Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში, მეექვსე დღეა, მდინარე გეგაში ჩავარდნილ 4 წლის ბავშვს ეძებენ


ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეექვსე დღეა,  ოთხი წლის ბელორუსი ბიჭის, ალექსანდრ ვაკულიჩის ცხედარს ეძებენ.

„ბავშვის ძებნა გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში მონაწილე თანამშრომელთა როტაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. მაშველები დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტის გასწვრივ მარშრუტს რამდენჯერმე გადიან.“ - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ ტიგრან დელიბალტიანმა.

2019 წელს დაბადებული ალექსანდრე ვაკულიჩი, რომელიც დედასთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, შაბათს, 17 ივნისს, რიწის რელიქტური პარკის ტერიტორიაზე მდინარე გეგაში ჩავარდა და წყლის დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, რიწის რელიქტური პარკის თანამშრომლებიც მონაწილეობენ.

მდინარე გეგა მდინარე ბზიის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადია. ის სათავეს ზღვის დონიდან,  დაახლოებით, 1640 მ სიმაღლეზე იღებს, ვიწრო ხეობაში მიედინება და ჩქარი დინებით ხასიათდება. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...