Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.588

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიჰკელსონი: დემოკრატია საქართველოში დასრულებულია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი მიიჩნევს, რომ საქართველო წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი ხდება. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ბევრი ქართველისთვის “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია.  საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი. უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში ს

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს

პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. ცნობისთვ

იაპონიის პრემიერი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "მტრული აქტი კაცობრიობის წინააღმდეგ"

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კაშიდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი". "რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, და ის აბსოლუტურად მიუღებელია" - თქვა კაშიდამ 22 ოქტომბერს, ავსტრალიაში ვიზიტისას. მომავალი წლის მაისში კაშიდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს ჰიროსიმაში, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურმა შეტევამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონობით ადამიანი

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის "ვერაგმა" სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა. პარალელურად, რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს "მყისიერი" ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან სამხრეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ოქტომბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე "მასშტაბური

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას. მან ასევე გერმანელებს მიმართა და მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, თუ რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის და რამდენი ტანჯვა, ნგრევა

„როშენმა“ წარმოებაში შესაძლოა, ქართული თხილი გამოიყენოს

უკრაინული კორპორაცია „როშენის“ საკონდიტრო განყოფილებაში შესაძლოა, ქართული თხილი გაჩნდეს. „მოხარულები ვართ, რომ პირველად გვეძლევა საშუალება, საქართველოში დავპატიჟოთ ისეთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი, როგორიც „როშენია“. ვიწყებთ საქმიან ურთიერთობებს. ვეცდებით, რომ უკრაინულ ტკბილეულში გაჩნდეს ქართული თხილიც“, - განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA ) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ თბილისში გამართულ კონფერენციაზე „უკრაინული თხილი: გამოცდილების გაცვლა საქართველოს

მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის პელეს მდგომარეობა კრიტიკულია

მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის პელეს მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც გაცნობეთ, რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიელი გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. Infobae-ს ინფორმაციით, 82 წლის ლეგენდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უკვე ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. წყაროს ცნობით, პელეს ლაპარაკი თითქმის აღარ შეუძლია... ამასთან ერთად ბრაზილიაში სამოქალაქო პანაშვიდზე დაიწყეს ფიქრი... 2021 წლის სექტემბერში ბრაზილიელს სიმსივნე ამოკვეთეს და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს. sportall.ge

დაითხოვეს რუსი გენერალი, რომელიც შხამების შექმნაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტს კურირებდა - The Insider

თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი ედუარდ ჩერნოვოლეცი, რომელიც იმ გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც შხამების შექმნაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ The Insider-ი იუწყება, რუსეთის სპეცსამსახურის წყაროზე დაყრდნობით. მრავალრიცხოვანი გამოძიების თანახმად, აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და მწერალ დმიტრი ბიკოვის მოწამვლაში.

უკრაინის შემდეგ, კადიროვი ,,დენაციფიკაციით" პოლონეთსაც ემუქრება

ჩეჩნეთის ეგრეთწოდებული ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის შემდეგ, ,,დენაციფიკაციით“ პოლონეთსაც დაემუქრა. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ „სატანიზმთან ბრძოლა მთელ ევროპაშია აუცილებელი.“ კადიროვმა გამოცემა Telegram- ს განუცხადა, რომ „პოლონეთი იარაღს აშშ-ს ემათხოვრება,“ რადგან საკუთარი სამხედრო რესურსი უკრაინის დახმარებას შეალია. ,,ახლა პოლონეთი დაბნეულია: რა მოხდება, თუ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთი მორიგი ქვეყნის,,დენაციფიკაციას" და ,,დემილიტარიზ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

რიში სუნაკი: NATO-ში გაწევრიანების გზაზე მოკავშირეებმა უკრაინას თანამედროვე იარაღი უნდა მიაწოდონ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა ის სამხედრო ტექნიკით აღჭურვონ. ,,მე ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. თუმცა, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ დღევანდელ ვითარებაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში". - ამბობს სუნა

გაეროს მონაცემებით უკრაინაში, მიმდინარე წლის მარტში 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა

უკრაინაში, მიმდინარე წლის 1- 31 მარტის პერიოდში, ომის შედეგად 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, მარტში უკრაინაში 178 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 587 კი - დაშავდა. გაერო-ს განმარტებით, მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღის, ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით. ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სრულმას

აღდგომის ღამეს გახანგრძლივდა მეტროს მუშაობის საათები

აღდგომის ღამეს თბილისში მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თბილისის მეტრო 15 აპრილის 23:00 საათიდან უფასო იქნება და ნაცვლად 00:00 საათისა, იმუშავებს 04:00 საათამდე; გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათის, საბურთალოს,

ხავიერ კოლომინა შოვის ტრაგედიაზე - გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმად დამწუხრებული ვართ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან. ფიქრებით დაღუპულებთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა "ტვიტერზე". 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სი

საქართველოს 2 მოქალაქე თითქმის ორწლიანი ტყვეობის მერე ცხინვალიდან გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფლები არიან და უკვე გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა. როგორც სუსი აცხადებს, კახაბერ ნათაძისა და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმი გამოიყენეს, მოლაპარაკებების შედეგად კი  დღეს გაათავისუფლეს. საქართველოს მოქალაქე

სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას. „საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ბექა ლილუაშვილი - ამ პროცესის საბოლოო მიზანი, პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოო პარტიული დაქვემდებარებაა, რითაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყნის ევროპულ მომავალს

"ამ პროცესის საბოლოო მიზანი, პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოო პარტიული დაქვემდებარებაა, რითაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყნის ევროპულ მომავალს.  ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, ინსტიტუტის დაცვა და იმ შეთანხმების ჩაშლაა, რომელიც ნაცებმა და ქოცებამ შეიძლება მიაღწიონ და ერთობლივად დააიმპიჩმენტონ ქვეყნის მომავალი. ჩვენ ყველა საშუალების გამოყენებით, შევეწინააღმდეგებით იმპიჩმენტის პროცესს." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ლიბანში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო ლიბანში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, ხოლო დარჩენის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებისთვის მოამზადონ გეგმა. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მზად ჰქონდეთ გეგმები, რომლითაც ქვეყნის დატოვებას აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშეც კი მოახერხებენ. „თვალი ადევნეთ ახალ ამბებს, რათა არ გამოგრჩეთ მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს შიდა უსაფრთხოებაზე“, – აცხადებენ საელჩოში. უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება ისრაელის მიერ „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ

ანა ბუჩუკური - ნუ დაგვღალეს! კობახიძეს თავისი მილიონი პრობლემა აქვს და მიხედოს - ხომ იძახიან, რომ 1%-იანები ვართ და თავი დაგვანებონ (ვიდეო)

"ნუ დაგვღალეს! კობახიძეს თავისი მილიონი პრობლემა აქვს და მიხედოს - ხომ იძახიან, რომ 1%-იანები ვართ და თავი დაგვანებონ." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  395994311_1384654505755822_2720911518011420095_n.mp4

ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა. მათივე ცნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ნეტგაზეთი

9 მუნიციპალიტეტში თოვლის დნობამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია სტიქიური პროცესი - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ გეოლოგების 8 ჯგუფი საქართველოს მასშტაბით სტიქიის ზონებში სწავლობს ვითარებას. მათი ცნობით, 6 თებერვლიდან გეოლოგების ჯგუფმა შეაფასა 189 ოჯახი. „სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება. აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთშ

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევა თემქაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. იპნ

ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით გერმანიასა და ბელგიას მივმართეთ - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. როგორც უწყება აცხადებს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა“, –

ლევან გოგიჩაიშვილი -  "ოცნება" არის აბსოლუტურად უშინაარსო პოლიტიკური პარტია. ბოლო პერიოდში მათი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ცალკე სპიკერად გამოყვეს მამუკა მდინარაძე, რომელიც იქცა ლგბტ პროპაგანდის სახედ

"ოცნება" არის აბსოლუტურად უშინაარსო პოლიტიკური პარტია. ბოლო პერიოდში მათი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ცალკე სპიკერად გამოყვეს მამუკა მდინარაძე, რომელიც იქცა ლგბტ პროპაგანდის სახედ. ლგბტ პროპაგანდა პირდაპირ ასოცირდება მამუკა მდინარაძესთან. სწორედ ასეთი ადამიანებისგან არის დასაცავი საზოგადოება."      ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3788116238078795/

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავ
×
×
  • შექმენი...