Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.697

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კალაძის განცხადებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამინისტრო შეახსენებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ საქართველომ თავად უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან. „ცნობილია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არის. მაშასადამე, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის დროს „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“ და სხვა მითიურ ტერმინებზე მცდარი სპეკულაციებისა, ქართველმა პ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში ჩავიდა. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიასთან ერთად რუსეთში იმყოფება ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე თემურ ახიბა.   ავტორი - გივი ბარამიძე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა და ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი АМРА-life-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.   იპნ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა დაამტკიცა

დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა ე.წ. დეპუტატებმა მოითხოვეს. კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოაწერა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახური

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ ენგურზე კონტროლს აძლიერებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ბადრა გუნბასა და „სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების“ შეხვედროს შემდეგ გახდა ცნობილი. აფხაზეთის ე.წ. „ვიცე-პრეზიდენტის“ დავალებით, რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების პერსონალი გაძლიერებულ სამუშაო რეჟ

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ოკუპირებული რესპუბიკის დე ფაქტო უწყების ცნობით „ვიზიტის“ მიზანია შესაბამის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კავშირების გამყარება. ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“. მანამდე

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთავრობა“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზი

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 27 დეკემბერს განიხილოს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტი საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავდა. საინიციატივო ჯგუფმა, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს ("ჩვენი ბიჭვინთა) საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“ ე.წ. საკანონმდებლო შენობის მი

ოკუპირებული აფხაზეთიდან დაკარგული პიკასოს ლანგარი მოსკოვში იპოვეს

მოსკოვში მიაგნეს პაბლო პიკასოს ფაიფურის ლანგარს, რომლის გაყიდვის შესახებაც მანამდე იტყობინებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ „აფხაზურ პორტლთან“ დე ფაქტო კულტურის მინისტრ დაურ კოვეს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში ლანგარი რუსეთში ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი. კოვეს სიტყვებით, ექსპონატს „აფხაზეთში წლის ბოლომდე დააბრუნებენ“. მისივე ინფორმაციით, „ლანგრით დაკავებული“ იყო კულტურის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გუდისა აგრბა, რომელმაც, სავარაუდო

ოკუპირებული აფხაზეთი თბილისის აქციებში არასამთავრობო სექტორის და აშშ-ს საელჩოს როლს ხედავს

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება აქტიურად ადევნებს თვალს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობს, ვითარების მიმდინარეობა და ანალიზი საკუთარი თვალსაწიერიდან განიხილოს.   აფხაზური მხარე გამუდმებით იმეორებს, რომ თბილისში გამართული აქციების მონაწილეები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პროცესები დასავლეთიდან იმართება. „ეგრეთწოდებული მშვიდობიანი მომიტინგეები ისეთ ქმედებებს ეწევიან, როგორიცაა: მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქუჩების გადაკეტვა და აგრე

ოკუპირებულ ცხინვალში ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მარტს დილიდან, ე.წ საზღვარზე კონტოლი გააძლიერეს. საოკუპაციო გამყოფ ხაზს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახური იცავს. "8 მარტს დილით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გამართა", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უ

ოკუპირებულ ცხინვალში საზოგადობრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მარშრუტებზე არ გავიდნენ ოკუპირებულ ცხინვალში. ამის მიზეზად მათ დაბალი ხელფასი და ამ ხელფასის დაგვიანება დაასახელეს. საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორმა ალბერტ დუდაევმა სააგენტო „რეს"-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ მძღოლების ხელფასი მრავალი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მაქსიმალური ხელფასი 8000 რუბლია (დაახლოებით 350 ლარი). „მძღოლები საათობრივი ანაზღაურებით თვეში ორ კვირას მუშაობენ. მ

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის 97%-მა ხმა პუტინს მისცა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა. რუსეთის საელჩოს წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის 12 საარჩევნო უბანზე 17 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა და “ახალი ხალხის” კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 1%, ხოლო რუსეთის ლი

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა - დაზიანებულია ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურების შენობა

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის კანონიერ მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის ინფორმაციით, დაზიანდა შენობა, რომელშიც ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურებია განთავსებული. საოკუპაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, მელიტოპოლი უკრაინულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს. „წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა“, - აცხადებენ ქალაქის საოკუპაციო ადმინისტრაციაში. იპ

ოკუპირებულ გალში "დააპატიმრეს" ქართული მინერალური წყალი

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის.   ნოემბრის

ოკუპირებულ აფხაზეთში, მეექვსე დღეა, მდინარე გეგაში ჩავარდნილ 4 წლის ბავშვს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეექვსე დღეა,  ოთხი წლის ბელორუსი ბიჭის, ალექსანდრ ვაკულიჩის ცხედარს ეძებენ. „ბავშვის ძებნა გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში მონაწილე თანამშრომელთა როტაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. მაშველები დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტის გასწვრივ მარშრუტს რამდენჯერმე გადიან.“ - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ ტიგრან დელიბალტიანმა. 2019 წელს დაბადებული ალექსანდრე ვაკულიჩი, რომელიც დედასთან ერ

ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ოპერატიული შეკრება გაიმართა

13-17 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ოპერატიული შეკრება გაიმართა. ამის შესახებ ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული მხარის თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, ძალოვანი სტრუქტურებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე, ეგრეთწოდებული პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისა კომიტეტის წევრებმა. ,,შეკრების მთავარი მიზანი იყო სამეთაურო შემადგენლობისა და სარდლობის, ასევე

ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენისთვის აკრძალული ზონები დააწესეს

სამხედრო და ტერორისტული საფრთხეებისგან თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა გარკვეულ ადგილებში ფრენები აკრძალა. აკრძალვები ეხება  დრონებს და სხვა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლიდანაც ამა თუ იმ ტერიტორიის დაკვირვება ან ფოტო და ვიდეოგადაღება შეიძლება. ოკუპირებული მხარის მთავრობის დადგენილებით, ამიერიდან იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ადგილობრივი თუ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტის თავზე. სამხედრო

ოკუპირებულ აფხაზეთში უსაფრთხოების ძალების პირადი შემადგენლობა გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და პროკურატურის პერსონალი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იტყობინება. დღეს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური საქართველო-რუსეთის საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლს გააძლიერებს, ასევე, პირად

ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

უამინდობამ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სტიქია გამოიწვია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გაგრაში, სადაც კოკისპირული წვიმების გამო ქალაქის ქუჩები და კერძო სახლების დიდი ნაწილი მთლიანად დაიტბორა. წყალდიდობამ პრობლემები შექმნა გუდაუთის, გულირიფშის და სოხუმის რაიონებშიც. ადგილობრივი პრესის ცნობით, დატბორილია ათეულობით სახლი და განადგურებულია სავარგულები. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ უამინ

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს „ჯაშუშობის გამო" 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

21 იანვარს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, კახა მურადოვი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამშობლო ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში. აფხაზეთის რეჟიმის ე.წ პროკურატურა აცხადებს, რომ თავად მურადოვმა დანაშაული გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ აღიარა. ე.წ პროკურატურისვე ცნობით, „მურადოვი აფხაზეთის მოქალაქეა. თუმცა, 2024 წელს, დაკავების

ოკუპირებულ აფხაზეთში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. „28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სა

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო სამუშაოებს ატარებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს. „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის გადამოწმებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობ
×
×
  • შექმენი...