორისტული რუსეთი შეძლებს თავისუფლების დამარცხებას, ან გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა გავრცელდება მთე

შალვა კერესელიძე - მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კომპლექსურ ღონისძიებათა ერთიანი სისტემური მიდგომა - გუნდის ხედვა და პირადად გიორგი გახარიას საჯარო გზავნილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მთაში მცხოვრები მოსახლეობისადმი (ვიდეო)

“ჩემ მიერ წარმოდგენილი მაღალმთიანი რეგიონების განვითარება კომპლექსურ ღონისძიებათა ერთიანი სისტემური მიდგომით, ეს გახლავთ ჩვენი საპარლამენტო პოლიტიკური გუნდის ხედვა და პირადად გიორგი გახარიას საჯარო გზავნილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მთაში მცხოვრები მოსახლეობისადმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. სხვა შემთხვევაში მთა დაკარგავს თავის ისტორიულ, სასაზღვრო, აგრარურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ფუნქციას რის გარეშეც სახელმწიფოს ცალმხრივი განვითარება წარმოუდგენელია.”

ზურაბიშვილი ხალხს: ყველაზე მეტად ეს დღე თქვენია - ქართველმა ხალხმა თავისი გზა აირჩია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა საქართველოს მოსახლეობას ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი შეფასების მოცემა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს დღე არის ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ევროპული გზა. პრეზიდენტის თქმით, ხალხს ამ გზიდან არ გადაუხვევია. ,,ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს,   ჩვენი პასუხი ოკუპაციას” – თქვა ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. ევროკომისიამ

„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა

„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. როგორც „ქართული ლეგიონის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილ მებრძოლთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. „დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,- ნათქვამია გ

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია. იპნ

ბექა ლილუაშვილი - სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება... (ვიდეო)

"სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება. ანუ ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ეს ნარატივი ასეთია: " ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული"  ბექა ლილუაშვილი, საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.    408887751_

დათო გორგილაძე: პირველ არხზე ჩემი გადაცემა აღარ გავა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს. ამის შესახებ არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობს ინფორმაციას. მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". წყაროსგან მიღებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად გადაცემის წამყვანმაც. "მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაცია

გახარია - ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი (ვიდეო)

გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე: გილოცავთ დამდეგ 2024 წელს! GAEXvhgZwv16f70FAOM83kTE4g5LbmdjAAAF.mp4

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ალიევს არჩევა წერილით მიულოცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევა 9 თებერვალს, წერილით მიულოცა. მოგვიანებით ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს წერილის ასლიც მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არც საიტზე, არც სოციალური მედიის გვერდებზე მილოცვის ტექსტი არ გამოუქვეყნებია. დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, რაც „დამაზიანებელი და პოლიტ

ბექა ლილუაშვილი "ლელოს" - კალკულატორის სწავლების შემდეგ, მთავრობის ვებ-გვერდის ნავიგაციის სწავლების დროც დადგა

"კალკულატორის სწავლების შემდეგ, მთავრობის ვებ-გვერდის ნავიგაციის სწავლების დროც დადგა: ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia შევდივართ აი ამ ლინკზე: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=545 აღმოვაჩენთ, რომ გახარიას პრემიერობისას განკარგულებები, კერძოდ 750-ზე მეტი განკარგულება, აქ საჯაროდ დევს, ხოლო ღარიბაშვილის პერიოდში გამოქვეყნებულია 0- ი განკარგულება. რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ "1300 დამალულ განკარგულებას" მე გაგაფრთხილეთ, რომ ციფრებთან ცოტა ფრთხილად იყავით: 20

სასამართლომ ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა. ნატალია ყიფშიძე, სხვა აქტივისტების მსგავსად, სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის საქმეზე დაიბარეს. მას გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ. დღეს 500-500 ლარით დაჯარიმდნენ სხვა აქტივისტებიც, მათ შორის, ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა და ნიკა ხოსროშვილი. „დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა – თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პას

ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხ

შსს - დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია - ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. უწყების ცნობით, ასევე, ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის
×
×
  • შექმენი...