Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.696

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოლექსი დანილოვი - რუსეთს ყველაზე უარესი წინ ელოდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთს ყველაზე უარესი მომავალში ელოდება. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბარი "ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ“ კატასტროფაზე, რომელშიც ის საბჭოთა კავშირის დაშლას გულისხმობდა, პროგნოზი აღმოჩნდა. „"ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა", რომელზეც პუტინმა ისაუბრა, პროგნოზი აღმოჩნდა და არა ფაქტი. რუსეთისთვის კატასტროფა ახლა ხდება და ყველაზე უარესი წინ არის - დამარცხება, დაშლა, სასამართლ

ოლექსი დანილოვი - რუსეთის ფლოტის 20% აღარ არსებობს

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია. „რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის“, - აღნიშნა დანილოვმა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროებ

ოლექსი დანილოვი - რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი - შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია. „თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინ

ოლექსი დანილოვი - კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. „პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყ

ოლექსი დანილოვი - ირანულ დრონებში უკრაინის პარტნიორ ქვეყნებში წარმოებული სათადარიგო ნაწილები აღმოჩნდა

ირანულ „შაჰიდებში“, რომლითაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიას ესხმის თავს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „დავშალეთ ისინი და, სამწუხაროდ, იქ აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება არც ირანში და არც რუსეთში“, - აღნიშნა დანილოვმა. მისი ვარაუდით, ნაწილები, შესაძლოა, შეძენილია რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეც, რადგან დრონები, ძ

ოლექსი დანილოვი - ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს. მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ. „მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორია არის გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვ

ოლექსი დანილოვი - ვილნიუსის სამიტზე ბევრი რამ მივიღეთ, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ ჩვენი ერისთვის და პრეზიდენტისთვის ესეც უდიდესი გამარჯვებაა

შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება. „ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვი

ოლექსი დანილოვი - ევგენი პრიგოჟინის ამბოხი პუტინთან შეთანხმებული ოპერაცია იყო

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული იყო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ოპერაცია, რომელიც შეთანხმებული იყო პუტინთან იმ გენერლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ არც ისე კარგად იყვნენ განწყობილები. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი გენერალია გა

ოლექსი გონჩარენკო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საპრეზიდენტო არჩევნების 31 მარტს ჩატარებისთვის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 31 მარტს ჩატარების შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მომავალ წელს. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის“, - განაცხადა გონჩარენკომ. მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, საზოგადოებას არ

ოლექსანდრ ტარნავსკი - უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს, - აღნიშნულია განცხადება CNN-თან ინტერვიუში უკრაინის ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული დაჯგუფების „ტავრიის“ მეთაურმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ გააკეთა. სამხრეთის ფრონტზე უკრაინული ჯარის კონტრშეტევის მეთაურმა, უახლოეს მომავალში უფრო დიდი გარღვევაც დააანონსა. „ვერბოვოესთან, მარცხენა ფლანგზე გარღვევა გვაქვს და ვაგრძელებთ წინ სვლას. იმდენად სწრაფად არა, როგორც მოსალოდნელი იყო და რასაც ომზე ფილმებზე აჩვენებენ ხოლმე... მთავარ

ოლენა ზელენსკამ გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გერმანიის ქალაქ კელსტერბახში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა. „ევაკუაცია, ომისგან გაქცევა ყოველთვის გამოწვევაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ევაკუაცია კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს. უკრაინის 120-მა მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიის ქალაქ კელსტერბახში მდებარე სასტუმროში იპოვა. ოჯახების უმეტესობას ბავშვი ან შშმ ზრდასრული ჰყავს “, - აღნიშნა ზელენსკამ „ტელეგრამზე“. უკრაინის პირველი ლედის განცხადებითვე, ის მოხარული იყო, რომ გ

ოლენა ზელენსკა: უკრაინაში ჩვენი სიცოცხლის დასაცავად ვიბრძვით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლის, ოლენა ზელენსკის თქმით, მისი ხალხი თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში. "ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით... ჩვენი გეგმის ჰორიზონტი შესაძლოა ერთი, ან ორი დღე იყოს - ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ან ზეგინდელი" - უთხრა მან აუდიტორიას 22 ოქტომბერს, გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ზელენსკამ აღნიშნა, რომ წინა ღამით განახლდა რუსეთის ძალების ცეცხლი უკრაინის დედაქალაქზე. "ჩვენ მუდამ სხვა ად

ოლენა ზელენსკა - უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება - ჩვენ მზად ვართ გავუძლოთ ამას

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარს გაუძლებს რუსული რაკეტებით გამოწვეული უშუქობისა და სიცივის მიუხედავად და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ. მან ისაუბრა გამოკითხვაზე, რომლის შედეგების თანახმად, უკრაინელების 90%-მა განაცხადა, რომ

ოლენა ზელენსკა - რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა - ჩვენი შუქი ანათებს

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავთ მოვლენების განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს და ეძებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავლენა და როცა გავლენა გვაქვს, პასუხისმგებლობაც გვეკისრება, - ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს მიმართა. მან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება. „რატომ აკ

ოლეგ ნიკოლენკო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას

საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა, ომში თბილისის ჩართვის მიზნით უკრაინის სპეცოპერაცია იყო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“ წერს. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. „რა სახის ინსინუაციებს აღარ ავრცელებს ზოგ

ოლეგ ნიკოლენკო - მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის - კრემლი კი შედეგით აღფრთოვანებულია

მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერი ლეგ ნიკოლენკო “ტვიტერზე“ წერს. ნიკოლენკის თქმით, კრემლი შედეგით კმაყოფილია. “მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცი

ოლაფ შოლცი: საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით. შოლცმა ეს პოზიცია ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია მიმდინარეობს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს გულწრფელი მცდელობით, რათა მივიღოთ მშვიდობიანი, ორმხრივად შეთანხმებული გადაწყვეტა ყველა არსებული საკითხისთვის როგორც სო

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და ანჯეი დუდა შეხვედრას გამართავენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა 12 ივნისს პარიზში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავენ. Ukrinform-ის ცნობით, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. „კანცლერი ოლაფ შოლცი 2023 წლის 12 ივნისს გაემგზავრება პარიზში, სადაც შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონ

ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ისრაელში შოლცი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს. აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა, რომელიც მიესალმა “ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოსთან გვერდში დგას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მის ძალისხმევ

ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად. ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“. ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“. შეგახსენებთ,

ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - კანონზე მაღლა არავინ დგას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაფერისი ორგანოა. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება”, - აღნიშნა შოლცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ოლაფ შოლცი - ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს - ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. “მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი

ოლაფ შოლცი - ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება

ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის 160-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრის რანგში გაწევრიანებით დამთავრდება”, - განაცხადა შოლცმა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარე

ოლაფ შოლცი - ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მას არ მიიღებს საქართველო

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“. „ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალ

ოლაფ შოლცი - ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ ინჩს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მოსკოვისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას თავი საჭიროების შემთხვევაში, ნატო-ს ნაბიჯი კი აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ წამყვანი როლი ითამაშა ბალტიისპირეთში ალიანსის გაძლიერების კუთხით. „იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობითია, ჩვენ და მოკავშირეებმა შარშან გადავწ
×
×
  • შექმენი...