Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.949

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბაგებში მდინარე ვერე ადიდდა, მოქალაქე მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს

უხვი ნალექის შედეგად თბილისში, ბაგებთან მდინარე ვერე ადიდდა და ერთი ავტომობილი დატბორა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანიდან მოქალაქე მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს” ნეტგაზეთი

სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს - რუსული კანონის გამო თქვენი უფლებები შეიზღუდა - ორგანიზაციებს გაუგებარ გამჭვირვალეობას სთხოვენ

თქვენი [შეზღუდული შესაძლებლობის პირთა] უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებულ იქნა „რუსული კანონი“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის

ავჭალაში, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა – შსს

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, საქალაქთაშორისო მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა, რადგან მატარებლის სიგნალის ხმაზე რეაგირება არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნეტ

„ქართული ოცნებისთვის" ეუთოს დეკლარაციაში საქართველოზე ჩანაწერები მიუღებელია

ეუთომ 31-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოიცავს რეზოლუციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 86-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა რეზოლუციას და ქვეთავებს, სადაც, მათ შორის, საქართველოც არის ნახსენები და დაგმობილია როგორც რუსული კანონი, ისე – რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე დეკალრაციის მიღებამდე ამბობდა, რომ „

მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი გაჩნდა

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ბუჩქებს გაუჩნდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც. უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. პუბლიკა

ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრება იგეგმება

მთავრობა ხე-ტყით უკანონო სარგებლობასა და უკანონო ჭრებზე არსებული სანქციების გამკაცრებას გეგმავს. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შევა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებს გააცნო. როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობს და საჭიროა პრევენციული ზომების მიღება. კობახიძის ინფორმაციით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დ

Reuters - კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს. ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს

1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, - განაცხადა მან. პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა - სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პირველი ოფიციალურად დამტკიცებული პრეპარატია. პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა. ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მ

შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე დაპატიჟა. ამის შესახებ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, - წერს მიშელი. იპნ

ლევან გოგიჩაიშვილი - ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგან “ოცნებამ” გამოიყენა ყველა მეთოდი, რომ მიეტაცებინა ჩვენი მოქალაქეების არჩევანი (ვიდეო)

ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგან “ოცნებამ” გამოიყენა ყველა მეთოდი, რომ მიეტაცებინა ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1977623932747370

ემანუელ მაკრონი - იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს

იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს , - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „განხილვის თემას ასევე წარმოადგენს ევროპული დემოკრატიის მოდელი : საქართველო, მოლდოვა. ჩვენ გვქონდა კიბერთავდასხმები, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა ეს. მინდა, მივულოცო მაია სანდუს გამარჯვება და იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო რამდენიმე რესტორანი მუშაობას აჩერებს

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე 2028 წლამდე მთავრობის მიერ უარის თქმის ფონზე, ქვეყანაში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გამო, კვების რამდენიმე ობიექტი მუშაობას აჩერებს. კომპანიებმა შესაბამისი ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელეს. ჩამონათვალში არიან „ნინიას ბაღი“, „კაკლები“, „შავი ლომი“, „კაფე ლეილა". „არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - აღნიშნავენ კომპანიები.

გიორგი გახარია - „პარლამენტში მაისამდე შევლენო“, დამთავრდა მაისი! არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - ბოიკოტში ვართ და პარლამენტში არ შევდივართ

დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს. „დამთა

ილია დარჩიაშვილი - მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა აქტიური დინამიკით იყო გამორჩეული - აქტიურად იქნა გამოყენებული მრავალმხრივი ფორუმებიც

ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობ

რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში

22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან. "[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხა

ქერჩის ხიდზე დაზიანებულ მონაკვეთებს შლიან

ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაიწყეს იმ კამარების დემონტაჟი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა. როგორც რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, მძიმე ტექნიკის მუშაობა დაზიანებულ მონაკვეთზე ქერჩის სანაპიროდანაც ჩანს. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქერჩის ხიდზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოკუპირებული ყირიმის "კურატორ

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სასტიკი შეტაკებების შესახებ იუწყებიან

დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 28 ოქტომბერს კვლავ მოხდა შეტაკება ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება არეულობა. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა იფეთქა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 16 სექტემბერს გარდაიცვალა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა. ოთხი კვირის წინ ზაჰედანში შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი Iran Human Rights-მა

საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. პარლამენტში ინიცირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება. კოდექსში ცვლილებები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა და მასთან ერთა

გერმანული მედია - გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს

გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანულ მანქანათმშენებელ კონცერნ Rheinmetall-ზე. კონცერნის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში ქარხანა ააშენოს, რომელიც წელიწადში 400 Panther-ის ტიპის საბრძოლო ტანკს გამოუშვებს. მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადვილადაა შესაძლებელი ანტის

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი“ - „მილანის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიზანს ვერ მიაღწია (1:1) და გათამაშებას დაემშვიდობა. ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ავტორიტეტულმა საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა გვერდებმა მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს. Whoscored-მა კვარაცხელიას 8.2 ქულა დაუწერა, როდესაც გამარჯვებული „მილანის“ შეტევის ლიდერის, რაფაელ ლეაოს თამაში 8.0 ქულით შეაფასა. რაც შეეხება მეორე საერთაშორისო გვერდს, Sofascore-ს, მან ქართველის გრაფაში

მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის ინიციატივა პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნას ისახავს მიზნად და არა კონკრეტულ საკითხზე ჭეშმარიტების დადგენას. მისივე განცხადებით, მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს არსებობს რაღაც გარემოებები, რის გამოც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილია, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია. „პარლამენტში საგამ

ბერდია სიჭინავა - მარგველაშვილისგან არც სააკაშვილის ლობიზმში ფულის აღებაა გასაკვირი... ტრაგედია ისაა, რომ “ქოცებიც” და “ნაცებიც” ადამიანებს როგორც ნივთებს ისე უყურებენ და მასში ფულს იხდიან

იმ კაცის (მარგველაშვილის) პრეზიდენტობა თავსმოხვეული შემთხვევითობა იყო, შესაბამისად არც სააკაშვილის ლობიზმში ფულის აღებაა მისგან გასაკვირი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს.   მისივე თქმით, არავინ იცის, მის მდგომარეობაში, ვინ როგორ მოიქცევა.   "მის მსგავსად შემთხვევით სავარძლებზე მყოფები, კორუფციის ტალახში მოთხვრილები მაინც ნუ აკრიტიკებთ, მის მდგომარეობაში, როგორ მოიქცეოდით, ყველამ კარგად ვიცით. 

ვახტანგ გომელაური - რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ასჯერ მაქვს ახსნილი - შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი

ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი - ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული , - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას. მისივე თქმით, ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული. „რაც შეეხება რატომ არ დაფრინავ

ოლექსი დანილოვი: რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის დანაწევრებას გამოიწვევს. დანილოვი ამბობს, უკრაინამ იცის ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებას და როგორ მოხდება ის. ,,ვფიქრობ, რომ ეს აღარ იქნება მარში. გაიხსენეთ, როგორ მოხდა 1991 წლის აგვისტოში სსრკ-ს დაშლა. აჯანყება მართლაც მზადდება, როგორც ეს ,,საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტის ჯგუფთან" 1991 წელს მოხდა. ეს მზადდება და ისინი უკვე იკრიბებიან. ჩვენ ვიც
×
×
  • შექმენი...