Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება - ეს არის საზოგადოების გამარჯვება


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან გასულია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

„დღევანდელ ინციდენტზე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად , ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 19 მაისს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.


იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...