Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.197

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. იპნ

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. იპნ

ლევან გოგიჩაიშვილი -  "ოცნება" არის აბსოლუტურად უშინაარსო პოლიტიკური პარტია. ბოლო პერიოდში მათი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ცალკე სპიკერად გამოყვეს მამუკა მდინარაძე, რომელიც იქცა ლგბტ პროპაგანდის სახედ

"ოცნება" არის აბსოლუტურად უშინაარსო პოლიტიკური პარტია. ბოლო პერიოდში მათი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ცალკე სპიკერად გამოყვეს მამუკა მდინარაძე, რომელიც იქცა ლგბტ პროპაგანდის სახედ. ლგბტ პროპაგანდა პირდაპირ ასოცირდება მამუკა მდინარაძესთან. სწორედ ასეთი ადამიანებისგან არის დასაცავი საზოგადოება."      ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3788116238078795/

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავ

ზაზა თავაძე - ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს შემოწმებასაც კი ვერ გაუძლო მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფმა

ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს შემოწმებასაც კი ვერ გაუძლო მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფმა და რა გააკეთეს? აბსურდი, თავისივე კონტროლქვეშ მოსამართლეებთან წარადგინეს სარჩელი და მოითხოვეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი დეკლარაციების შემოწმება. ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/437756455381621/

ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს. ipn

გიორგი გახარია - ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან

"საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში. ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. მსგავსი საქციელი ვერც ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორით ვერ აიხსნება. აშკარაა, რომ ქართული ოცნების ეს ქმედებები შთაგონებულია გარე ფაქტორებით, რომელთაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება." გიორგი გ

ჰერჩინსკის ცნობით, EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მლნ. ევრო გაყინა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და ლიდერები შეეცდებიან, მთავრობისადმი ეს პირდაპირი დახმარება გადაიტანონ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ. პუბლიკა

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა - არავინ გვკითხა, რომ ეკითხათ, გაცვლას დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება

გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა. “ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თ

ნათია მეზვრიშვილი - მილევად რეჟმში მყოფ ხელისუფლებას ერთადერთი ძალადობა დარჩა ხელისუფლების შენარჩუნების ბერკეტად, რასაც "ნაც.მოძრაობა" აკეთებდა 2012 წელს, იმავე მეთოდებს იყენებს დღეს "ოცნება"

მილევად რეჟმში მყოფ ხელისუფლებას ერთადერთი ძალადობა დარჩა ხელისუფლების შენარჩუნების ბერკეტად, რასაც "ნაც.მოძრაობა" აკეთებდა 2012 წელს, იმავე მეთოდებს იყენებს დღეს "ოცნება".  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/493785433281238/

სალომე ზურაბიშვილი - ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის

ვილი სანიოლი - როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ

როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, - ამის შესახებ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა. როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩეხეთის სპეციფიკური გუნდი ჰყავს და საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში. „მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამა

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობაა - დაღუპულია 10-მდე ადამიანი

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა. ავსტრიაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა, უამინდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა პოლონეთში. 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია რუმინეთიდანაც, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პოლონეთში დაიტბორა მცირე ზომის რამდენიმე დასახლება და ორი სოფელი. ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის საფრთხეა 1

თბილისში პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო

თბილისში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პუბლიკას მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ უთხრა. სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აფგანი უკანონო პატიმრობაშია და მისი უფლებები ილახება. ვშიშობ, თუ შიმშილობას გააგრძელებს, აფგანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, – ამბობს სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა, სააპელაციო

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ. ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა. მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.

თეონა აქუბარდია - “ოცნებას” ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი პოლიტიკური გუნდის (ვიდეო)

“ოცნებას” ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი პოლიტიკური გუნდის. ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე, საიდანაც “ოცნებამ” გადაიყვანა ქვეყანა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/589939703355895/

ნათია მეზვრიშვილი - არ უნდა შეგვეშინდეს, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ, ვერავინ ჩვენ ხმებს ვერ აკონტროლებს (ვიდეო)

არ უნდა შეგვეშინდეს, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ. ვერავინ ჩვენ ხმებს ვერ აკონტროლებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1696565177788920/

ანა ბუჩუკური: 2 კოალიციის განცხადება პოპულისტურია, სიების გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს

გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს იმავე ტიპის განცხადებით, რა განცხადებებითაც ცესკოს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართავენ. ანა ბუჩუკურის თქმით, ცესკოს მიერ პარლამენტისთვის გადასაგზავნი დეპუტატების სიის გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს. პარტია „საქართველოსთვის“ აქცენტს საარჩევნო კოდექსის 120-ე და 131-ე მუხლებზე აკეთებს. 120-ე მუხლის თანახმად: 131-ე მუხლის თანახმად: დეპუტატის უფლებამოს

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს

პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. ცნობისთვ

იაპონიის პრემიერი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "მტრული აქტი კაცობრიობის წინააღმდეგ"

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კაშიდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი". "რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, და ის აბსოლუტურად მიუღებელია" - თქვა კაშიდამ 22 ოქტომბერს, ავსტრალიაში ვიზიტისას. მომავალი წლის მაისში კაშიდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს ჰიროსიმაში, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურმა შეტევამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონობით ადამიანი

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის "ვერაგმა" სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა. პარალელურად, რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს "მყისიერი" ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან სამხრეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ოქტომბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე "მასშტაბური

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას. მან ასევე გერმანელებს მიმართა და მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, თუ რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის და რამდენი ტანჯვა, ნგრევა

ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაძე შენობა ჩამოინგრა

ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაძე შენობა ჩამოინგრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მეხანძრე-მაშველები კვლავ რჩებიან ადგილზე. ამასთან, ხარფუხის ქუჩაზე ასევე მობილიზებულია პოლიცია.

„თბილისი ენერჯის“ ორი ბავშვისთვის სარჩოს გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ სრ

მიხეილ დაუშვილი - არ შეიძლება „ოცნებამ“ პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირი იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა

დეპოლარიზაციაზე, დანარჩენი პუნქტების შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღება-ვერ მიღებაზე პასუხისმგებლობა "ოცნების" მხარეს არის - არ შეიძლება „ოცნებამ“ პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირი იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშით, რომელიც გუშინ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის პო
×
×
  • შექმენი...