Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.422

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. იპნ

ანა ბუჩუკური - იმ პარტიას წარმოვადგენ, რომელსაც ოლიგარქი არ მართავს, ამ შემთხვევაში მხოლოდ "ოცნებას" არ ვგულისხმობ, იგივე შემიძლია ვთქვა კოლექტიურ "ნაც.მოძრაობაზე"

"იმ პარტიას წარმოვადგენ, რომელსაც ოლიგარქი არ მართავს, ამ შემთხვევაში მხოლოდ "ოცნებას" არ ვგულისხმობ, იგივე შემიძლია ვთქვა კოლექტიურ "ნაც.მოძრაობაზე". ამ ორი პარტიის დაფინანსება მოდის ერთობლივად ნაშოვნი კორუფციული ფულიდან, ამის ნათელი მაგალითია ქოლ-ცენტრების საქმე, რომელზეც საგამოძიებო კომისია მოვითხოვეთ, "ოცნებამ" და "ნაც.მოძრაობამ" კი ერთად არ შეგვაქმნევინა კომისია."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/Fo

ადვოკატის ინფორმაციით, სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ახლა მას ცრუ ჩვენებას ედავებიან

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს. მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ მკვლელი ქალის ძმა აღმოჩნდა და ახლა ქალს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. "ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დღეს ბრალდება შ

ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს. ipn

შეურაცხმყოფელი შანტაჟი და ბუნდოვანი პერსპექტივის დაპირებები - „ოცნების“ პასუხი აშშ-ს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შეერთებულ შტატებში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისა და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს. „ოცნება“ აცხადებს, რომ კანონპროექტი მიღებული არაა და

გიორგი გახარია - ამ ხელისუფლების მორალური სახე უკვე წაშლილი და დამარცხებულია

"მარტივ მაგალითს გეტყვით - რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების საქმე წასული და  რატომ ვამბობთ, რომ ისინი დამარცხებულები არიან. ახლა ამ დამარცხების გააზრების მძიმე პროცესი გველის წინ.  მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ კანონის მიღებაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ვუთხრა და მოვუწოდო, „ოცნება“ დამარცხდა ზუსტად მაშინ, როცა ერთი-ერთში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა. დღეს როგორც მოქმედებენ - ეს ორგანიზებული სისტემური ძალადობა,  როცა სახელმწიფოს და კრიმინალს ერთდროულად იყე

პაპუაშვილმა ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა

რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ „ქართული ოცნება” ჰომოფობიურ კანონმდებლობას დაუბრუნდა. დღეს, 4 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა 19 კანონისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას”, ისე მაუწყებლების და ხელოვნების ცენზურას და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. პაპუაშვილმა თქვა, რომ კანონპროექტით, რომელიც დღეს დარეგისტრირდება: დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება,

რა ფორმულით დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი - მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, გამოქვეყნდა ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს.  მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დაანგარიშდება შემდეგი კ

ვარკეთილში ნაცემი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცავებმა 19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის საქმეზე თბილისში 3 პირი დააკავეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული

ექსკლუზივი | მენეჯერი ლაშა ოდილაძე - ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა, – ამის შესახებ ცნობილმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მენეჯერებისთვის სატრანსფერო ბაზარი უფრო საინტერესო გახდა. გამოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს. კონკრეტული მაგალითი გიორგი ქოჩორაშვილია, რომლითაც ინგლისის პრემიერლიგის კლუბია დაინტერესებული. მე, როგორც საფეხბურთი მენეჯერი, გ

დავითულიანი EU-ში გაწევრების შეჩერებაზე: არა უშავს

„ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავთულიანის თქმით, „არა უშავს”, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია. ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკისვე განცხადებით, შეჩერდება ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სექტორის 30-მილიონევროიანი დახმარება. მიზეზი რუსული კანონი და მმართველი პარტიის არადემოკრატიული ნაბიჯებია. ბექა დავითულიანის შეფასებით, ევროკავშირის ამ გადაწყვ

ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი, ერთმანეთის მაცოცხლებელ-მასულდგმულებელი სუბიექტები არიან

სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი. ერთმანეთის მაცოცხლებელი, მასულდგმულებელი სუბიექტები არიან - ძალიან მკვახე ტყუილი გამოუვიდა, მეორე დღესვე გამოაშკარავდა ეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, რომ არა “ქართული ოცნების” მოწადინება, რომ სააკაშვილისგან პოლიტიკური საფრთხობელა შექმნას, ყოფილი პრეზიდენტი აქტუალობას ქვეყნის შიგნითაც დაკარგავდა”. „რა არ

რადამ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. კანონის მიღებას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში, ხოლო უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს 9-თვიანი ვადა ექნებათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გასაწყვეტად. პუბლიკა

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენენ

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენენ. პარიზიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ფეხბურთის ქომაგებს დღეს, 19:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექნებათ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ. ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა. მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.

თეონა აქუბარდია - მხოლოდ ივანიშვილი გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა (ვიდეო)

მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის “ოცნება” ახდა და არსად არაფერი არ არის მასში ქართული, მხოლოდ ივანიშვილი გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა, მხოლოდ ივანიშვილის უფლებები და ინტერესებია მთავარი და ამისთვის ის მზად არის ქვეყანა, მის ხალხი შესწიროს.   თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1461088107913626/

EU: საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შედეგად 121 მილიონი ევროს ოდენობით EU-ის დახმარებას დაკარგავს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ  ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

გახარია: ჩემი მთავარი მიზანია, შეიქმნას გარემო, სადაც „ოცნებაც“ მარცხდება და ენმ-ც

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას შეხვდა. გახარიამ თქვა, რომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი არ ყოფილა. „ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას ის გარემო, როდესაც „ოცნება“ მარცხდება და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება“ – თქვა გახარიამ და აღნიშნა, რომ ამ პოზიციას სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს. მისივე თქმით, რიგგარეშე

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი - მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.   იპნ

ანა ბუჩუკური - ივანიშვილს თუ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები შერჩა, შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში უბრალოდ არ იქნება (ვიდეო)

ივანიშვილს თუ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები შერჩა, შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში უბრალოდ არ იქნება. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1970864730096148

მიჰკელსონი: დემოკრატია საქართველოში დასრულებულია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი მიიჩნევს, რომ საქართველო წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი ხდება. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ბევრი ქართველისთვის “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია.  საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი. უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში ს

აქციის დროს დაკავებული ისაკო დევიძე ვივამედში გადაჰყავთ - ადვოკატი

ისაკო დევიძე, რომელსაც 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, კლინიკა ვივამედში გადაჰყავთ. როგორც პუბლიკას მისმა ადვოკატმა უთხრა, იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სასწრაფო გამოიძახეს და ისაკო დევიძე კლინიკაში გადაჰყავთ, ადვოკატი ამ წუთებში მიემართება „ვივამედისკენ”. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც 8-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მშრალი შიმშილობა დაიწყო. 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბ

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს

პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. ცნობისთვ

იაპონიის პრემიერი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "მტრული აქტი კაცობრიობის წინააღმდეგ"

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კაშიდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი". "რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, და ის აბსოლუტურად მიუღებელია" - თქვა კაშიდამ 22 ოქტომბერს, ავსტრალიაში ვიზიტისას. მომავალი წლის მაისში კაშიდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს ჰიროსიმაში, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურმა შეტევამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონობით ადამიანი

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის "ვერაგმა" სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა. პარალელურად, რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს "მყისიერი" ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან სამხრეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ოქტომბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე "მასშტაბური
×
×
  • შექმენი...