სანქციების მოხსნის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ“ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ ფრენა უფრო რუტინული იყო, ვიდრე გუშინდელი პირველი რუსული რეისი [თბილისში], სადაც მგზავრებს შამპანურით გაუმასპინძლდნენ.
„ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პირველი თვითმფრინავი, რომელიც ოთხწლიანი შესვენების შემდეგ პირდაპირ რეისს თბილისი-მოსკოვს ახორციელებდა, აეროპორტ „ვნუკოვოში“ დაეშვა. ფრენა, პირველი რუსული
ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი.
ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი.
გურჯაან
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყვარელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ყვარელში მიმდინარე აქციაზე მედიას ხელი ეშლება მოვლენების გაშუქებაში და ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს.
„შემაშფოთებელია, რომ კადრებში ჩანს, როგორ ეშლება მედიას ხელი მოვლენების გაშუქებაში. [a]კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, როგორც სიგნალის ჩახშობის, ასევე, გადამღები აპარატურის, კერძოდ, ტელეფონებ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან გასულია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
„დღევანდელ ინციდენტზე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად , ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება,
მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს აირზენაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აირზენა არის კომპანია, რომელიც „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“.
„აირზენა არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან
ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დიდი შვიდეულის ლიდერებთან შესახვედრად არის „უნიკალური შესაძლებლობა, გადასცეს თავისი გზავნილები და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები“.
„მჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი“, – განაცხადა ემანუ
თბილისში რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა შეკრება 18:00 საათზე დაიწყეს. შემდგომში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
“რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები გუშინ განახლდა. 19 მაისს თბილისში პირველი რუსული თვითმფირნავი დაჯდა 2019 წლის შემდეგ, როდესაც გავრილოვის ღამის გამო პუტინის ფრენებით ქვეყნებს შორის ფრენები აიკრძალა.
გარდა ფრენებისა,
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავი ქორწილის გადახდას აპირებს, სადაც, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი იმყოფებიან. პროტესტი ორი დღეა მიმდინარეობს დ
პარლამენტის წინ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს.
კერძოდ, აქტივისტები ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ დღეს, ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულები და "ქართულმა ოცნებამ" რუსეთთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს.
"ბიძინა ივანიშვილი 22:00 საათზე იძინებს ხოლმე, ამიტომ ერთ საათში, 21:00-დან 22:00 საათამდე გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი. ამის შესახებ ვოლსკიმ იმედის ეთერში განაცხადა.
“ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის. ქმრის გვარზეა. მისი ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, ლავროვის შვილის ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი და ფეისბუკზე წერს “არა ომს”, “არა უკრაინაზე თავდასხმას” და ა.შ. “მთლ
უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, ბრიტანეთის პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს.
„უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰირ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
„შეერთებული შტატები აგრძელებს რაც შეუძლია ყველაფრის გაკეთებას, რათა გააძლიეროს უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ახალი პაკეტი 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიასა და სატრანსპორტო საშუალებებს.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაი
კათოლიკე ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც ბუზმარეთში მომხდარ ინციდენტს შეეხება.
საქართველო–თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი შეეცადა, ხელი შეეშალა კათოლიკე მორწმუნეებისთვის ტაძრის მიმდებარედ წირვის აღვლენაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ხსენებულ ამბავს 19 მაისს, განცხადებით გამოეხმაურა. უწყების პრესსამსახურის თქმით, “ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ მაუწყებელს, ZDF-ს განუცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის მოწოდებული, აღკვეთოს რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდება.
„სანქციების მე-11 პაკეტში ჩვენ გ
2023 წლის 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აივ ინფიცირებულთა შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
„თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლებმა შიდსით გარდ
ირაკლი კობახიძეს (პატრონის თოჯინას), თურმე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ჰყვარებია, ხოდა ესეც იქნებ გავაგებინოთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.
მისი თქმით, 1905 წელს, ასე მიმართავდა ვაჟა რუსეთს:
“მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი.
გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს,
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ მოქალაქეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს, საქართველოში შემოსვლა შეუძლია.
კალაძე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია.
„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონ
როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით.
ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებას მიხედოს, ეს ჯობია. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა, გავიხსენო. ქორწილთან დაკავშირებით მან
ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს უფლება არ აქვს ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, რადგან ქართველმა ხალხმა ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს და მთავრობას მიანიჭა.
„ვინ ეკითხება სალო
საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზ
რომის პაპმა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელს, კარდინალ მატეო ზუპის უკრაინაში „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, – შესაბამის ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახური ავრცელებს.
როდის გაემგზავრება კარდინალი უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია.
წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის დაავალა, უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
რომის პაპი იმედოვნებს, რომ აღნიშნული
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.
იპნ
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 17 პირიდან, 17-ვე თავისუფალია.
აქედან, გურჯაანის რაიონულმა სასამართლო აქციის ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენ 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.
როგორც ადვოკატები განამარტავდნენ, მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა.
„ყვარლის ტბაზე“ დაკავებული 14 პირის საქმეზე გურჯაანის სასამართლო 19 ივნისს, 13:00 საათზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, სასტუმრო
დიდი ხანია, ჩვენი მფრინავები უარს აცხადებენ მასთან ფრენაზე, მაგრამ მე მაინც მიმაჩნდა, რომ არ იყო ეს სწორი, მინდოდა, ყველაფერი ყოფილიყო, როგორ წესია, მაგრამ წესები ქალბატონმა დაარღვია. ვფიქრობ, რომ ის ქართველების პრეზიდენტი არ არის და არ ყოფილა, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა „კურიერს“ განუცხადა.
მანამდე მედიით გავრცელდა თამაზ გაიაშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ და ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს ვიდრე
კრემლის ფანდურზე მობუქნავე პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ ვინმეს ღალატსა და მორალზე!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს და მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ - "გახარიას გუნდის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ"
"ზუსტად იციან თვითონ, როგორ დაიმახსოვრებს მათ სახელებს საქართველოს ისტორია!", - წერს სიჭინავა.
გთავაზობთ მამუკა მდინარაძის განცხადებას: